კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№30 მოიწყვეთ საუკეთესო დასვენება, ყველა საჭირო პირობით, სასტუმრო GNS-ში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, სად დაისვენოთ ზაფხულის ცხელ დღეებში, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ არჩევნის გაკეთება გაგიადვილდებათ. იცით თუ არა, რომ დაბა ურეკი  დაბალი ინტენსივობის მაგნიტური ველით გამოირჩევა, სწორედ ამ მაგნეტიტის ზონაში, ზღვიდან 800 მეტრზე მდებარეობს სასტუმრო GNS, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 22 კომფორტული სხვადასხვა ტიპის ნომრისგან შედგება და ყველა გემოვნების დამსვენებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
  კომფორტული ოთახები, სისუფთავე, ბარი, რესტორანი, ლიფტი, სათამაშო ადგილი ბავშვებისათვის, უფასო პარკინგი. თითოეული ნომერი უზრუნველყიფილია ყველა საჭირო პირობით: კონდიცირება, ვენტილაცია, ცივი და ცხელი წყალი, უკაბელო ინტერნეტი, ტელევიზია, სამუშაო მაგიდა, კარადა, ჩაი-ყავის მადუღარა, ჰიგიენური ნივთები (კბილის ჯაგრისი, საპონი, შამპუნი, სავარცხელი, ჩუსტები), საბავშვო საწოლებით. ყველა ოთახს თავისი აივანი – ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რაც GNS-შია.
  ლალი არველაძე (სასტუმრო GNS-ის მფლობელი): სასტუმრო 2015 წელს ავაშენეთ და მეოთხე წელია, ჩვენს დამსვენებლებს წარმატებით ვმასპინძლობთ. პროფესიით ბიოქიმიკოსი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მომსახურების სფეროსთან არანაირი კავშირი არ მქონდა, შევძელით, ერთ სივრცეში შეგვექმნა განტვირთვისა და დასვენებისთვის ყველა საჭირო პირობა, ახალ-ახალი დამატებითი, კომფორტული სერვისების შექმნაზე  კი დღესაც ვმუშაობთ.
– ბავშვებისთვის GNS-ის ეზო უსაფრთხო და დაცულია, ეს, ალბათ, დამატებითი კომფორტია მშობლებისთვის.
– სიმწვანეში ჩაფლული, მყუდრო, ჩაკეტილი და დაცული ეზო გვაქვს, სადაც ბავშვებისთვის გასართობი კუთხეა მოწყობილი. დამსვენებლებს შეუძლიათ, ეზოში დასხდნენ, რესტორანში სასურველი კერძი შეუკვეთონ და ბავშვებიც თვალწინ ჰყავდეთ. მშობლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს და ბავშვებიც.
ყველა ოთახს აქვს საკუთარი აივანი, სადაც განთავსებულია მაგიდა და სკამები. შენობა მაქსიმალურად დაცულია. გვაქვს როგორც დახურული პარკინგი, რომელიც იკეტება, ისე ღია – ჩვენი სასტუმროს ტერიტორიაზე.
– თქვენთან კვებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
– დღის განმავლობაში ჩვენთან ფუნქციონირებს რესტორანი. გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ, ჯანსაღ პროდუქტებზე დამზადებული ქართული და ევროპული საკვები – დაწყებული ბავშვებისთვის საჭირო ფაფებით, დამთავრებული ჩვენი საფირმო კერძებით. სურვილის შემთხვევაში, ოთახში მომსახურების სერვისიც გვაქვს. დამსვენებლების კვებაზე  ჩვენი  გამოცდილი მზარეულები ზრუნავენ.
– შავიზღვისპირეთში სასტუმროების ძირითადი ნაწილი მზის ენერგიით ათბობს წყალს და უამინდობის შემთხვევაში, დამსვენებლებს, ფაქტობრივად, ცივი წყლით უწევთ სარგებლობა, თქვენთან რა მდგომარეობაა ამ კუთხით?
– ვერაფერს ვიტყვი სხვა სასტუმროებზე, თუმცა რაც შეეხება GNS-ს, ჩვენ გავითვალისწინეთ რა დასავლეთ საქართველოს მაღალი ტენიანობა, ვიზრუნეთ და სასტუმროში  დავამონტაჟეთ გერმანული სისტემები, რისი მეშვეობითაც გვაქვს მშრალი საწოლები, წყლის უწყვეტი ნაკადი, რომლის ტემპერატურაც არ არის დამოკიდებული ამინდზე, ამასთან, არანაირი ნესტი და არანაირი სუნი.
გარდა ამისა, შევეცადეთ, დამსვენებლებისთვის შეგვექმნა ოჯახური გარემო და სიმყუდროვე, ვფიქრობ, ასეთმა მიდგომამ გაამართლა, რადგან ერთი და იგივე დამსვენებლები უკვე რამდენიმე წელია გვსტუმრობენ.
მისამართი: ურეკი, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა #137
საკონტაქტო ტელ.:
+(995) 598 410-009; +(995) 598 410-099.
ვებ-გვერდი: www.gnshotel.ge
Facebook: GNS Hotel

скачать dle 11.3