კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№29 რატომ შესწირა ლომისის წმიდა გიორგის საკუთარი გვარი გიორგი ლომისელმა და რა რჩევები მისცა მას ვუდი ალენმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  საოპერო მომღერალი გიორგი ლომისელი უკვე ერთი წელია, „ლა სკალას“ აკადემიაში სწავლობს. მისი ოცნება რეალობად საოცრად სწრაფად იქცა და ახლა მთელი პასუხისმგებლობით ცდილობს, „ლა სკალას“ სცენაზე ქართველი წინამორბედების გზა ღირსეულად გააგრძელოს.
  გიორგი ლომისელი: აქ ჩამოსვლისთანავე მომცეს პარტიები, არა სტუდენტურ სპექტაკლში, არამედ „ლა სკალას“ თეატრის დადგმაში. შემდეგ ამ თეატრის კონცერტში ვიმღერე. კონცერტი მქონდა, ასევე, ჯუზეპე ვერდის სახლში და ბარსელონაში. ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ პრემიერა ვიმღერე ლეგენდარული ვუდი ალენის დადგმაში, სადაც პარტნიორობას ვუწევდი ცნობილ საოპერო ვარსკვლავს ამბროჯიო მაესტრის და მასთან ერთად, დაახლოებით, შვიდ სპექტაკლში  მომიწევს კიდევ სიმღერა. ასეთ პროფესიონალებთან მუშაობა, როგორებიც აქ არიან და მათი გამოცდილების გაზიარება, საოცრებაა.
– ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაცაა მათთვის შესაფერისი პარტნიორობის გაწევა. როგორია შეფასებები?
– რა თქმა უნდა, როცა „ლა სკალაში“ პირველი სპექტაკლი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი, სწორედ, უდიდესი პასუხისმგებლობის გამო. გამოდიხარ იქ, სად გამოსვლაზეც ყველა საოპერო მომღერალი ოცნებობს, სადაც მსოფლიო კორიფეებს უმღერიათ და დღეს შენც მღერი. ამ დროს აცნობიერებ, რომ უნდა წარმოაჩინო არა მარტო შენი თავი, პირველ რიგში საკუთარი ქვეყანა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ნამდვილად არ მინდოდა იმ კულტურის დროშა შემერცხვინა, რომელიც „ლა სკალას“ სცენაზე ჩვენმა საამაყო ქართველებმა ააფრიალეს. ბედნიერი ვარ, რომ ყველა ჩემმა გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა. საერთოდ ვერიდები საკუთარი თავის შექებას, თუმცა, რადგან ინტერვიუს ფორმატი მოითხოვს, ვიტყვი, რომ ჩემი ხმა შეაფასეს, როგორც ლამაზი, „ბარხატოვანი“ და ძლიერად ჟღერადი, რომელსაც თან ახლავს საოცარი არტისტიზმი. დადებითი შეფასება ყოველთვის და ყველასგან სასიამოვნოა, მაგრამ როცა ამ სიტყვებს იტალიაში და კერძოდ, „ლა სკალას“ სცენაზე იღებ, ეს წარმოუდგენლად სასიამოვნოა. როგორც გითხარით, ვერდის სახლშიც მქონდა კონცერტი, სადაც სიმღერას ყველა დიდი სიფრთხილით ეკიდება, რადგან იქ ძალიან ძველი და დამსახურებული მსმენელია, ვისაც ნამდვილად ეთქმის სიტყვა საოპერო ხელოვნებაში და ჩემთვის სწორედ მათი შეფასება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ცოცხლად ჰყავთ მოსმენილი ლეგენდარული მომღერლები და მათგან ასეთი შეფასება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო.
– რაც შეეხება ვუდი ალენთან შეხვედრასა და მასთან ერთად მუშაობას, ეს ხომ უდიდესი ოცნებაა?
– ვუდი ალენი და მისი ფილმები ყველასთვის ცნობილია. ძალიან გამიხარდა და ამ შემთხვევაშიც – მის დადგმაში მონაწილეობის გამო უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემთვის მასთან მუშაობას საოცარი გამოცდილება მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ 83 წლისაა, ბოლომდე ჩართულია თავის საქმეში. სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა და გვაჩვენა, როგორ შეიძლება, უყვარდეს ადამიანს საკუთარი საქმე და ბოლომდე შესწიროს თავი. მისგან ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მივიღე. ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ პრემიერის დასრულების შემდეგ მისი თანაშემწე მოვიდა  ჩემთან და ფოტოს გადაღება მთხოვა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასე გამომარჩია და მარტო მე გადამიღო. ალბათ, რაღაცით დაინტერესდა, ვერ ვიტყვი რამე კონკრეტულს, მაგრამ ვფიქრობ, ვუდი ალენის გარეშე ამ ინტერესს არ გამოიჩენდა.
– იმედია, ამას გაგრძელება მოჰყვება. საქმიან შეხვედრებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ალბათ, მისი პიროვნული თვისებების შესახებაც შეგვიძლია ცოტა რამ ვთქვათ.
– როდესაც გენერალური რეპეტიცია დასრულდა, გვითხრეს, რომ ვუდი ალენი თავის ოთახში გვიბარებდა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, ძირითადად სცენაზე ამოდიან და გვესაუბრებიან. მივედით და ოთახში ვხედავთ, ვუდი ალენი, ამბროჯიო მაესტრი და „ლა სკალას“ დირექტორი ალექსანდრ ფერეირა არიან. ასეთი დღე ადამიანს ერთხელ გაქვს ცხოვრებაში. როცა ამ საოცარ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა და მუშაობა, როცა ასეთი ადამიანები გაძლევენ რჩევა-დარიგებას, ეს უდიდესი ბედნიერებაა. დიდი ადამიანების წარმატებების უკან ყოველთვის ვაკვირდები მათ ადამიანურობას და უბრალოებას. რაც შეეხება ვუდი ალენის პიროვნულ თვისებებს, ძალიან მესიამოვნა, რომ ამ ადამიანში უბრალოება დავინახე. უშუალოდ გვიხსნიდა ყველაფერს, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე. უკვე ერთი წელია, „ლა სკალაში“ ვარ და ასეთი საოცარი აპლოტისმენტები თითზე ჩამოსათვლელად მინახავს, ყველა აღფრთოვანებული იყო მისი დადგმით. ძალიან ნაყოფიერი წელი მქონდა. „ლა სკალას“ სცენაზე ამდენი სიმღერის შესრულება უდიდესი გამოცდილებაა. რაც შეეხება მომავალს, სექტემბერში „რიგოლეტო“ იგეგმება, რომელშიც მთავარ პარტიას ვიმღერებ. შემდეგ „ლა სკალას“ თეატრს ეს სპექტაკლი არაბეთში მიაქვს. თეატრის წარსადგენად კონკრეტული ადამიანები ამოგვარჩიეს და უბედნიერესი ვარ, რომ მათ შორის მეც ვარ. როგორც იცით, აქ სწავლობენ ქართველები ცისანა გიორგაძე და ლაშა სესიტაშვილი, რომელმაც ჩვენზე ერთი წლით ადრე ჩააბარა „ლა სკალას“ აკადემიაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ სპექტაკლში სამი ქართველი ვმღერით.
– გვარი გამოთქმასთან დაკავშიბული უხერხულობის გამო შეიცვალე?
– არა. ამის მიზეზი პირადი ისტორიაა, რომელიც წარსულში მოხდა. ჩვენი გვარის სალოცავი გახლავთ ლომისის წმიდა გიორგი. ბავშვობიდან მოყოლებული, ყველა ლომისობას იმ მთაზე ავდიოდით და ასე ვაგრძელებთ დღემდე. ჩემი კონსერვატორიაში ჩაბარება და ყველა წარმატება ამ სალოცავთანაა დაკავშირებული. რაც კი ამ სალოცავისთვის მითხოვია, ყველაფერი მისრულდებოდა. ბოლოს სალოცავს შევთხოვე, „ლა სკალას“ სცენაზე მამღერე და ჩემს გვარს შემოგწირავ, შენი მოსახელე გავხდები-მეთქი. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ვარ დღეს ლომისელი. ასე სწრაფად ამის რეალობად ქცევა წარმოუდგენლად მიმაჩნდა. პასპორტში, რა თქმა უნდა, წამალაშვილი მიწერია და ჩემი შვილიც ამ გვარზეა, მაგრამ ლომისელი ჩემი ფსევდონიმია – ჩვენი სალოცავის პატივსაცემად.
– ისეთი მოვლენები ხდება შენს ცხოვრებაში და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება გაქვს, მგონია, რომ იღბლიანი ხარ. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ახლო ურთიერთობა გაქვს პატრიარქთან.
– ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ასეა. როცა პირველად ვიმღერე უწმიდესთან, მეორე დღეს დამიბარა და მითხრა, შენ ძალიან მალე მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებში იმღერებო. მისი სიტყვები ამიხდა და როცა საქართველოში ვბრუნდები, შემიძლია, პატრიარქთან მისვლა და ლოცვა-კურთხევის აღება, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. უწმიდესი ძალიან ბევრჯერ დამხმარებია ფინანსურად თუ მორალურად, რაც მთელი ჩემი ცხოვრების მეგზური იქნება. ბედნიერი ვარ იმის გამოც, რომ მყავს დიდებული მაესტრო, ბატონი ლადო ათანელი, რომელიც თბილისიდანაც კი მეხმარება.

скачать dle 11.3