კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№28 წარმატებული სტომატოლოგი ირმა ფიფია – თქვენი ლამაზი ღიმილის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ექიმი ორთოპედი, ქირურგი ქალბატონი ირმა ფიფია ახალგაზრდა წარმატებული პროფესიონალია, რომელსაც თავის დროზე რთული გზის გავლა მოუწია, რომ ოცნება აესრულებინა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და მერე გარშემო მყოფებისთვის დაემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები. პაციენტების საყვარელი ექიმი საკუთარი წარმატების ისტორიას ჩვენი მკითხველისთვის ყვება.
- პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?
– ცოტა ხნის წინ დედაჩემმა იპოვა ჩემი დღიური, სადაც  ჯერ კიდევ მეორე კლასის მოსწავლე ვწერ – ექიმი  მინდა გამოვიდე-მეთქი. როგორც ჩანს, საკმაოდ პატარა ასაკში მქონდა გადაწყვეტილი მომავალი პროფესია, მიუხედავად იმისა რომ დედა მასწავლებელია, მამა – ინჟინერი და ჩემს გარემოცვაში არავინ მყავს ექიმი.
  სკოლა 16 წლის ასაკში დავამთავრე, 1987 წელს კი რუსეთში  – სამედიცინო ტექნიკუმი. მოგვიანებით  ექთნად დავიწყე მუშაობა. მოსკოვში ვცხოვრობდი. მერე დავოჯახდი და ორი შვილი შემეძინა. ბავშვები 4 და 2 წლისები  იყვნენ, როცა გადავწყვიტე, მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ამისთვის  კი ოჯახში ძალიან დიდი ბრძოლები გამოვიარე. ტირილამდე მინდოდა სწავლა და ეს ჩემთვის ერთადერთი ოცნება იყო.
– მაშინ ეს თქვენი მხრიდან საკმაოდ თამამი ნაბიჯი არ იყო?
– სახლიდან უნივერსიტეტამდე გზაში ორსაათ-ნახევარი მჭირდებოდა, ამიტომ დილით, 6-ის ნახევარზე გავდიოდი, რომ ლექციებზე არ დამეგვიანა. არავის აინტერესებდა ჩემი მცირეწლოვანი შვილები და ოჯახი, თანაბარი სიმკაცრით ითხოვდნენ ლექციებზე დასწრებას.  
  5 წელი ვისწავლე მერე იყო ორწლიანი  ორდინატურა და ასპირანტურის კიდევ უფრო რთული და საინტერესო სამი წელი.
  2007 წელს საქართველოში ჩამოვედი. აქ კონტაქტები საერთოდ არ მქონდა, რომ სამსახური მეპოვა. ფაქტობრივად, ჩემი სივით ქუჩა-ქუჩა დავდიოდი – კლინიკიდან კლინიკაში, ასე აღმოვჩნდი ერთ ძალიან კარგ სტომატოლოგიურ ცენტრში. დღეს ერთდროულად რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ, მათ შორის კვირაში სამი დღე მარნეულშიც ვარ. მყავს პაციენტები უკრაინიდან, თურქეთიდან და ასე შემდეგ. პარალელურად, ლექტორი ვარ სდასუში, ვასწავლი ორთოპედიას.
– შვილები რა სფეროში მოღვაწეობენ?
– უმცროსი – ირაკლი ძაძამია საკმაოდ წარმატებული სამეჯლისო მოცეკვავეა, იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე, მისი მეწყვილე ირა კვიტინსკაიაა. უფროსი – ნიკა გერმანიაში ცხოვრობს და სამედიცინო კოლეჯში სწავლობს, იქ შეხვდა არაჩვეულებრივ უკრაინელ გოგონას, რომელთანაც გასული წლის ზაფხულში ოჯახი შექმნა.
– რა არის საჭირო წარმატებისთვის?
– მთავარია, გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები, ჩვენს სფეროში თუ პაციენტი არ გიყვარს და მის პრობლემას გულისხმიერებით არ მოეკიდები, წარმატება არ მოვა. საჭიროა მუდმივი განვითარება, დღემდე ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვერ ვჩერდები, თუ სადმე სწავლა შეიძლება, კონფერენციაა თუ გაცვლითი პროგრამა, ყველგან ვმონაწილეობ. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც არ ვაძლევ თავს მოდუნების საშუალებას,  დავდივარ ქართული ცეკვის მოყვარულებში, საღამოს საათებში  კი – აკვააერობიკაზე.
მინდა, ყველა ქალბატონს ჰქონდეს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი. გიყვარდეთ საკუთარი თავი და მეტი იზრუნეთ საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე!

скачать dle 11.3