კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 „დესერტი პუტინისგან“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ჩაუტკბარუნებლად დარჩენილები

  მაშინ, როდესაც ამ ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილში ზოგი ტრანსფარანტებით აპროტესტებს ოკუპაციას, ზოგიც - „გირჩის“ ცნობის რიგშია, რომ როგორმე ჯარში სამსახური აიცილოს თავიდან, დანარჩენების  ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს ბორიასა და ვალოდიას ჯიბეებში ჩასმულს უწოდებს, მეორე ნაწილი კი სიხარულს ვერ მალავს, რომ სამართალმა პური ჭამა, ჩვენს ოკუპირებულ აფხაზეთში თითქმის ზეიმია.
  ან კი როგორ არ იქნება, როდესაც დესერტი მიიღეს თვით პუტინისგან!
აფხაზური მედიის ცნობით, პრ. პუტინს აფხაზეთში 7 ტონა ნაყინის გაგზავნა უბრძანებია (ნიჟნი ნოვგოროდში დამზადებულის)!  იქვეა განმარტებული, რომ პროდუქცია შემოწმებულია საბაჟო კავშირის ნორმებით, ანუ მშვიდად ვიძინოთ, ჩვენი სეპარატისტების ჯანს არაფერი შეარყევს (ყოველ შემთხვევაში, ნაყინი არ და ვერ მოერევა)!
  რაც მთავარია, მხოლოდ 7 ტონით არ შემოიფარგლება დესერტის მამა, მოწოდება გაგრძელდებაო, სიხარულის ყიჟინას სცემენ ჩვენებური სეპარატისტები.
  მეორე მხრივ, იმითაც იმშვიდებენ გულს, რომ, თურმე, გულრიფშის რაიონშიც ამზადებენ ნაყინებს ვაფლის ჭიქებში  – 6-კაციანი ფაბრიკა ერთ ცვლად მუშაობს და წარმოებაც ნახევრადავტომატიზებულიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ ჰყოფნით და ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ელიან პრ. პუტინის საჩუქარს, რომ ყელი საფუძვლიანად ჩაიკოკლოზინონ. აი, პირადად მე კი იმას ვდარდობ – რატომ დაგვიჩაგრეს ოსი სეპარატისტები, განა მათ აწყენდათ პუტინის დესერტით პირის ჩატკბარუნება?!


скачать dle 11.3