კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 გასართობი ტესტი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  წარმოიდგინეთ, რომ აივანზე დგახართ და თქვენ წინ ხეების „დერეფანია“... რას ფიქრობთ, როგორი ხეები გირჩევნიათ.  ერთი სიტყვით, აირჩიეთ და გაიგეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ცხოვრებაში.  ეს ტესტი განსაკუთრებულია, რადგან ფერების ფსიქოლოგიაზეა  დაფუძნებული და  80 პროცენტით ამართლებს.
* ყვითელფოთლება ხეები  
თქვენ ხართ ადამიანი, რომლისთვისაც ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა. ფიქრობთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია და მოულოდნელი დამთხვევებით არის სავსე.
უახლოეს მომავალში ბედი რამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვან სიურპრიზს შემოგთავაზებთ.
თქვენი ემოციური, ბობოქარი ხასიათი  ბევრ ადამიანს იზიდავს, ისინი თქვენი მეგობრები და პარტნიორები ხდებიან. არაორდინარული და არაპროგნოზირებადი ხართ.
* მწვანედ გაფოთლილი, ნორჩი ხეები
დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარი თავის გარდა, სხვას არავის უსმენს. მხოლოდ საკუთარ გულის ხმას მიჰყვებით. თქვენი სამსახიობო უნარები უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაში გეხმარებათ.
წარმატების მისაღწევად სამსახურში მთელი ძალისხმევით მუშაობა არ გჭირდებათ: ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, აღფრთოვანებას იწვევს. დარჩით საკუთარი პრინციპების ერთგული და მიიღებთ იმას, რასაც ელოდებით.
* წითელფოთლება ხეები
მგრძნობიარე ადამიანი ხართ. საკუთარ თავზე, ქცევასა და მოქმედებაზე ფიქრში ძალიან დიდ  დროს ატარებთ.
არსებობს დიდი ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება და ხანგრძლივი დროით მასთან რომანტიკულ ურთიერთობაში იქნებით. საკუთარი თავით კმაყოფილი ხართ და იშვიათად იწყენთ. ცხოვრება თქვენთვის  ბედნიერებით სავსეა, თავგადასავლებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით მდიდარი.

скачать dle 11.3