კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როდის გადაიქცევა სასულიერო პირების ქცევა ადამიანებისთვის დამაბრკოლებლად და რისკენ მოწოდების უფლება არ აქვს ეკლესიას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  დღეს ქრისტიანებს უამრავი სირთულის წინაშე გვიწევს ცხოვრება. ბევრი საკითხი იქცევა ხოლმე დამაბრკოლებლად განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ახლა სურს ეკლესიური ცხოვრების დაწყება. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი): 
– სასულიერო პირებს ასეთი ტიპიკონი გვაქვს: ხან ჭირში ვართ, ხან ლხინში. თითქმის ყველა დიდ დღესასწაულს მიცვალებულთა ხსენება უძღვის წინ. ჭირი და ლხინი ახლობლები არიან. სასულიერო პირი იმისთვის არის მოწოდებული, რომ ხალხი ანუგეშოს და სახარება უქადაგოს. არიან ადამიანები, რომლებიც რაც მათ ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს ღმერთს მიაწერენ. ხანდახან ნაკლებად მორწმუნე მეცენატები ღიზიანდებიან ხოლმე და ამბობენ: მე დავეხმარე ადამიანს და ის მადლობას ღმერთს უხდისო. მისთვის რომ არ მიეცა ღმერთს მადლი, ის სხვა ადამიანს ვერ დაეხმარებოდა. ბევრს აქვს ფული, მაგრამ არ აქვს შეგნება, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანს. ღმერთმა უნდა მისცეს მადლი, ბიძგი, რომ ის სხვა ადამიანს დაეხმაროს. აუცილებელია თანადგომა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ვის დავუდგეთ გვერდში. იმედია არ მიწყენენ და ბოლო პერიოდში სასულიერო პირებს, ისეთ ადგილებში ვხედავთ, ისეთ მიტინგებზე და გამოსვლებზე, სადაც არ უნდა იდგნენ, ამით ეკლესიის ავტორიტეტი ზარალდება. ეკლესია არის ორივე მხარის დედა და მზრუნველი, ეკლესიამ ყველა უნდა დალოცოს და შეარიგოს. არ აქვს უფლება თქვას: ეს კარგია, ეს ცუდი, წინ არ უნდა დააყენოს რომელიმე მათგანი, ან პირიქით სხვა უკან დააყენოს. რადგან ამით დააბრკოლებს ადამიანებს, რომლებიც იტყვიან: ეს მამაო იქ ამ მხარეს იდგა, მეორე მამაო სხვა მხარეს... და ვეღარ გაუგიათ რა არის სწორი.
– სად უნდა იდგნენ სასულიერო პირები?
 – ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანები არიან, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება, ღვთის სიტყვა. არ შეიძლება ეკლესია მხარე იყოს და ვინმეს ჩაქოლვისკენ ან რამის კეთებისკენ მოუწოდებდეს. ეკლესია მონობას არასდროს მიესალმება, ყველაზე თავისუფალი ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჭეშმარიტი აღმსარებლობა გააჩნია. ასეთი ადამიანი თავისუფალია ცრუ სწავლებებისგან, ცრუ, მანკიერი თვისებებისგან, ფობიებისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერების გასაღები ქრისტეს ჯვარზეა ჩამოკიდებული. თუ თავისუფლება გინდა, ჯვარცმა უნდა განიცადო, რომ შემდეგში აღდგომა და ამაღლება მოხდეს. ჩვენ ხომ ჯერ მონობაში ვართ. მონობიდან რომ გამოვსულიყავით, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. აღთქმულ ქვეყანაში რომ შევიდეთ, ჯერ უდაბნო უნდა გავიაროთ. ებრაელმა ერმა უდაბნო 40 წლის განმავლობაში გადალახა და აღთქმულ ქვეყანაში ორი ადამიანი შევიდა. ჩვენი ერი აპირებს მონობიდან გამოსვლას და ერი უნდა გამოვიდეს ეშმაკის მონობიდან.
– ეკლესიისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია და ხშირად ამას ადამიანებიც უწყობენ ხელს, თუნდაც, ხელისუფლების წარმომადგენლები ან სასულიერო პირები.
–  ეკლესიის კარს არავინ კეტავს. ვისაც ლოცვა უნდა, მას არაფერი დააბრკოლებს. თუ ვინმეს გარკვეულ დღესასწაულზე გადაკეტილი გზის გამო არ შეუშვებენ ეკლესიაში და იქ ილოცებს, სადაც იდგება, იქვე მიიღებს მადლს. არ არის საჭირო: გამატარეთ, მინისტრი რატომ დგას იქ და მე რატომ არ ვდგავარო. მორწმუნე ადამიანს ეს არ დააბრკოლებს. მაგრამ ვინც ახალბედაა, ჯობია, დამშვიდდეს, დაფიქრდეს. ეკლესიაში ადამიანს ღმერთი უშვებს და არა დაცვა და სასულიერო პირი. ცოტა ხნის წინ ასეთი რამ ამოვიკითხე: საპყრობილის კარი დაკეტილია და შინ ძალიან ბევრი ხალხია, ტაძრის კარი ღიაა და შიგნით არავინ შედისო. როცა ტაძრები ცარიელდება, მაშინ საავადმყოფოები და საპატიმროები ივსება. როცა ეკლესიაში ბიბლიას არ უშვებენ, მერე ციხეში უწევთ მღვდლებს პატიმრებისთვის ღვთისმეტყველებაზე საუბარი. თუ სკოლიდან ღმერთი გამოაძევეს, გამოძევებული ღმერთი შემდეგ ციხეებსა და საავადმყოფოებში შედის, სადაც ბევრი სნეული ადამიანია. თუ სასულიერო პირები საბავშვო ბაღებიდან იქნებიან ადამიანების გვერდით, მაშინ ასეთ რთულ მდგომარეობაში არ მოგვიწევს ყოფნა. სვეტიცხოველში იმიტომ ხომ არ მივდივართ, რომ პატრიარქი დავინახოთ. იქიდან სამთავრობო ხალხი რომ წამოვა, მერე მივიდეთ, კვართის წინ მუხლი მოვიყაროთ, რწმენით ვითხოვოთ ნუგეში. ვინც მცირედმორწმუნეა, მას ყველაფერი დააბრკოლებს. უფლის გზაზე რწმენით მიმავალ ადამიანს ვერაფერი დააბრკოლებს. თუ ამას ვინმე ეცდება, წერია: წისქვილის ქვა ჯობია დაიკიდონ, ვიდრე ჩემკენ მომავალი ადამიანი დააბრკოლონო. ეკლესიაში მომსვლელი მოდის და წამსვლელი მიდის. რამდენი ადამიანია, ვინც  წლების განმავლობაში დადიოდა ეკლესიაში და აღარ დადის: შენ სად იყავი, როცა მე დავდიოდი და ნახე, აქ რა ხდებაო. ამდენი ხანი რატომ დადიოდი, პატრიაქრის, სასულიერო პირების გამო? ეკლესიაში სულის ცხონებისთვის თუ დადიოდი, ესე იგი კიდევ უნდა იარო. თუ მოდას იყავი აყოლილი, რომელიმე სასულიერო პირზე იყავი შეყვარებული, ის კი სხვაგან გადაიყვანეს ან გარდაიცვალა, ამიტომ აღარ მოდიხარ ეკლესიაში? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სხვა რამის გამო დადის ეკლესიაში და არა სულის ცხონებისთვის. ახალი მოძღვარი მოვიძიოთ, აღსარება ვთქვათ, ვეზიაროთ და ჩვენი ქვეყნის სიყვარულში, ქრისტეში, თავმდაბლობაში გაერთიანება ვითხოვოთ. ქრისტე გამარჯვებული ღმერთია. ჩვენ ცოცხალი, გამარჯვებული ღმერთი გვყავს და ყველას სათანადოდ მიუზღავს იმას, რაც დააშავა. ნუ ვეხუმრებით და ნუ დავცინით ეკლესიას. როგორ კი ადამიანი დაიწყებს ეკლესიაში სიარულს, ვიღაც დასცინის – ოჯახის წევრი, ან მეგობარი: რა დროს ეკლესიაა, ვერ ხვდებით, რა ხდებაო. ნუ დასცინიან და ნუ ეთამაშებიან ეკლესიას. დღეს ბევრი ადამიანი ვერ ამბობს სამსახურში, რომ მარხვას ინახავს. არ მინდა, დავიწყო საუბარი იმაზე, რომ ეკლესიაში დავდივარ, რადგან დამცინებენო, ეს ბევრს უთქვამს ჩემთვის. მაცხოვარი ასეთ ადამიანებს ეუბნება: შენ თუ ადამიანების წინაშე ჩემი შეგრცხვება, მეც შემრცხვება თქვენი მამაჩემის წინაშეო. როგორ შეიძლება, გრცხვენოდეს იმის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ან მოძღვარი რომ გყავს? ჩვენ კარგი მოძღვრები და მრევლი რომ არ ვართ, იმიტომ არ მოდის ბევრი ხალხი. წარმართები ხართ, ეშმაკეულები ხართ, არ დადიხართ... სასულიერო პირებმა იმდენი შეცდომა დავუშვით, ისიც მიკვირს, ეს ხალხი რომ ეკლესიაში დადის. უნდა ვეცადოთ, რომ ჯერ ჩვენ სასულიერო პირები გამოვსწორდეთ, შემდეგ მრევლი, ოჯახის წევრები, მათი მეგობრები. მოძღვარი ყოველთვის არ არის მართალი. პატიება უნდა ვასწავლოთ ადამიანს და ყველაზე მეტი სწორედ ჩვენ, სამღვდელოებას მოგვეთხოვება. შეიძლება, ვიღაცებს გული ვატკინეთ და ეკლესიაში აღარ მოვიდნენ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს. მეტი რომ მოგვეცა, მეტი მოგვეთხოვება. ადამიანებს შორის ღმერთი თუ არ არის, ესე იგი მათ შორის ეშმაკია, რადგან ადგილი ცარიელი არ რჩება. რამდენ ცოლ-ქმარს შორის არის ეშმაკი, რამდენ დედმამიშვილს, მეგობრებს შორის. ჩვენ გვგონია, მართლმადიდებლები ვართ, ყოველ კვირას ვეზიარებით და ქრისტე ჩვენ შორის არის.

скачать dle 11.3