კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 გადასაბმელები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

თანამდებობისთვის, ანუ სტრატეგიული პარტნიორობისთვის შეუფერებელი?!

  რთული სათქმელია, რატომ ცდილობენ ხოლმე აქტივისტებად წოდებული ჩვენი მოქალაქეები დროდადრო საზღვრის ამა თუ იმ მონაკვეთზე პროვოკაციების განვრცობას (პროვოკაციების, ვინაიდან საზღვარზე არაადეკვატურ ქცევებს, რაც უნდა კეთილშობილური მოტივებით, ზიანის გარდა ჯერჯერობით არც არაფერი მოუტანია), მაგრამ, ფაქტია, ცდილობენ და სულ ბოლოს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მოიხერხეს ინციდენტი, ცხადია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
  მეორე მხრივ, რასაკვირველია, აზერბაიჯანული მხარე მთლად ისეც არ იქცევა, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს შეჰფერის (ზედმეტად რბილადაც ვამბობ), მაგრამ, რაკი ჩვენი მდგომარეობა ისედაც მყიფეა და ვერასდიდებით ვარწმუნებთ, რომ უდაბნოს მონასტრის, ბერთუბნის ეკლესიისა და ჩიჩხიტურის კოშკის მითვისება  დიდად უკეთურობაა, მით უფრო, დავით გარეჯის ალბანური კულტურის ძეგლად გამოცხადება (რის არც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ), დაპირისპირების გამოწვევა მაინც უადგილოა, იმიტომ რომ კიდევ უფრო ახელებს ამ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანს, ემსგავსოს ჩვენს ოკუპანტ რუსეთს.
მსგავსება კი შემდეგნაირია: სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში მოსაზრებები, რომ უმადურ ქართველებს აუცილებლად უნდა შეუწყვიტონ არა მხოლოდ უფასო  (ის კი სულ სხვა თემაა, ვინ და რატომ დააჯერა ისინი, რომ გაზს უფასოდ გვაწვდიან), საერთოდაც გაზის მიწოდება, გამოუცხადონ ბოიკოტი ქართულ კურორტებსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, „ბორჯომსაც“ კი (ჩვენი მინერალური წყალი დავლიოთ, რომელიც „ბორჯომსაც“ ჯობსო).
  ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მსგავსობები, ანუ მსგავსი უმსგავსობები მხოლოდ ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის სავიზიტო ბარათია, როგორც ჩანს, ბაქოსა და მოსკოვის დაახლოებამ თავისი შედეგი გამოიღო, ხარის ხართან დაბმის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელიმე დროზეა გადასაბმელი.
скачать dle 11.3