კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ექიმის რჩევები

კითხვა: უკვე წლებია, კისრის მარცხენა მხარეს 6 მილიმეტრის ზომის მტკივნეული ჯირკვალი მაქვს, მარცხენა ყბის ქვეშ კი – მტკივნეული 7 მილიმეტრის სანერწყვე ჯირკვალი. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ კეფის მარცხენა მხარესაც გამიჩნდა მტკივნეული ჯირკვალი. რა შეიძლება, გავაკეთო? შეიძლება თუ არა ასეთი პატარა ზომის ჯირკვლიდან ბიოფსიით დადგინდეს, საიდან არის გაჩენილი ეს ჯირკვლები?
პასუხი: კისრისა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება/მტკივნეულობა პირველი სიგნალია თავისა და კისრის ამა თუ იმ ანთებითი თუ ავთვისებიანი პროცესების დროს. იმისათვის, რომ დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, მიმართეთ თავ-კისრის განყოფილებას სამედიცინო ცენტრში, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფიის/ულტრაბგერითი კვლევის აპარატის დახმარებით გაკეთდება ზედაპირული თუ ღრმა ლიმფური კვანძების ვიზუალიზაცია და შემდგომში მათი ციტოლოგიური გამოკვლევა.
კითხვა: მაინტერესებს, თუ მეც და ჩემს პარტნიორსაც პაპილომავირუსის რომელიმე ტიპი გვაქვს და განვიკურნეთ, განმეორებით რომ დავინფიცირდე, ისევ დიდხანს დარჩება სისხლში? ან უფრო მეტად საშიშია თუ უფრო ნაკლებად?
პასუხი: ხელახალი დაინფიცირება შესაძლებელია, პროგნოზი დამოკიდებულია პაპილომავირუსული ინფექციის ტიპზე.
კითხვა: ბავშვი ხელოვნურ კვებაზე მყავს. რძე მაქვს ძალიან ცოტა, ღამით უფრო ვაჭმევ, ისიც ზოგჯერ არ ყოფნის. 4 თვის ხდება. შეგიძლიათ მითხრათ, რა არის ადაპტირებული რძე? ასევე, მაინტერესებს, ფაფა დღის რომელ მონაკვეთში მივცე და ხელოვნური საჭმელი – როდის?
პასუხი: ადაპტირებული რძე ნიშნავს შემადგენლობით ქალის რძესთან მიახლოებულს, მაგრამ არა სრულიად იდენტურს, მაგალითად, დედის რძისგან განსხვავებით, არ შეიცავს ანტისხეულებს. ამ ასაკის ბავშვის ძირითადი საკვები სწორედ ადაპტირებული რძეა, ხოლო კონკრეტული საკვები ფორმულა, პირველი დამატებითი საკვები ბოსტნეული იქნება თუ ფაფა, ასევე მათი მიღების დრო უნდა შეარჩიოს პედიატრმა ბავშვის განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ.
კითხვა: არსებობს მამაკაცებისთვის ტესტი პაპილომავირუსის ტიპის დასადგენად?
პასუხი: პაპილომავირუსის დიაგნოსტიკა/ტიპის დადგენა ხდება მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდით – პჯრ (PCR) – პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3