კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ვისი მეშვეობით აღმოფხვრა ლავრენტი ბერიამ დანაშაული საქართველოში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას მმართველობისას საქართველოში იდეალური კრიმინოგენური ატმოსფერო სუფევდა და ამ მრავალეროვან რესპუბლიკაში თითქმის არ ხდებოდა სისხლის სამართლის დანაშაული... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლკოვნიკი პავლე რუსეცკი წერს: „1929-1938 წლების სტატისტიკისთვის თვალის გადავლებითაც ირკვევა, რომ საქართველოში თითქმის არ ხდებოდა მძიმე და საშუალო სიმძიმის დანაშაული. წვრილმანი კრიმინალი კი მინიმუმამდე დავიდა. 1929-1931 წლებში ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსი იყო, 1931-1938 წლებში – საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, 1932-1937 წლებში კი – ამიერკავკასიის სამივე გაერთიანებული რესპუბლიკის მეთაური.
  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიას საქართველოში მოღვაწეობის ეს ათწლიანი მონაკვეთი  ნამდვილი ტრიუმფი იყო როგორც თავად რესპუბლიკისთვის, ასევე მისი მეთაურის – ბერიასთვის. ამ პერიოდში მან აჩვენა, რომ დიდი ორგანიზატორია, გონიერი და მკაცრი მმართველი და რომ შესწევს უნარი, უფრო დიდი საქმეები აკეთოს, რაც მოგვიანებით დაამტკიცა კიდეც... ბერიას დაცვის ყოფილი უფროსი სარდიონ ნადარაია ყვებოდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ სასწაული მოახდინა და საქართველოში დანაშაული თითქმის ნულამდე დაიყვანა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თითქმის არ ხდებოდა მძიმე და საშუალო სიმძიმის დანაშაულები – მკვლელობა, ძარცვა-ყაჩაღობა და ქურდობა. ადამიანს არ ეშინოდა ღამით ქუჩაში გამოსვლის, მილიცია მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ცნობილი დევიზი – „ჩემი მილიცია მე მიცავს“, ლავრენტი ბერიას მოგონილია. ხალხი ენდობოდა მილიციას და პატივს სცემდა მას. ზოგიერთმა შეიძლება, იფიქროს და თქვას კიდეც, რომ ასეთი მდგომარეობა იმიტომ იყო, რომ ადამიანებს რეპრესიების ეშინოდათო. ნურას უკაცრავად! ჯერ ერთი, რომ რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ნაკლებად, სწორედ, საქართველოში გატარდა და ესეც ბერიას დამსახურებაა. თუ მაინცდამაინც საკითხს ამ კუთხით მივუდგებით და კრიმინოგენურ სტაბილურობას რეპრესიებით ავხსნით, მაშინ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში იდეალური წესრიგი უნდა ყოფილიყო. არა და, მარტო მოსკოვში ერთი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა იმდენი მძიმე დანაშაული, რომლის ნახევარიც საქართველოში მთლიანად 1929-1930 წლებშიც კი არ მომხდარა. ანუ ეს სწორედ განსაკუთრებული მიდგომის დამსახურებაა და არა რეპრესიების სიძლიერის...“
  სარდიონ ნადარაია აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს, როდესაც სხვაგვარ მიდგომაზე ლაპარაკობს. რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებში, მოსკოვში, კიევსა და სხვა ქალაქებში მილიცია დაუნდობლად ებრძოდა ბოროტმოქმედებს, მაგრამ არც მათი რიცხვი მცირდებოდა და არც  დანაშაულის. ბერიამ კი ინოვაცია დანერგა. ჯერ კიდევ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობისას, მილიციაში მან სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა, რომელიც მოწოდებული იყო, „შავი სამყაროსთვის“ იდეოლოგიური ფესვები გადაეჭრა. გენერალ სერგო გოგლიძის მონათხრობით, ლავრენტი ბერიამ კრიმინალის ინტენსიურობაში, ეგრეთ წოდებული, „კანონიერი ქურდების“ მთავარი როლი შეამჩნია და გამოსავალიც, სწორედ, მათთვის ამ როლის ჩამორთმევაში დაინახა. ამიტომ პირადად ბერიამ შეიმუშავა დაწვრილებითი, თანამიმდევრული გეგმა, შემდეგ ინსტრუქციის სახით ჩამოაყალიბა და ქაღალდზე გადაიტანა. ეს ინსტრუქცია სპეციალური ქვედანაყოფის წევრებს შეასწავლა და სამოქმედო უფლებაც გასცა... თავად გოგლიძე კი ამ ქვედანაყოფს ბერიას უშუალო მითითებით კურირებდა. ის ყვებოდა: „1929 წლისთვის საქართველოში სულ რაღაც 12 „კანონიერი ქურდი“ იყო, მაგრამ იმხელა გავლენა ჰქონდათ ბოროტმოქმედთა სამყაროზე, რომ მათ 98 პროცენტს აკონტროლებდნენ. მათი სიტყვა კანონი იყო და საზოგადოების ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებებისამებრ მანიპულირებდნენ. ჩვენ თორმეტივე უმაღლესი იერარქიის ბოროტმოქმედი და კიდევ ხუთი საკმაოდ გავლენიანი ქურდი, სულ ჩვიდმეტი ადამიანი ძალზე უხმაუროდ ავიყვანეთ და თითოეულ მათგანთან ჩვენმა სპეციალურად მომზადებულმა თანამშრომლებმა ინდივიდუალური სამუშაო ჩაატარეს. ამ სამუშაოს მიზანი თითოეული მათგანის გადაბირება იყო, შემდეგ კი, ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მათ ჩვენი მითითებები შეესრულებინათ. ჩვენ წინაშე ძალიან რთული ამოცანა იდგა, მაგრამ წარმატებით გავართვით თავი...“
  ბერიას ინსტრუქციით, თითოეული „კანონიერი ქურდისა“ თუ ავტორიტეტის კურატორი (გადამბირებელი) თითოეულ მათგანს მშვიდად, პოპულარული ენით განუმარტავდა: თუკი თანამშრომლობაზე უარს ეტყოდა, მას, უბრალოდ, ააორთქლებდნენ და ამ მეთოდმა თითქმის ყველა შემთხვევაში გაჭრა. აქედან გამომდინარე, მილიცია თავის უკვე ინფორმატორებს უკრძალავდა ქურდობას, ქურდობის პროპაგანდას და ავალდებულებდა ყოველკვირეული საინფორმაციო მოხსენების მიწოდებას, იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა „შავ სამყაროში“. ხოლო, თუკი დანაშაული უცებ, მოულოდნელად მოხდებოდა, გადაბირებული ინფორმატორი ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინა ამის შესახებ თავისი კურატორისთვის. რადგან ქურდებს ქურდობა, მოპარვა აუკრძალეს, ბერიამ საიდუმლო ფონდი შექმნა, საიდანაც ეს ადამიანები გარკვეულ გასამრჯელოს იღებდნენ. ნიშანდობლივია ისიც, რომ არცერთმა გადაბირებულმა არ იცოდა, რომ მისი კოლეგაც გადაბირებული იყო, მილიციას ემსახურებოდა და საიდუმლო ფონდიდან ფინანსდებოდა. უმნიშვნელოვანესია ისიც, 1929-1940 წლებში, ანუ ამ წლების განმავლობაში საქართველოში არცერთი ადამიანი არ უკურთხებიათ „კანონიერ ქურდად“. ასე რომ, ბერიას „სხვაგვარმა მიდგომამ“, რომლის დროსაც ოპონენტზე ზეწოლა ფიზიკურად კი არა, მხოლოდ სიტყვით ხორციელდებოდა, დიდი შედეგი მოიტანა. საქართველოში მინიმუმამდე დავიდა დანაშაული და რესპუბლიკა აყვავებულ მხარედ გადაიქცა.“

скачать dle 11.3