კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№29 როგორ გაიტაცა „კაგებეს“ ქართველმა პოლკოვნიკმა მინიატომურბომბიანი ჩემოდანი პრაღიდან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  1968 წლის 21 აგვისტოს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში საბჭოთა არმიამ  და „ვარშავის ხელშეკრულების“ ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს დემოკრატიული გარდაქმნების მოთხოვნით გამართული ადგილობრივი ხალხის მშვიდობიანი აქციები, რომელსაც „პრაღის გაზაფხული“ ეწოდა. სწორედ ამ უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე პრაღაში განვითარდა ერთი ისტორია, რომლის შესახებაც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ.
ორმაგი შოკი
1968 წლის აგვისტო ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ელჩისთვის, სტეპან ჩერვონენკოსთვის უმძიმესი აღმოჩნდა. 53 წლის დიპლომატს თითქმის არ ეძინა. ჩეხოსლოვაკიაში, განსაკუთრებით კი პრაღაში, შექმნილი სიტუაციით ის პერმანენტულ სტრესში იყო. ხალხი თავისუფლებასა და დემოკრატიას მოითხოვდა. ქუჩებში ათასობით ადამიანი იყო გამოფენილი და სიტუაცია თანდათან უფრო და უფრო იძაბებოდა. 15 აგვისტოს, ხუთშაბათს, ჩერვონენკოს კაბინეტში ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმამ ელჩს უთხრა:
– სტეპან ვასილიევიჩ, გურამ კიღურაძე გახლავართ. ახლავე შეატყობინეთ მოსკოვში, რომ ატომურბომბიანი მინიჩემოდანი მე მაქვს. მასში მილიონ დოლარს მოვითხოვ. თუკი ფული ჩემ მიერ მითითებულ დროსა და ადგილზე არ გადმომეცემა, მას ავამოქმედებ. ჩემს ძებნას არ გირჩევთ, მაინც ვერ მიპოვით.
ჩერვონენკოს ლამის ინფარქტმა დაარტყა, მან მოსკოვში დარეკა და ყველაფერი საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი გრომიკოს მოუყვა. მან კი ეს ინფორმაცია ქვეყნის მეთაურს, ლეონიდ ბრეჟნევს გადასცა, რომელიც ისედაც აღელვებული იყო ჩეხოსლოვაკიური მოვლენების გამო და ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო.
ატომური ჩემოდანი
გურამ კიღურაძე, რომელმაც საბჭოთა ელჩს დაურეკა, საბჭოთა უშიშროების („კაგებე“) პოლკოვნიკი იყო და პრაღაში განთავსებულ ატომურ ჩემოდანს კურირებდა. ამ ჩემოდნის არსებობის შესახებ იცოდა თავად კიღურაძემ, ელჩმა ჩერვონენკომ და საბჭოთა სამხედრო ატაშემ. მსგავსი ჩემოდნები საბჭოთა კავშირს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ჰქონდა განთავსებული და ისინი სპეციალურ ბუნკერებში ინახებოდა, რომლებიც საბჭოთა საელჩოების შენობების სარდაფებში იყო მოწყობილი. ამ ჩემოდნების დანიშნულება ის იყო, რომ კონკრეტულ ქვეყანასთან ომის ან მწვავე დაპირისპირების შემთხვევაში, პრობლემები ატომური შანტაჟის გზით მოეგვარებინათ პრაღაში მოსალოდნელი გართულების გამო კიღურაძეს 14 აგვისტოს მოსკოვიდან უბრძანეს, რომ ატომური ჩემოდანი ფარულად პოლონეთის ტერიტორიაზე გადაეტანა და ვარშავაში, საბჭოთა საელჩოში გადაემალა. კიღურაძემ ჩემოდანი 15 აგვისტოს დილას გაიტანა საელჩოდან და იმის მაგივრად, რომ პოლონეთში გამგზავრებულიყო და მოსკოვიდან გამოგზავნილ მოკავშირეს შეხვედროდა, გაუჩინარდა.
გამოსასყიდი თანხა
15 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე კიღურაძემ კვლავ დაურეკა ელჩს და დაუსახელა მისამართი, სადაც მოთხოვნილი თანხა ზუსტად 20 წუთში უნდა მიეტანათ. ერთი საათის მერე კი პოლკოვნიკი ჩემოდნის ადგილმდებარეობის გამხელას ჰპირდებოდა. კიღურაძემ ელჩი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ მისი შეპყრობა არც კი გაევლოთ გულში. მართლაც, 20 წუთის შემდეგ „კაგებეს“ კურიერმა 1 მილიონი დოლარი ძველი პრაღის ერთ-ერთ ბინაში მიიტანა. კართან დადო და უკან გაბრუნდა. „კაგებეს“ არც ჩასაფრება მოუწყვია, თვალთვალიც კი არ უცდია, რადგან მთავარი ჩემოდნის უვნებლად დაბრუნება იყო და ასეთ არეულ სიტუაციაში ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გამოერიცხათ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინა, სადაც ფული მიიტანეს, კიღურაძეს ფარულად ჰქონდა ნაქირავები. მას კიდევ ორი სათადარიგო გასასვლელი ჰქონდა და ქართველმა პოლკოვნიკმა ამით ისარგებლა.
პრაღაში საბჭოთა საელჩო, მოსკოვში კი მთელი პოლიტბიურო მოუთმენლად ელოდნენ კიღურაძის ზარს და ჩემოდნის ადგილმდებარეობის გამხელას, თუმცა, ქართველ პოლკოვნიკს არ დაურეკავს და ყველა მიხვდა, რომ კიღურაძემ გამოსასყიდი თანხა აიღო, პირობა კი არ შეასრულა. კიღურაძეზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა.
მხილება და უარყოფა
40 წლის გურამ კიღურაძე პროფესიით ფიზიკოს-რადიოლოგი იყო და პოლკოვნიკობას უშიშროებაში ამის წყალობით მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კიღურაძესაც და ჩემოდანსაც საბჭოთა უშიშროება მთელს ევროპაში ეძებდა, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ უწყოდა. 21 აგვისტოს „პრაღის გაზაფხული“ განხორციელდა – მშვიდობისა და თავისუფლებისმოყვარე მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. ეს საშინელება მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ დაგმო. მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. საბჭოთა კავშირს კი მსოფლიო დონის ოკუპანტი და ატომური შანტაჟისტი უწოდეს. ამის დასტურად კი იმ მინიჩემოდნის კინოკადრები აჩვენეს, რომელიც პირადად პოლკოვნიკმა გურამ კიღურაძემ გაიტაცა. ამერიკელების ქმედებას საბჭოთა მხარემ ამ ფაქტის კატეგორიული უარყოფით უპასუხა და აგრესორი და ატომური შანტაჟისტი თავად შტატებს უწოდა. ამერიკა ჩეხოსლოვაკიელების წაქეზებაში დაადანაშაულა და „პრაღის გაზაფხულზე“ პასუხისმგებლობაც მას დააკისრა, რაც არნახული აბსურდი იყო...
ამ ურთიერთობისა და არეულობის ფონზე „კაგებე“ კიღურაძეს ეძებდა, მაგრამ ვერ მოიხელთა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ პოლკოვნიკი ამერიკელებმა გადამალეს, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და თან ორი მილიონი დოლარიც გადაუხადესო. თბილისში მცხოვრები კიღურაძის ცოლი და ქალ-ვაჟი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არავინ იცოდა.
скачать dle 11.3