კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№29 როგორ გაექცა სამხტომელ ვიქტორ სანეევს სპორტული ტალანტით დაჯილდოებული ყმაწვილი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა და მხტომელ ტალანტებს ეძებდა. ეს ის პერიოდია, როცა ძვირად ღირებულ ანდატრის ბეწვისგან შეკერილ ზამთრის ქუდებს („უშანკებს“) მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩაში  გლეჯდნენ  და გარბოდნენ. იანვრის ერთ ცივ დღეს სპორტსმენის კარიერაახალდამთავრებული და ჯერ კიდევ „ოლიმპიურ ფორმაში“ მყოფი ვიქტორ სანეევი ზოოპარკსა და ვარაზის ხევს შორის, კუთხეში იდგა. თავზე ძვირფასი ყურებიანი ქუდი ეხურა... უცებ სანეევს ვიღაც ყმაწვილმა თავიდან ქუდი წაჰგლიჯა და მოკურცხლა. სანეევი მას მთელი სისწრაფით დაედევნა, მაგრამ ბიჭი ისეთი მარდი აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც სამი ნახტომით გადაირბინა ფართო მოედანი და თერთმეტსართულიანისკენ გაქანდა... სანეევმა ორმოცდაათიოდე მეტრი კიდევ სდია, მაგრამ რომ დარწმუნდა, ვერ დაეწეოდა, მიაძახა:
– ყმაწვილო, ყმაწვილო, ეგ ქუდი ეშმაკსაც წაუღია, გჩუქნი, ოღონდ, გაჩერდი და წამომყევი. გპირდები, რომ სამხტომის ვარსკვლავს გაგხდიო.
  ხტომის ნიჭით დაჯილდოებულ ბიჭს რა ბედი ეწია, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ სანეევის შემდეგ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში წარმატებისთვის აღარ მიუღწევია.

скачать dle 11.3