კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 აბი გლუკოზა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                              სწორ გზაზე მავალნი
  გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც კეთილმა ძია ვალოდიამ შეგვიწყალა (ჯერჯერობით – ნაწილობრივ, მაგრამ მისი კეთილი გულის ამბავი რომ ვიცი, ტურისტებსაც აუშვებს), ბათუმში კონფერენცია ჩატარდა – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ევროპისკენ სწრაფვის, ანუ აღმოსავლეთთან პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნა და რომელსაც, ცხადია, ევროპელი პატიოსანი გვამები დაესწრნენ.
  და, თუკი აქამომდე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ინგლისურად გვიკითხავდნენ ჩვენებურ კლასიკოსთა ციტატებს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“) ამონარიდი ქართულად წაგვიკითხა (რაც, ცხადია, ფრიად გვეამა). ბუნებრივია, გვაქო და კეთილი სიტყვები თვით ბ. ივანიშვილისადმიც კი არ დაიშურა. რაც მთავარია – მჯერა თქვენი წინსვლისა და აყვავებისო (სწორ გზაზე დგახართო!).
  მართალია, ჩემი აზრით, ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ მოგიჟიანების სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ დასავლელებსაც დაუწყიათ ჩვენი ხასიათის შესწავლა (აბა, ტყუილუბრალოდ კი არ გაუტეხავს ბ-ნ ტუსკს ენა ქართულად), რაც იმედს მისახავს, რომ საჩვენო აბ გლუკოზას იპოვიან და ყველას გვიმკურნალებენ.
скачать dle 11.3