კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ იქცა საქართველოში საბიუჯეტო პარტიული დაფინანსება უმუშევრობის შემწეობად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  წლების წინათ ირინა სარიშვილმა, რომელიც მწარედ აკრიტიკებდა ედუარდ შევარდნაძეს, კითხვაზე, მაშინ რატომ გაუერთიანდით 2003 წლის საპარლამენტო არჩენებში-მეთქი, მიპასუხა, რომ ასეთი ტაქტიკური ნაბიჯი პოლიტიკაში გამართლებულია. სავარაუდოდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, თუ აბსოლუტური უმრავლესობა არა, მიიჩნევს, რომ სკამების დასაუფლებლად ყველა საშუალება ამართლებს, ამიტომაც გვხვდება, ალბათ, პოლიტიკურ სცენაზე გაუგებარი წარმოშობისა და პოლიტიკური პლატფორმით სრულიად შეუსაბამო პოლიტიკური გაერთიანებები. მაგალითად, ენმ-ის ირგვლივ გაერთიანებულები („რესპუბლიკელების“ თამადობით) არ მალავენ, რომ „ნაციონალების“ რამდენიმე ასეული ათასი ამომრჩეველი ხიბლავთ და, სულაც, არ უქმნით უხერხულობას, რომ, თუკი დღემდე მიშას გაშვებას ბიძინათი აპირებდნენ, ახლა მიშათი აპირებენ ბიძინას გაშვებას. რაც მთავარია, არც ის, რომ იმავე ენმ-ს მიერ რუსეთის აგენტად შერაცხილი ნომერ პირველი „ლეიბორისტები“ და „რესპუბლიკელი“ ლევან ბერძენიშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორებად მოიზრებიან და ასეთი უამრავი მაგალითის ჩამოთვლაა შესაძლებელი. რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ ორიოდ სკამად გადაცვლილ ქართულ პოლიტიკაზე.
– აქვს ამ პოლიტიკურ გადაჯგუფებებს იმის ელფერი, რომ პოლიტიკოსობა, მართლაც, მეორე უძველესი პროფესიაა?
– რა მაგალითებიც ჩამოთვალეთ, ვფიქრობ, ტოვებს ამ შთაბეჭდილებას... როდესაც იყენებენ ფორმულას, რომ გავერთიანდეთ ივანიშვილის გასაშვებად, იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა პარამეტრით, მიუღებელია ამომრჩევლისთვის, იბადება კითხვა: ამომრჩეველზე ორიენტირებული დამოკიდებულებაა ეს?!
– „რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბიშვილმა მითხრა, რომ „ნაციონალებს“ ჰყავთ 500 000 ამომრჩეველი და ეს საკმარისი არ არის, რომ გაიმარჯვონ, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსიო. ანუ თქვა პირდაპირ, რომ უნდათ, გამოიყენონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამომრჩეველი.
– მე მახსოვს ის დრო, როდესაც „რესპუბლიკელები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეხუტნენ, პირადი საუბრებისას ამბობდნენ, ჩვენ მათ წავიყვანთ, საითაც საჭიროაო.
– ახლაც იმავეს იმეორებენ.
– მაგრამ ერთხელ რომ გადაგიბრუნდება ურემი, აუცილებელია, იმავე ურემში ჩაჯდე ცხრაასჯერ?!
– რატომ გადაუბრუნდათ? ამ მეთოდებით პარტიული დაფინანსება მიიღეს და სკამებიც – როგორც „ნაციონალებისგან“, ისე „ოცნებისგან“. ესე იგი, ამას ელოდნენ „ურმებისგან“.
– თქვენ მართალი ხართ, მიიღეს ადგილები და ახლა უკვე მოდის სხვა თემა: რისთვის იბრძვიან პოლიტიკური პარტიები საქართველოში? იმისთვის, რომ მიიღონ ადგილები და შემდეგ – შესაბამისი დაფინანსება, თუ იმისთვის, რომ ემსახურონ ქვეყანას?!
– ისეთი პოლიტიკური გარიგებებით, რაც ჩვენთანაა, სამსახური, გულითაც რომ უნდოდეთ, არ გამოდის.
– ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, პარტიების დიდი უმრავლესობა იმ თანხაზე ფიქრობს, რომელსაც არჩევნების შედეგად მიიღებს. ბევრი წლის წინათ ბალტიისპირელი პიარტექნოლოგი იყო ჩამოსული და გვიამბო, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიწვიეს ბელორუსიაში, მას გაუწერია, რა იყო გასაკეთებელი, მაგრამ, როდესაც მივეცი ჩემი რეკომენდაციები, მადლობა გადამიხადეს და დამემშვიდობნენ, ჩვენ ამ პირობებშიც კარგად ვართო. ანუ მათი მიზანი გამარჯვება კი არ იყო, არამედ ყოფნა...
– მე ამას ვუწოდებ ტივტივს პოლიტიკურ ზედაპირზე.
– დიახ და რატომ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენს პარტიებს იგივე იდეა არ გაუჩნდებოდათ, რომ უფრო ადვილია ცხოვრება, თუკი იტივტივებ პოლიტიკურ ზედაპირზე, ვიდრე მაშინ, თუ იბრძოლებ თავგადაკლული?!
– ჩემმა ძალიან ახლობელმა მიამბო, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თარჯიმანი იყო, რომ, როდესაც ურეკავდნენ მოქალაქეები დარღვევების შესახებ, ის ურეკავდა იმ ევროპელ დამკვირვებელს, რომელიც საბოლოოდ ისე გაბრაზდა, რომ აუკრძალა დარეკვა, ნუ მაწუხებ, თქვენ მართლა ევროპული დონის არჩევნების ჩატარება ხომ არ მოინდომეთო.
– ალბათ, ბევრია მსგავსი მაგალითი და ამიტომ ვისურვებდი, რომ არც ქართველებს გვქონდეს, თუნდაც, იმის ზედმეტი რომანტიკა, რომ საქართველოში ყველა პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის.
– „ლეიბორისტები“ არის ამის კლასიკური მაგალითი. ქრესტომათიულია, ჩემი აზრით, ეს კონკრეტული მაგალითი:  2008 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, „ლეიბორისტებმა“ ისეთი ფორმით დაწერეს ვითომ უფლებამოსილების მოხსნაზე განცხადება, რომ მას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ამიტომ 4 წელი იღებდნენ ხელფასებს და ამბობდნენ, პროტესტის ნიშნად არ ვესწრებით პარლამენტის სხდომებსო. მახსოვს, შალვა ნათელაშვილი ჩიოდა, ბენზინისა და სატელეფონო ხარჯიც უნდა აგვინაზღაურდესო.
– რატომაა გასაკვირი?! ვართ ქვეყანაში, სადაც ყველა ცდილობს, იპოვოს ცხოვრების საშუალება. სიმართლე გითხრათ, 6 თუ 7 არასამთავრობოს დამფუძნებლებს შორის ვარ, ოღონდ ისინი არსად გამოჩენილან, უბრალოდ, ერთმა ახლობელმა მთხოვა, ეს „ენ ჯე ოები“ სულ შოულობენ დაფინანსებას, გრანტებს და დავაფუძნებო. ხომ ფაქტია, რომ არასამთავრობოს დაფუძნება არ იყო მოტივირებული ქვეყნის აშენებით, პრაგმატული მიზანი ჰქონდათ და, თუ არასამთავრობოებს აქვთ ასეთი პრაგმატული მიზნები, რატომაა გამორიცხული, რომ პარტიებსაც ანალოგიური მიზნები ჰქონდეთ.
– ანუ ჩვენს პოლიტიკურ პარტიებსაც მიესადაგება გამონათქვამი – ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს მართალი ეგონაო?
– ეგ უფრო მარტივი ვარიანტია, თუმცა დაპირისპირების ხარისხი შეიძლება, არ არის იმის შესაბამისი, როგორც გარეგნულად გამოიყურება. თუკი დაპირისპირებიდან რამე კარგი გამოვა, ხომ კარგი.
– 2012 წლის არჩევნების შემდეგ თბილისის პარლამენტის შენობაში ჩატარდა ღონისძიება ან 31 მარტს, ან 9 აპრილს, აღარ მახსოვს ზუსტად და მე ვნახე, რაოდენ ტკბილად მასლაათობდნენ „ოცნების“ ზოგიერთი და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლები, რომლებიც სხდომათა დარბაზში ერთმანეთისადმი კრიტიკული გამოსვლებით გამოირჩეოდნენ და დღეს ისინი უკვე პოლიტიკურად დაწყვილდნენ.
– ეს არც იმ პარტიების ბრალი არ არის, იმიტომ რომ ყველანი ცოდვის შვილები ვართ, მაგრამ ეს პერსპექტივა კარგად უნდა გაიაზროს ხოლმე კანონმდებელმა. რომ გააშანშალეს კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ, არიქა, პარტიები უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატიის გადასარჩენადო – რაც ევროპული რეცეპტია, ამით ეს პარტიები საერთოდ არაქმედუნარიანი გახადეს.
– ცოდვისკენ უბიძგეს?
– თუკი აღმოჩნდება, რომ პარტია იღებს მნიშვნელოვან თანხას იმით, რომ უბრალოდ, რაღაც ეტაპზე ხმების რაღაც რაოდენობა დააგროვა, ის უფრო მეტს მოისურვებს?! ან რატომ უნდა მოისურვოს?! ფაქტობრივად, ამით შექმნეს ემუშევრობის შემწეობისმაგვარი პოლიტიკური პარტიებისთვის. უმუშევრობის შემწეობა კარგი რამეაო, რომ გვიკიჟინებენ, მაგალითად, დასავლეთში ამან გააჩინა პრობლემა. გერმანიაშიც კი, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს მუშაობა აღარ უნდათ და იგივე ფენომენია ჩვენთან პარტიებთან დაკავშირებითაც. თუკი ასეთი შემწეობა, ანუ პარტიული დაფინანსება მიეცემათ პარტიებს, მათ გამარჯვება აღარ ენდომებათ და დაკმაყოფილდებიან იმით, რომ მიიღონ მინიმალური.
– თან, სარფიანადაც გასაღდებიან წინასაარჩევნოდ ამა თუ იმ მსხვილ პარტიასთან გაერთიანებით, როგორც, მაგალითად, ედპ, „ევროპელი დემოკრატები“ და სხვა.
– ამიტომ პარტიების დადანაშაულება, რომ ბრძოლის ჟინი ნაკლებად აქვთ, არ იქნება მართებული, კანონმდებლობაა დამნაშავე, რომელიც ჩვენი დასავლელი რეკომენდაციით შევიმუშავეთ.
– ეს ცოტა იმას ჰგავს, მოკლე კაბა რომ ეცვა, იმიტომაც იძალადაო. არ მგონია, დასავლელებს ამ მიზნით შემოეთავაზებინათ.
– მესმის, ისინი სხვანი არიან და ჩვენ – სხვანი.
– ანუ ბავშვს ასანთი არ უნდა მისცე? იმას ამბობთ, უნდა განსაზღვრონ, რა გვირჩიონ და რა არა?
– ყოველ შემთხვევაში, მათ ძალიან ხშირად ეშლებათ, ცუდად იცნობენ ჩვენს სინამდვილეს და ძალიან ხშირად გვექცევიან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ კი ძალიან ხშირად ამას ვასაღებთ ისე, რომ აი, დასავლეთი რადგან ამბობს, ესე იგი, მას არანაირი ქვენა მოტივები არ აქვს. არადა, დასავლეთელებიც ადამიანები არიან და მათაც ისევე ეზარებათ ტყუილუბრალოდ საქმის კეთება, როგორც ჩვენებურებს, პრინციპში ამიტომაცაა, რომ ყველა ქვეყანამ თავისი კანონმდებლობა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს უნდა მოარგოს. ამდენად, თუ შენ შენს რეალობასთან მორგებული კანონები არ გაქვს, ამაში დასავლეთი არაა დამნაშავე. შენ ხარ დამნაშავე.
– დასავლეთშიც რომ ცოდვილი ადამიანები ცხოვრობენ, ეს დაადასტურეს ევროპარლამენტში რუსეთის დაბრუნებით. რითაა ეს გავრილოვის სკამში ჩაჯდომაზე ნაკლები, თუ მეტი არა?!
– ნაკლები ნამდვილად არაა. ასე რომ, ნელ-ნელა, ალბათ, ჩვენც ვისწავლით, რომ პოლიტიკა არც ისე რომანტიკული რამაა, როგორც გვაჩვენებენ. სააკაშვილმა დანერგა ასეთი დამოკიდებულება: რომ დასავლეთში, რადგან დასავლეთია, ყველაფერი უნაკლოა, არ არსებობს კორუფცია, ყველაფერი კეთდება ადამიანისთვის და ასე შემდეგ. მიშას ამ ლეგენდების შექმნა სჭირდებოდა, არადა, ამ დროს დღე არ გადის, რომ რამე ხმაურიანი დაპატიმრების ამბავი არ გავიგოთ ყოფილი პრეზიდენტებისა თუ პრემიერების. რატომ? იმიტომ რომ ისინიც ადამიანები არიან და ყველამ თავის პრობლემებს თვითონ უნდა მოუაროს. თუ ვერ გამოავლენ შენი პრობლემების გადაწყვეტის უნარს, ამითაა დემოკრატია გენიალური, შენს თავს დააბრალეო, გეტყვიან და ამით დამთავრდება. არავინ თან არ გადაგყვება.

скачать dle 11.3