კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№29 ფარმაცევტული თაღლითობა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-28(967)
– აბა, რით გამახარებ, ზაზა, – უთხრა გერმანე კალაძემ კაპიტანს.
 – სასწრაფო მოქმედებაა საჭირო, – თქვა ზაზა გიგაურმა.
– თქვი, გისმენ, – უთხრა კალაძემ და კაპიტანს მიაჩერდა.
გიგაურმა ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა კალაძეს, რომელსაც მღელვარებისგან წამოჭარხლებულ სახეზე ჭარბად სდიოდა ოფლი. ბოლოს კი კაპიტანმა პოლკოვნიკს უთხრა:
– მთელი ჩვენი ძალები უნდა დავაყენოთ ფეხზე, რომ თუკი ჯერაც ცოცხალია ეგ შალვა ხემიძე, მოვიხელთოთ და ყველაფერი ბოლომდე დავაფქვევინოთ.
– მისი ფოტოსურათი უკვე გვაქვს. ამრავლებენ და ყველა სამართალდამცველს დაურიგებენ, თუმცა ამ ღონისძიების ეფექტურობაში ეჭვი მეპარება და არ მგონია, ხემიძე ასე უბრალოდ ჩაუვარდეს ხელში ვინმეს.
– მაინც ვინაა ისეთი?
– ყოფილი სამხედრო, ბატონო გერმანე. ათი წელიწადი იმსახურა ჯარში და შეერთებულ შტატებში სამხედრო-საზღვაო დაზვერვის კურსებიც წარჩინებით გაიარა. იყო სხვადასხვა მისიებშიც. ორი წლის წინ კი საკუთარი ნებით დაწერა განცხადება და ჯარიდან წამოვიდა. ბოლო ერთი წელი ფრიდრიხ დიცის პირადი მცველი იყო და ვფიქრობ, ამ ფანტომმა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ხემიძე შეგნებულად მიუგზავნა დიცს, რათა შემდგომ ის დაეშანტაჟებინათ და აეძულებინათ, მათი სქემით ემუშავა.
– ცხვირწინ ტერორისტული ჯგუფი გვიტრიალებს და ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს ამის შესახებ... ტერორისტული, სწორედაც რომ, ტერორისტული, რადგან ასეთი ეპიდემიის გამოწვევა ტერორიზმზე უარესია.
– გეთანხმებით, ბატონო პოლკოვნიკო და კიდევ კარგი, რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა, – თქვა გიგაურმა.
– მოკლედ ასე, ზაზა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო და არ მისცე საშუალება იმ ნაძირლებს, რომ ასეთი საშინელება ჩაიდინონ. ჩემი განკარგულებით ამ წუთიდან ჩვენი უწყების ყველა დანაყოფი შენ დაგექვემდებარება და შეგიძლია, ისინი შეუზღუდავად გამოიყენო. შენს განკარგულებაშია ყველა მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებიც. აბა, შენ იცი, – უთხრა კალაძემ გიგაურს.
– მადლობას მოგახსენებთ ასეთი დიდი ნდობისთვის, ბატონო გერმანე. ამ უბედურების აღკვეთას მაქსიმალურად შევეცდები, მაგრამ სათადარიგო ან სულაც პარალელური მოქმედების გეგმაც უნდა შევიმუშაოთ.
– რა გეგმაზეა საუბარი, აბა, უფრო კონკრეტულად მითხარი, – უთხრა კალაძემ.
– ბატონო პოლკოვნიკო, არსებულ მომენტში მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლოა, ჩვენმა ქმედებამ ფუჭად ჩაიაროს. ანუ, მე იმას ვგულისხმობ, რომ ეპიდემიის გამომწვევი საშუალება უკვე გაშვებულია და ორ კვირაში შედეგს გამოიღებს. ამიტომ მთელი ძალისხმევა იქითკენ უნდა მივმართოთ, რომ ფარმაცევტული კომპანია ვაიძულოთ, საქართველოში უსასყიდლოდ ჩამოიტანონ ციების საწინააღმდეგო წამალი, რომელსაც პრევენციის მიზნით მივაღებინებთ ჩვენს მოქალაქეებს. მათ არამც თუ გაუნეიტრალდებათ ციების ბაქტერია, არამედ არასდროს დაინფიცირდებიან ამით.
– მერე და, როგორ გინდა, ეს კომპანია ასეთ ქმედებაზე წამოიყვანო. ეს ხომ მათ უზარმაზარ ზარალს მოუტანს. რაღაც მეეჭვება, – მხრები აიჩეჩა კალაძემ.
– როგორ წამოვიყვანთ და იმ სქემის გაშიფვრის მუქარით, რის მეშვეობითაც ისინი დიდი მოგების მიღებას აპირებენ. პირდაპირ რომ ვთქვათ, დავაშანტაჟებთ. საამისოდ კი ფრიდრიხ დიცის მონათხრობს გამოვიყენებთ და იმ საქმის, ანუ მკვლელობების უტყუარ დეტალებს, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ.
– და, ვინ შეასრულებს ამ საქმეს?
– ჩემი მომავალი სიძე – ზურაბ მერკვილაძე. ის დაელაპარაკება გიუნტერ დიცს და ვფიქრობ, წარმატებითაც.
– თავად შენი მომავალი სიძე დათანხმდება ამას?
– ეჭვიც არ მეპარება, რომ კი, – დამაჯერებლად თქვა ზაზა გიგაურმა.
– მაშინ, იმოქმედე! მიდი. მთელი ამ საქმის ყველა სადავე შენს ხელშია და იცოდე, არ გაუშვა, – უთხრა პოლკოვნიკმა კაპიტანს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
პოლკოვნიკ გერმანე კალაძის კაბინეტიდან გამოსული კაპიტანი ზაზა გიგაური დიდ ძალაუფლებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გრძნობდა. თავის ოთახში თათბირი მოიწვია და კოლეგებს საკუთარი უფლებამოსილება გააცნო. ყოველ მათგანს პირადი დავალება მისცა და დროებითი საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფი შექმნა. ამ ჯგუფში უნდა თავმოყრილიყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომხდარი კრიმინალური და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ეს ცნობები ანალიტიკოსებს უნდა გაეფილტრათ და საყურადღებო ინფორმაციებზე კი  შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მოეხდინა მყისიერი რეაგირება. ეს ღონისძიება შალვა ხემიძის გამოსავლენად და დასაკავებლად ტარდებოდა, რადგან გიგაური ვარაუდობდა, რომ მასზე „ფანტომები“ თავდასხმას მოაწყობდნენ და გამოცდილი მზვერავ-დივერსანტი შესაძლოა, მათ გამკლავებოდა კიდეც. დავალებები რომ გასცა, ზაზა გიგაური სახლში დაბრუნდა. ზურაბ მერკვილაძეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– თანახმა ხარ, გიუნტერ დიცთან შეხვედრასა და ლაპარაკზე?
– კი. თანახმა ვარ. ვფიქრობ, რომ გენიალური გეგმა მოიფიქრე და ასი პროცენტით იმუშავებს. ამ ნაბიჭვრებს კარგად ვიცნობ. როგორც კი ყველა კომპრომატს დავუდებ, შეეშინდებათ და საკუთარი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ციების წამლებს უსასყიდლოდ შემოიტანენ, – მიუგო ზურაბმა ზაზას და დაამატა, – ზეგ ზალიკოს დაკრძალვაა და აქ უნდა ვიყო. ბერლინში დღესვე გავფრინდები, რომ ხვალ საღამოს თბილისში დავბრუნდე.
– ორ საათში გაფრინდები და უკან დასაბრუნებელი ბილეთიც გექნება, მაგრამ პირობა მომეცი, ზურიკო, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გიუნტერ დიცს არ მოკლავ, – უთხრა სასიძოს კაპიტანმა და მწველი მზერა მიაპყრო.
– სიტყვას გაძლევ, რომ არაფერს დავუშავებ. მოსაკლავი კი არის, მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, – თქვა ზურაბმა.
***
ზაზამ ზურაბი გააცილა და აეროპორტიდან რომ სამსახურში ბრუნდებოდა, ერთ-ერთმა კოლეგამ დაურეკა და უთხრა:
– სად ხარ, ზაზა?
– აეროპორტიდან მოვდივარ, რა ხდება? – იკითხა კაპიტანმა და დაიძაბა.
– უკან დაბრუნდი. შენთვის სწრაფმავალი ვერტმფრენია გამზადებული, ქუთაისში უნდა გადაფრინდე.
– რატომ?
– იმიტომ, ძმაო, რომ ჯერ ერთი, ბედი გქონია და თანაც, შენმა მეთოდმა გაამარათლა.
– თქვი, რა მოხდა.
– შალვა ხემიძე ქუთაისში გამოჩნდა და ეძებენ. სავარაუდოდ, დაჭრილია. როგორც ჩანს, იმ ფანტომებმა მკვლელები მიუგზავნეს მას და სამივე დახოცა და გაიქცა.
– კარგი. გასაგებია, – თქვა გიგაურმა და მძღოლს აეროპორტისკენ მიატრიალებინა მანქანა.
ათიოდე წუთის შემდეგ კაპიტანი ზაზა გიგაური უკვე სწრაფმავალი ვერტმფრენით საქართველოს ძველი დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ოცდახუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ვერტმფრენი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაეშვა. იქ მას ადგილობრივი უშიშროების შეფი, პოლკოვნიკი დახვდა და ზაზა შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთ კერძო სახლში მიიყვანა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო –მოკლული მამაკაცის ცხედრები მიყოლებით ეყარა ეზოში. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ და ერთ-ერთი მათგანი პოლკოვნიკმა იხმო. ზაზას გააცნო და დანაშაულის სურათის მოყოლა სთხოვა. კრიმინალისტმა კაპიტანს უთხრა:
– სროლა ზუსტად ორი საათის წინ განხორციელდა. მოკლულებმა, როგორც ჩანს, ჯერ ნაგაზი მოწამლეს და შემდეგ გადაძვრნენ ეზოში. სახლში მყოფმა კი ისინი ფანჯრიდანვე შენიშნა და სამივეს თითო ტყვია ესროლა. ორი მათგანი ადგილზევე მოკლა, მესამე კი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, მაგრამ როდესაც ხემიძე სახლიდან გამოვიდა, რომ წასულიყო, მოახერხა და ესროლა. სავარაუდოდ, ფეხში დაჭრა. უკვე დაჭრილმა ხემიძემ კი სამივეს თითო საკონტროლო ტყვია დააყოლა თავში და აქაურობას გაეცალა. ხოლო ის, რომ სავარაუდოდ ფეხშია დაჭრილი იქიდან ვიცით, რომ კოჭლობით მიმავალი ახლომდებარე მაღაზიის გამყიდველმა დაინახა. ამ ფაქტს ადასტურებს ქუჩასა და ეზოში სისხლის წვეთების კვალიც, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილს ეკუთვნის.
– დიდი მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის, – უთხრა ზაზამ ექსპერტ-კრიმინალისტს და გაისტუმრა. შემდეგ კი თავის პოლკოვნიკ კოლეგას მიუბრუნდა:
– საიდან დასტურდება, რომ დაჭრილი გაქცეული შალვა ხემიძეა?
– მისი საყვარლის სახლია ეს და იმ ქალმაც დაადასტურა. ახლა ის ქალი საავადმყოფოში წევს. ეს ამბები რომ მოხდა, ქალს ეძინა, სროლის ხმამ გააღვიძა და ამდენი „ტრუპის“ დანახვამ შოკში ჩააგდო, – მიუგო კაპიტანს პოლკოვნიკმა.
– ხემიძის დასაკავებლად რა ღონისძიებები ტარდება?
– ვერსად წაგვივა. მთელი ქუთაისი გადაკეტილია და მაქსიმუმ, ერთ საათში „მეშოკში“ გვეყოლება.
– იცოდეთ, ცოცხალი უნდა აიყვანოთ.
– თუ თავი არ მოიკლა, აუცილებლად ცოცხალს მოგგვრით, – მიუგო პოლკოვნიკმა ზაზა გიგაურს. შემდეგ მობილურს უპასუხა და რომ გათიშა, წოდებით დაბალს, მაგრამ იმ მომენტში რანგით მაღალ კაპიტანს ღიმილით უთხრა:
– ხომ გითხარით, „მეშოკში“ გვყავს-მეთქი. ჩემმა ბიჭებმა ხემიძე საღორიის ტყეში გასკვანჩეს და მთავარ სამმართველოში მიჰყავთ.
***
შალვა ხემიძე მარჯვენა ბარძაყში იყო დაჭრილი და ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. სუსტად იყო და სტაციონარში გადაყვანას საჭიროებდა. მიუხედავად ამისა, გიგაურმა ექიმების მოყვანის განკარგულება გასცა და ხემიძისთვის სამედიცინო დახმარება უშიშროების მთავარი სამმართველოს შენობაში უნდა აღმოეჩინათ, ხოლო, სანამ ისინი მოვიდოდნენ, გიგაურმა ხემიძე ცალკე ოთახში დაიმარტოხელა და უთხრა:
– ექიმები იმიტომ გამოვიძახე, რომ აქ ბევრად უსაფრთხოდ იქნებით, ვიდრე საავადმყოფოში. ხოლო სანამ ისინი მოვლენ, მითხარით, ეპიდემიის გამომწვევი ვირუსი გაშვებულია?
ხემიძემ წელიდან სქელი ქამარი მოიხსნა, გიგაურს წინ დაუდო და უთხრა:
– ათასივე აბი აქაა.
კაპიტანმა ქამარი შეამოწმა და აბები რომ ადგილზე აღმოჩნდა, გვერდზე გადადო. შემდეგ პირჯვარი გადაიწერა და თქვა, – დიდება შენ, ღმერთო, რომ ამხელა უბედურება აგვაშორე, შემდეგ ხემიძეს მიუბრუნედა:
– მოყევით, რა მოხდა.
– მკვლელები მომიგზავნეს და დავხოცე. ეს ქამარი კი ამ საღამოს უნდა მიმეტანა.
– ვინ მოგიგზავნათ მკვლელები და ქამარი ვისთან უნდა მიგეტანათ?
– მკვლელები მათ მომიგზავნეს, ვისთვისაც ქამარი უნდა მიმეტანა და მეტს ვერაფერს გეტყვით, – თქვა ხემიძემ.
– ხელს რატომ აფარებთ იმ ხალხს, ფიქრობთ, თქვენი მკვლელობის ბრძანებას გააუქმებენ?
– მათი ვინაობა რომ გაგიმხილოთ სიკვდილის „მეტკას“ მომხსნით? – კითხვა შეუბრუნა ხემიძემ.
– ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდები ამას.
– მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სერიოზული ძალაუფლება აქვს და ამას ბოროტად იყენებს. დიდ „მაყუთს“ ჭრიან და ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. ერთ-ერთი მათგანის პირადი მცველი ვიყავი და მას „კუსას“ ეძახიან...
ამ დროს ოთახში ექიმები შემოვიდნენ და ხემიძემ ლაპარაკი შეწყვიტა. დაჭრილი პაციენტი გასაშლელ საკაცეზე დააწვინეს. ექიმმა ის გასინჯა და ინიექცია გაუკეთა. ათიოდე წამიც არ იყო გასული, რომ შალვა ხემიძე გაშავდა და გარდაიცვალა...
***
ზაალ მერკვილაძის დასაფლავების მეორე დღეს ზაზა გიგაური გერმანე კალაძემ გამოიძახა და უთხრა:
– ზაზა, შენი პატაკი წავიკითხე და მსვლელობა არ მივეცი.
– რაც აქ წერია, ყველაფერს დამტკიცება უნდა და ფაქტები არ არსებობს.
– მეტი რა ფაქტები გინდათ, ბატონო გერმანე, შალვა ხემიძე უშიშროების სამმართველოს შენობაში მოწამლეს ექიმებმა – მთავარი მოწმე თავიდან მოიშორეს. აბები ამოღებულია და „კუსას“ სახელი ცნობილია, – თქვა გიგაურმა. ამოიხვნეშა და დაამატა, – გერმანიის ფარმაცევტული კომპანია კი მილიარდი დორალის წამლის უსასყიდლოდ შემოტანას დაგვთანხმდა და ესეც მთავარი სამხილია.
– გეთანხმებით, ეს კარგი საქმეა და ჩვენს ხალხს ნამდვილად არ აწყენს ამ წამლის პრევენციული მიღება, თუმცა, ეპიდემიის საშიშროება განეიტრალებულია. ეს ამოღებული ათასი აბი კი არანაირი სამხილი არაა და შენ ეს ჩემზე კარგად იცი.
– „კუსა“, ბატონო გერმანე?
– „კუსამ“, ჩემო კარგო, ჭირი მოგჭამა და ამ დილით საკუთარ აუზში გული გაუჩერდა. ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
– ესე იგი, ყველა კვალი წაშლილია?
– მთავარი ისაა, ჩემო ზაზა, რომ საქართველოში ეპიდემიისა და მსგავსი ფარმაცევტული თაღლითობის საფრთხე გამორიცხულია და ეს შენი დამსახურებაა, – გაეცინა პოლკოვნიკს და დააყოლა, – გილოცავ, ყოფილო კაპიტანო, ორ რიგგარეშე ჩინსა და ახალ თანამდებობას. პოდპოლკოვნიკო ზაზა გიგაურო, ხვალიდან ჩემი მოადგილე ხარ. მინისტრმა უკვე მოაწერა ბრძანებას ხელი და მთელი გულით გილოცავს!
დასასრული
скачать dle 11.3