კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 რუსულ ხაფანგში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

                                                  ნიღბები
  შესაძლოა, იმიტომ რომ უნახავმა რა ნახაო (ანუ სიტყვის თავისუფლება) ან იმის გამო, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენებურებმა, რაც პირზე მოადგებათ, იმის ფრქვევად მონათლეს, ან, სულაც, იმ მიზეზით, რომ არაკეთილისმოსურნეთა დავალებაა, ამ ჩვენი ბედკრული სატელევიზიო ეთერით (თითქოს ლამის თითოეულ გადაცემაში უხამსობის კორიანტელი არ გვყოფნიდა) ჩვენი უკვე გვარიანად შერყვნილი ყურებისთვისაც კი არ გაგონილი უხამსობა მოვისმინეთ („რუსთავი 2-ის“ ეთერით, გ. გაბუნიას პირითა და პრ. პუტინის მისამართით, არადა გინება და მშობლების საფლავების ყველა   ბრუნვაში ტრიალი რომ შველოდეს ოკუპაციას, აქამდე მთელი მსოფლიო ჩვენი იქნებოდა).
რაც უნდა უცნაური იყოს, ეს მაინც ნახევარი უბედურება აღმოჩნდა, იმიტომ რომ საპასუხოდ პრ.-მა პუტინმა რაინდული ნიღაბი მოირგო და, რაკი ისე მიყვარს ქართველი ხალხი, ერთი უზრდელის გამო ვერ დავსჯიო, ამიტომაც „დუმის“ შეთავაზება (საქართველოსთვის სრული ეკონომიკური ემბარგოს გამოცხადების შესახებ) უკუაგდო, შესაბამისად, ორი კურდღელიც დაიჭირა (რეალურად - უფრო მეტიც): საერთაშორისო იმიჯი გამოისწორა, საკუთარი მოსახლეობის თვალში ლამის ილია მურომეცამდე ამაღლდა, ჩვენებური მერუსეთეების გული საფუძვლიანად მოიგო და თვალნათლივ დაგვანახვა, თუ რისი გაფუჭება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზეწოლით, იმას გარდა, რომ მიგვანიშნა, თუ ჭკუით არ მოიქცევით, ამ საშუალებების ამოქმედება დროის ამბავია (ანუ მაინც ჩემს ხაფანგში ხართო).
  მაგრამ, რაც მთავარი და ყველაზე სამწუხაროა, მისი ეს ქცევა იმის დემონსტრირებაც იყო (დასავლეთის მისამართით), თუ ვინ არის აქ, ამ ტერიტორიაზე ვითარების ბატონ-პატრონი. აქედან გამომდინარე კი, სანამ დასავლეთი კონტრღონისძიებას მოიფიქრებს, ჩვენ (რაკი ფიქრი გვეზარება და მხოლოდ ემოციებს ვაჭმევინებთ თავს) შეგვიძლია, თავი უწმაწური სიტყვების გარითმვით შევიქციოთ.
скачать dle 11.3