კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№30 მოძღვარი გვირჩევს

  კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ფიქრობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია?
 პასუხი: ასეთ დროს ადამიანი უნდა დადგეს სალოცავად და ღმერთს სთხოვოს, რათა გამოსავალი იპოვოს. აუცილებელია წმიდა წერილისა და წმიდა მამათა წიგნების კითხვაც, რადგან შესაძლოა, იქ ამოიკითხოს გამოსავალი. ასევე, უნდა მივიდეს მოძღვართან, უთხრას აღსარება და სთხოვოს რჩევა.
  კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?
  პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.
  კითხვა: რატომ ითვლება აზარტული თამაშები ცოდვად?
  პასუხი: აზარტული თამაშები საკმაოდ მძიმე ცოდვაა. ვინც ამ მორევში ჩაეფლობა, კარგავს მთავარს – ნების თავისუფლებას და აზარტის ვნებას ემონება. როგორც წესი, თამაშის შემდეგ მოგებული მხოლოდ ბოროტი ძალაა, რომელიც ადამიანს სულიერად და მატერიალურად ფიტავს.
  კითხვა: მინდა, რომ ჩემი შვილი სტიქაროსანი გახდეს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
  პასუხი: კარგია, რომ ასეთი სურვილი გაქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, თავად რას ფიქრობს ამაზე. ბავშვი რომ სტიქაროსანი გახდეს, ის ადრეული ასაკიდან უნდა შეაჩვიოთ ეკლესიაში სიარულს. ეკლესიურ ცხოვრებას, ლოცვას, ზიარებას, სიკეთის კეთებას. ამის სურვილი მას ბუნებრივად უნდა გაუჩნდეს და არა ძალდატანებით. ასევე აუცილებელია, თავად იცხოვროთ ქრისტიანული ცხოვრებით და მაგალითი მისცეთ მას.
  კითხვა: ვინ არის მფარველი ანგელოზი და რა ევალება მას?
  პასუხი: ანგელოზები უფლისგან შექმნილი უხორცო სულები არიან. ნათლობის შემდეგ უფალი ყოველ ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მასთან რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, იფარავს მას განსაცდელში, გვერდში უდგას სიხარულის დროს, ლოცულობს მისთვის მძიმე წუთებში და დახმარებას აღმოუჩენს. თუ ადამიანი ბოროტებასა და უმსგავსო საქციელს ჩაიდენს, მფარველი ანგელოზი დროებით განეშორება და აგრძნობინებს, რომ ის ცუდი საქციელით დამწუხრებულმა მიატოვა, თუმცა შემდეგ, როგორც მშობელი, ისევ მალევე უახლოვდება ადამიანს. მფარველი ანგელოზი ადამიანთან არის სიკვდილის შემდეგაც და მას უფლის სამსჯავრომდე მიაცილებს. მათ უნდა ვევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც საგანგებოდ არის მითითებული: „ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი“.
скачать dle 11.3