კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№30 ეკლესიისა და მრევლის შესახებ

  პატივცემულო მამანო, დღეს საერთო მდგომარეობა ეკლესიისა და მისი მორწმუნე ერისა განიცდის სასტიკ დევნას, არა მხოლოდ ანტებრივად, არამედ სრულიად უღმერთო არარაობის მქადაგებელთა მიერ აუტანელი გმობითი შეურაცხყოფითა და გადამრევი ლანძღვა-გინებით, რომელიც ვითარცა ბორბალი ალმურისა მოედო ერსა ღრმთისასა და სასოწარკვეთილ ხალხს. ვით ლერწამი შერყეულს და პატრუქი მდვინვარეს, დიდი კრძალვა-რიდებით უნდა მოპყრობა, თორემ ნაცვლად განმტკიცებისა, ვაითუ სუსტნი შეიმუსრნენ და ოდნავად მბჟუტავ პატრუქი დაშრტეს.
  ეკლესიურ საღმრთო მოქმედებას გარეგნობის თავისებურება თანაყვავილობს და ეს ყვავილი მშვენებაა სულიერი სახისა, – იმ ერისთვის, რომელ ერმან რა ფორმითაც შეითვალხორცა საუკუნეებით – ფორმა, გინა გარეგანობა თავით თვისით არ ქმნის მაცხოვარობას, მაგრამ შინაგანი კაცის მადლიანობა ფორმაში ახორციელებს იმ რწმენას, რომლითაც ერი სასოებს წმიდა ძველი მამების მიერ მრავალ საუკუნეებით შეხორცებულს. მღვდელი ვალდებულია, ერის რწმენას დაუთმოს თავისი ნებისყოფა უჩვეულო გარეგნობის შემოღება-ხმარებისა, იმ ფარგლებში, რომლითაც ეკლესია და მღვდელს სულიერად არა ევნების რა და ხალხი კი კმაყოფილი იქნება ეკლესიურ მსახურებით და თანაც თვით მღვდლისაგან. გუშინ შეყვარებულ და თანხმობით მიღებულ წეს-დებულებისაგან.
  ხალხს ჯერ არ წამოუყენებია ის მიზეზები სამღვდელოების წინაშე, რასაც სამღვდელოება (არა ყოველნი) აყენებს და არამც თუ წამოაყენებენ, პირიქით  (ერის სულისკვეთებას, რასაც გავეცანი), ზიზღით იხსენიებენ მღვდელთა ერულობას.
  მართალია, დროთა ბრუნვა მეტადრე ასეთი მსოფლიო გარდატეხა-გარდაქმნის დროს სასულიერო მხარეშიაც ბადებს წეს-წყობილებათა ცვალებადობის ჰეგემონიას რეფორმატორობით. მაგრამ მიზეზი ასეთი დიდი საქმისა ყოვლადვე თავისუფალი უნდა იყოს კერძო ხასიათისა და ნებისყოფისაგან, თორემ ასეთ შემთხვევაში ადვილად შეიძლება, უყურადღებოდ დასტოვოს ადამიანმან თავისი მოქმედების წრფელი მსჯავრი და არც კი განიკითხოს თავისი მოქმედება ღმრთის მცნებისათვის იქმს ამას თუ საგანთა კანონის მოწყინებითა და შეძულებით? ასეთი თავისუფალი მოაზრეობის ხარისხში პავლე მოციქული განიკითხავს თავის მოქმედებას და იტყვის: „ყოველივე ჯერ არს ჩემდა და არა ყოველივე უმჯობეს არს“, – და მერე – „არა ვჭამო ხორცი უკუნისამდე, რომლითა ძმა იგი ჩემი დავაბრკოლო“. შეიძლება, მდგომარე წეს-დებულება ზოგ-რამე გარეგანი ფორმისა და კანონის მღვდელთა სავალდებულო ვინმეს საძნელოდ მიაჩნია, ეგ თავისი სულიერ უძლიერების პირადი საქმეა და უმჯობესია, თავისუფალ ჰყოს თავი თავისი მღვდელობისაგან, ვიდრე მისგან აწუნებით დაგმობილის საგნის საერთო კანონად წამოყენებისა და წინააღმდეგ შემთხვევაში შებრძოლება, შეჯიბრება და განხეთქილება ეპარქიული. ვიმეორებთ: უძლურებას თანა ვუგრძნობთ და უფლება აქვთ დაუტეოს მღვდლობა და იცხოვროს ვითარცა ნებავს. „იცხოვრე, ვითარცა გნებავს და მე ნუ მავნებ“.
  ამ ორ სიტყვაში სავსებით დამარხულია პირადი ზნეობრიობა და საერთო მოქალაქეობის ვალდებულება. რაზედაც მამაშვილურად და თანაძმურად გთხოვთ, მამანო, უამისოდაც ნახევრად შერყეულ ერს, უღმრთო გასახარებლად არ უშოვოს ეშმაკმან დრო სამღვდელოებას შორის უსარგებლო არევ-დარევით დასაღუპავი, ყოველ შემთხვევაში, მთლიანობა სარწმუნოა და საქართველოს საეკლესიო საერთო დიდ კრებაში ხალხთა უფლებიანი ძალით უნდა განირჩეს საკითხი.
წმიდა ალექსი ბერის მოძღვრებანი
скачать dle 11.3