კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№29 რა საჩუქარი გაუკეთა მედეა კაიშაურს ცნობილმა ბებიამ ქორწილში და სად დააბინავა მისი კანადელი სტუმრები ია ფარულავამ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  გასულ კვირას თბილისში, ფუნიკულიორზე, ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული ქართველი სოპრანოს, ქალბატონ მედეა ამირანაშვილის შვილიშვილის, მედეა  კაიშაურისა და კანადელი ინჟინრის, გრეჰემ ბოლენბოკის ქორწილი გაიმართა. მედეა კაიშაური, ასევე, მომღერალ მარინა ფარულავას შვილი და ამერიკაში, წარმატებული მუსიკოსისა და სპორტსმენის, პეტრე კაიშაურის დაა. როგორც თავად ამბობს, ქართულ-კანადური ქორწილი თავად დაგეგმა, ორგანიზება გაუკეთა და სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.  ქორწილში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მედეასა და გრეჰემის ამერიკელი და კანადელი მეგობრები. სპეციალურად ამ დღისთვის ფლორიდიდად ჩამოვიდა მედეას ძმა, ცნობილი ბაბუის, პეტრე ამირანაშვილის სეხნია – პეტრე კაიშაური, ასევე, გრეჰემის ოჯახის წევრები კანადიდან. მედეამ და გრეჰემმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ პერუში მოგზაურობისას გაიცნეს და როგორც წყვილი ამბობს, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. ქორწილის ცერემონია ქართულ და კანადურ სტილში გაიმართა. ქართული სიმღერები და ცეკვები სცენაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილებმა შეასრულეს.  
  მედეა კაიშაური: მე და გრეჰემმა ერთმანეთი ხუთი წლის წინ გავიცანით და ეს, ნამდვილად ერთი ნახვით შეყვარება იყო. გრეჰემი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში და ჩვენი ქვეყანა ისე შეუყვარდა, ქორწილი აქ დავგეგმეთ. სხვათა შორის, ექვსი თვის წინ მოინათლა მართლმადიდებლად – კათოლიკე გახლდათ. სამწუხაროდ, მარხვაა და ამის გამო, ჯვარი ვერ დავიწერეთ, მაგრამ ხელი საქართველოში მოვაწერეთ და ულამაზესი ქორწილიც გადავიხადეთ მთაწმინდაზე, საიდანაც ჩვენი დედაქალაქი ხელისგულზე მოჩანს. ამ დღისთვის კანადიდან 40 სტუმარი იყო ჩამოსული და ძალიან მოეწონათ საქართველო. მოიარეს ყაზბეგი, მცხეთა, სვანეთი, უამრავი ადგილი ნახეს და გაოცებულები დაბრუნდნენ უკან. ფაქტია, ჩვენმა ქორწილმა და ნანახმა, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
– ქორწილის ორგანიზება ვის ეკუთვნოდა და ვისი საქორწილო კაბა გეცვა?
– ქორწილის ორგანიზება ჩემს თავზე ავიღე, ხოლო ყვავილებით გაფორმება და დიზაინი ხათუნა ჭყონიას ეკუთვნოდა. რაც შეეხება საქორწილო კაბას, ქორწილში ხელით შეკერილი „პრონოვიას“ კაბა მეცვა, ბარსელონაში შევიძინე.
– ბებიამ, ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, მედეა ამირანაშვილმა, შენს ქორწილში იმღერა და სტუმრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
– ბებია მთელი ქორწილის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო და ჩემი ბედნიერება ისე უხაროდა, გამომეტყველებაზე ეტყობოდა, ვერ მალავდა
(იცინის). ბებიამ რომ იმღერა, უცხოელი სტუმრები გაოცებულები უსმენდნენ. ეს ჩემთვის შეუფასებელი საჩუქარი იყო მისი მხრიდან.
– დეიდამ, ია ფარულავამ კი, არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგიკეთა.
– დიახ, ია ფარულავა, ჩემი დეიდაა და თავის სასტუმროში დააბინავა კანადიდან ჩამოსული სტუმრები. არაჩვეულებრივად უმასპინძლა, ყველანაირი კომფორტი შეუქმნა და ამ საჩუქრისთვის დიდი მადლობა მას. ასევე, მამის მხრიდან მყავს პატარა ორი დაიკო და ძმა და ისინი, მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. ჩემი ძმა, პეტრე კი  – ამერიკიდან და მთელ ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან და სტუმრებთან ერთად, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად დამრჩება. მე და გრეჰემმა, ორი ქვეყნის ტრადიცია შევაერთეთ, ქართული და კანადური და ქართველები ამბობდნენ: რა კარგი კანადური ქორწილიაო, კანადელები კი, რა მაგარი ქორწილი გცოდნიათ ქართველებსო (იცინის). ძალიან მოეწონათ კანადელ სტუმრებს ქართული სამზარეულო და განსაკუთრებით ღვინო და ჭაჭა. გაოგნებულები აღნიშნავდნენ: როგორი ეგზოტიკური სილამაზის ხალხი და ქვეყანა გაქვთო, წასვლა აღარ უნდოდათ (იცინის).
– ფაქტია, ქართულ-კანადურმა ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა. სად აპირებთ ახალდაქორწილებულები თაფლობის თვის გატარებას?
– თაფლობის თვეს საქართველოში გავატარებთ და შემდეგ კანადაში, კერძოდ ვანკუვერში დავბრუნდებით. ვხუმრობ ხოლმე, თაფლობის თვეც განსაკუთრებული მაქვს – დებთან და ძმებთან ერთად ვატარებ-მეთქი (იცინის).


скачать dle 11.3