კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ერთი წელი და მეტი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ერთი წელი და მეტი

  ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, რომელიც ერთ  წელზე მეტ ხანს გრძელდება, ბევრის თქმა შეიძლება. თუმცა მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია. ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობთ, ვნება საღ აზრს თრგუნავს. საკუთარ გრძნობაში ვერ გარკვეულხართ და პრიორიტეტები ჯერაც ჩამოუყალიბებელია...
გაეცანით რამდენიმე ნიშანს, რომელიც დესტრუქციის მაჩვენებელია და მომავალი ახალგაზრდა წყვილისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.  იქნებ რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
* ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ – მთავარია, სამსახურის საქმეებით, დიპლომის წერით ან თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნის აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. ჯერ  პარტნიორის გულის მოგებას უნდა შეეცადოთ და მისი ნდობა დაიმსახუროთ. თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც ვერ მიდის, გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ, რეალობა ნათელია – ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. ან იქნებ,  ჯერ მზად არ ხართ და შინაგან შიშებს ებრძვით. დაფიქრდით: ხომ არ სჯობს, აღიაროთ, რომ ის თქვენი ადამიანი არ არის.
მერწმუნეთ, როცა თქვენს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს  იპოვით, ვერანაირი ცხოვრებისეული გამოცდილება და ბუნებრივი კატასტროფები ვერ შეგაჩერებთ. აქვს კი ურთიერთობას მომავალი, როცა  პარტნიორებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ?  – პასუხი ნათელია.
* წერტილის დასმის გეშინიათ – უკვე რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცით, თქვენ შორის რა სახის ურთიერთობაა? იცოდეთ, რომ ერთად ყოფნას დიდხანს ვერ შეძლებთ.  ჰკითხეთ,  რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტო  დარჩენის შიში, ბავშვური გართობა თუ რაღაც სერიოზული?  რამდენად გონივრულია ერთობლივი სამომავლო გეგმის შექმნა? ჩვეულებრივ, ამ ყველაფრის განხილვა პარტნიორთან საუბრებში ხდება. მათ  მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. თუ წყვილში ერთ-ერთი ამ თემას თავს არიდებს, პასუხისმგებლობის ნებისმიერ ფორმას გაურბის, სიყვარულს ნაცნობებისგან მალავს – საქმე კარგად  არაა. უნდა გაარკვიოთ, ვინ ხართ ერთმანეთისთვის.
* რეალობის დანახვა – სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს, აქ პირფერობასა და მსახიობურ თამაშს ადგილი არ აქვს. თუ უკვე რამდენიმე თვეა,  ერთმანეთს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, რა პასუხი გასცეთ ამა თუ იმ საკითხზე, საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით, თქვენს ურთიერთობაში რაღაც   რიგზე არაა.  გაეცით კითხვას პასუხი: რატომ გეშინიათ იყოთ ნამდვილი? აჯობებს, გამოხატოთ ემოციები, აჩვენოთ ის, რაც ხართ. თქვენ ან მიგიღებენ, ან არა. მაგრამ გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია.
* მხარდაჭერას ვერ გრძნობთ – თუ პარტნიორი პრობლემებთან მარტო გტოვებთ, გეუბნებათ, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს და მისი იმედი არ უნდა გქონდეთ, საკმაოდ ცუდი  ნიშანია. თუ ადამიანი მოგვწონს, ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ მისი ნდობა მოვიპოვოთ, მისი ღიმილი დავინახოთ, მას ცხოვრება გავუმარტივოთ. მორალურ მხარდაჭერაზე უარს არ ვეტყვით, ყოველთვის მოვუსმენთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. საპირისპირო რეაქცია კი იმას ამტკიცებს, რომ მისთვის ძვირფასი არ ხართ.
* საკუთარი საქციელის გრცხვენიათ – ზოგჯერ ემოციური განცდის დროს პარტნიორს ყველაფერს ვუყვებით, ოჯახის, სამსახურის პრობლემებს, შემდეგ კი, ნათქვამის გამო, სირცხვილს განვიცდით. თუ ნამდვილი სახის ჩვენება, რეალური საზრუნავის გაზიარება გიჭირთ, მომავალში რისი იმედი გაქვთ?  მიზეზი თქვენშია თუ თქვენს პარტნიორში? უფრო ღრმად გამოიკვლიეთ და სიტუაცია შეცვალეთ, რადგან მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.
* ერთმანეთის მიზნებსა და პრიორიტეტებზე არ საუბრობთ – ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ საყვარელი ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იცით, რა არის ის, რაც თქვენ გაერთიანებთ?  რა იქნება მომავალში – იქნებ თქვენ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ და ის მხოლოდ გართობაზე? ან ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გაქვთ: ერთს ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვა ურჩევნია, მეორეს კი – დღევანდელი დღით ცხოვრება. ერთს ოქროს მთები და მოგზაურობა უყვარს, მეორეს კი სიმშვიდე და გარე სამყაროსთან ნაკლები კონტაქტი. ერთმანეთის ღირებულებების არცოდნამ შეიძლება, თქვენ ურთიერთობას წერტილი დაუსვას.
* თქვენ ერთად ხართ, მაგრამ თავს მარტო გრძნობთ – თქვენ ერთმანეთი იპოვეთ და სალაპარაკო არაფერი გაქვთ? ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ, თავისუფალი დრო რამით შეავსოთ. დროა დაფიქრდეთ, სწორად აირჩიეთ პარტნიორი?

ეშმაკობების გარეშე

  ნამდვილ და ჭეშმარიტ სიყვარულს   ეშმაკობა არ სჭირდება, მაგრამ  არც ისე მარტივად არის საქმე.   უბრალოდ, სიყვარული ყველაფრის გარეშე, მართლაც რომ, მილიონში ერთია. წლების შემდეგ ქორწინება უბრალო მიჩვევაში გადადის, ზოგჯერ  მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ, ქალებს კი ცოლის სტანდარტული, რუტინული  ფუნქცია რჩებათ – სამზარეულო და შვილები.
  გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქმარმა სხვისკენ არ გაიხედოს. არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია და მოსახდენი მაინც მოხდება. გაითვალისწინეთ რამდენიმე  რჩევა.
* ქალი, რომელიც თავს არ უვლის ადვილად მოსაბეზრებელი ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც გათხოვებამდე მისთვის ყოველ ნახვაზე იპრანჭებოდა, უკვე სახლის ფორმაში გამოწყობილ, უმაკიაჟო ქალად გადაიქცა? ეს არცერთ კაცს არ მოეწონება.  ადექით თქვენს მეუღლეზე ადრე და მოწესრიგდით.
* იზრუნეთ მასზე ყველანაირად – მას არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ შია, ჰკითხეთ თქვენ თვითონ – გშია? რამე მოგიმზადო? რამე ხომ არ გინდა?
* რა თქმა უნდა კარგი სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ამის ერთგვარი „კომპლექსია“, ეს არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც ეხებათ.  არასწორია: ქმარს რომ ვუთხრა ჩემი ფანტაზიების შესახებ, რას იფიქრებს, ხოლო კაცების ლოგიკას: ცოლს ამას ვერ ვაკადრებ. ის საბოლოოდ საყვარლის ყოლამდე მიჰყავს.
* იყავით ყოველთვის ფორმაში. არ გეგონოთ რომ  ქორწინებით ყველაფერი დამთავრდა და ის უკვე თქვენია. ნუ მოგერიდებათ, ქმარს სთხოვოთ ფული ძვირად ღირებული კაბისთვის ან ფეხსაცმლისთვის. ქვეცნობიერად ყველა კაცს უხარია როცა მისი ცოლი ლამაზად გამოიყურება და სხვების ყურადღებას იპყრობს.
* აირჩიეთ ოქროს შუალედი გადაპრანჭულ თოჯინასა და ჭკვიან, ეფექტურ ქალს შორის. მამაკაცებს არ უყვართ მასზე ჭკვიანები, ეს მათ აკომპლექსებს. თუმცა არც ისეთი დაბალი ინტელექტის მქონეები ხიბლავთ, რომლებიც ხალხში შეარცხვენენ. მართეთ ისე, რომ თავადაც  ვერ მიხვდეს ამას.
მაშ ასე, მოუარეთ თავს, იყავით ყოველთვის კარგ ფორმაში, იყავით მზრუნველები, სექსშიც – განსაკუთრებული  და თქვენ მამაკაცი არასდროს მიგატოვებთ.


скачать dle 11.3