კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№29 როგორ შევამციროთ ხმაური ყურებში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ყურებში ხმაურის დროს მკურნალობის ეფექტი მის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ დაავადებათა დიდი ნაწილი (არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, ოსტეოქონდროზი და სხვა) ქრონიკულია. შესაბამისად, ყურებში ხმაური მუდმივია, დროდადრო მცირდება, მერე კი ისევ ძლიერდება. ეფექტური მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილისთვის ყურებში ხმაური მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა და ძლიერ ცვლის მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ირგვლივ მყოფთა თანადგომას. ამ გზით პაციენტის ყურადღება შესაძლოა სხვა საქმიანობაზე გადაერთოს და ხმაურის არასასიამოვნო შეგრძნებაც შესუსტდეს. ერთი სიტყვით, პაციენტმა ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარებით უნდა ისწავლოს, როგორ შეამციროს ყურებში ხმაურის შეგრძნება და ის ნაკლებად შემაწუხებელი გახადოს. რამდენიმე რჩევას ჩვენც მოგცემთ:
* ერიდეთ ხმაურიან გარემოს, ხმამაღალი ბგერების ზემოქმედებას;
* აკონტროლეთ არტერიული წნევა;
* შეამცირეთ მარილის მოხმარება – ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რაც სმენის ორგანოსაც ვნებს;
* ერიდეთ ნერვული სისტემის სტიმულატორების – კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები) ჭარბ მიღებას, ალკოჰოლსა და თამბაქოს – ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, კოფეინი და ალკოჰოლი კი ზრდის სისხლის მომოქცევის სიჩქარეს, რაც აძლიერებს ყურებში ხმაურს;
* ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ასპირინს;
* ხმაურის შეგრძნებისას ეცადეთ, მოდუნდეთ და დამშვიდდეთ;
* ეცადეთ, არ იფიქროთ ხმაურზე – რაც მეტ ყურადღებას მიაქცევთ, მით მეტად შეგაწუხებთ;
* მოიწესრიგეთ შრომისა და დასვენების რეჟიმი – მნიშვნელოვანია სრულფასოვანი დასვენება, გამორიცხეთ ფიზიკური და ფსიქიკური გადაღლა;
* გახსოვდეთ, სტრესი და მღელვარება უსიამოვნო შეგრძნებას აძლიერებს, ამიტომ ეცადეთ, მართოთ საკუთარი ემოციები;
* რეგულარული, დოზირებული ფიზიკური ვარჯიში მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია;
* გახსოვდეთ, რომ ყურებში ხმაური განსაკუთრებით ძლიერდება სიჩუმეში და პირიქით, მას ეფექტურად ფარავს სხვა რიტმული ხმაური, მაგალითად, წყნარი მუსიკა, საათის წიკწიკი;
* ეცადეთ, გონება დაკავებული გქონდეთ პროფესიული საქმიანობით ან ჰობით, რათა ხმაური ნაკლებად შესამჩნევი გახდეს;
* გახსოვდეთ, გაციება, სურდო, ალერგია ყურებში ხმაურს აძლიერებს;
* ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ადექით – ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ძილის მოსაწესრიგებლად;
* რელაქსაცია, რეგულარული ვარჯიში აუცილებლად გაგიუმჯობესებთ ძილს. გაითვალისწინეთ, უშუალოდ ძილის წინ ვარჯიში სასურველი არ არის;
* ძილის წინ ნუ უყურებთ ტელევიზორს და ნუ იკითხავთ – ეს ყურებში ხმაურს გააძლიერებს.
* ეცადეთ, თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ. ეს შეამცირებს თავის სისხლძარღვთა სისხლსავსეობას და ხმაურიც ნაკლებად შესამჩნევი გახდება.
скачать dle 11.3