კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ აწუხებენ ქართველ მოდელ ბიჭებს გოგონები და რომელი ჩვენება გამართა დემნა გვასალიამ „საქორწილო მაგიდაზე“

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  საერთაშორისო ბრენდი „ვეტმანი“, რომელიც ძმებმა, დემნა და გურამ გვასალიებმა დააფუძნეს, შემოსავლების მიხედვით, მსოფლიოს წარმატებული ბრენდების ათეულში შედის. დემნა გვასალიამ მედია და მოდის კრიტიკოსები არაერთხელ აალაპარაკა. ქართველებისთვის განსაკუთრებით ემოციური მოდის ენაზე ნაამბობი ოკუპაცია და 90-იანი წლების ცხოვრება იყო.  შეიძლება ითქვას, რომ დემნა პოდიუმზე საქართველოს ელჩია, რომელიც მსოფლიოს თავის ქვეყანას საკუთარი შემოქმედებით აცნობს. მის ჩვენებებზე მონაწილეობას ქართველი მოდელებიც იღებენ, რომელთა შორის არიან ვახო ქამუშაძე და ვახო კედელაძე. ბიჭებმა „ვეტმანის“ ჩვენებებზე და მათ კარიერაზე გვესაუბრეს.
– როგორ მოხვდით „ვეტმანის“ ჩვენებაზე პირველად? როგორც ამბობენ, ქასთინგი გასაიდუმლოებული იყო.
  ვახო ქამუშაძე: სანამ „ვეტმანის“ ჩვენებაზე აღმოვჩნდებოდი, 3-4 თვე „ჯეომოდელსის“ სააგენტოში დავდიოდი, საიდანაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ქასთინგი ტარდებოდა. რამდენიმე ტური იყო: პირველი –ფოტოსესია, მეორე – ვიდეორგოლი და ასე შემდეგ. საბოლოოდ დამამტკიცეს. მაშინ 15 წლის ვიყავი. როგორც მითხრეს, ქასთინგის ჩასატარებლად ორი თვით ადრე ჩამოვიდნენ. რამდენად გასაიდუმლოებული იყო, არ ვიცი.
  ვახო კედელაძე: პირველად ქასთინგ-დირექტოირმა მნახა და ამ გუნდში მერე მოვხვდი. მახსოვს, „ბასიანზე“ ვიყავი, კლუბში და იქ შევხვდი. მერე ქასთინგზე დამიბარეს, ყველა საჭირო ტური გავიარე და ჩვენებაზე დამამტკიცეს. პირველად 17 ქართველი მოდელი ვიღებდით მონაწილეობას, მეორეზე სამნი ვიყავით და ბოლოს – ექვსნი.
– თავად დემნასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? როგორია მასთან მუშაობა? ვახო კედელაძე მისი რჩეული მოდელიაო, მართალია?
– რამდენად ვარ მისი რჩეული, არ ვიცი, პირადად მისგან არ მსმენია. ეგ ინფორმაცია ჟურნალებში გავრცელდა, ამ საკითხზე მეტი არაფერი ვიცი. რა თქმა უნდა, მასთან ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ერთხელ მითხრა, რომ მის ტანსაცმელში საკუთარ ახალგაზრდობას ვახსენებდი. პირად საუბრებში ძალიან კარგი ადამიანია. მეგრელი არ ვარ, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა, რაც მეგრულად ვიცოდი, ვუთხარი და მანაც მიპასუხა.
ვახო ქამუშაძე: ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია. მეორე ჩვენებაზე, ჩემს გასვლამდე რამდენიმე წუთი რომ იყო დარჩენილი, ჩემთან მოვიდა და მითხრა: ვახო, შენი ტოლი, რომ ვიყავი, თბილისში ასე ჩაცმული დავდიოდიო. ეს კარგად დამამხსოვრდა.
– ამაღელვებელი იყო საქართველოს თემატიკა, რომელიც დემნამ პოდიუმზე წარმოადგინა. თქვენთვის რამდენად ემოციურია, როცა პოდიუმზე საკუთარ ქვეყანას აცნობთ მსოფლიოს?
– თავიდან, რომ ჩავედით, არც ვიცოდით, ჩვენება რა თემას ეხებოდა. მერე ყველა მოდელში რაღაც ქართული დეტალი რომ ჩანდა, ძალიან მაგარი იყო. მე 16 წლის ვარ და გამახსენდა ფოტოები ჩემი ოჯახიდან, რომელიც სწორედ 90-იან წლებში აქვთ გადაღებული. მაქსიმალურად მიმსგავსებული იყო იმ რეალობასთან.
  ვახო კედელაძე: ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც სამსახურს. მაგრამ ეს იყო ჩვენი ქვეყნის გამოძახილი. ჩვენი ლუქებით ვაცნობდით მოდის სამყაროს საქართველოს ახლანდელ რეალობას და წარსულს. სხვა ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავებული და ნამდვილად ემოციური იყო. ეს არ იყო მხოლოდ რიგითი ჩვენება, რომელსაც დიზაინერები სეზონზე აკეთებენ. რაღაც დოკუმენტური ფილმივით იყო. ყველა მოდელს ჰქონდა თავისი როლი და ასახიერებდა პიროვნებას, მაგალითად, მოდელები, რომლებსაც ჰქონდათ ნიღაბი, ასახიერებდნენ რუს ჯარისკაცებს. გოგო, რომელსაც ეცვა ქურთუკი წარწერით We dahce together fight together, გაიგივებული იყო ქართველ ახალგაზრდებთან, რომლებიც 12 მაისს აქციაზე იდგნენ. მოდელები ულვაშებით 80-იანი წლების
თბილისელ კაცებს ასახავდნენ. ჩემი აზრით, ეს ჩვენება იყო დემნას მოგონებები თბილისზე, რაც მის საქართველოში ცხოვრებას უკავშირდება. თუნდაც ის, რომ ჩვენება გაიმართა „საქორწილო მაგიდაზე“. იყო, ასევე, მაისურები ბოლო ზარის წარწერით და უამრავი ქართული დეტალი.
– მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე რომ გამოდიხართ, რა შეგრძნებაა?
  ვახო ქამუშაძე: რაღაცნაირად, მიჩვეული ვარ ამ ყველაფერს და არ მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პირველი ჩვენებაც სწორედ „ვეტმანის“ იყო და ალბათ, ამიტომ. კი, ძალიან მაგარია, ნამდვილად სასიხარულოა, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემს თავს რაღაც განსაკუთრებული ხდება. იქ ისეთი სიტუაციაა, მსგავსი რამ ვერ დაგეუფლება. იმდენად თბილად გექცევიან და ისეთი ოჯახური გარემოა, გგონია, შენც იმათი ნაწილი ხარ. ყველას უკვირს, ვა, რა მაგარია „ვეტმანის“ ჩვენებაზე გამოდიხარ! ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან   ჩვეულებრივია, ალბათ, იმიტომ, რომ თავად იქაც ასეთი გარემოა. ძალიან უშუალოები არიან.
  ვახო კედელაძე: „ვეტმანამდე“ ბევრი  გამოსვლა მქონდა, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წამყვან ბრენდებთან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე და ვახო ის მოდელები ვართ, რომლებიც რეგულარულად დავდივართ „ვეტმანის“ ჩვენებებზე. უკვე ამ ყველაფერს  ისე ვუყურებთ,  როგორც სამსახურს. იქ იმდენად თბილი ურთიერთობა გვაქვს და იმდენად კარგად ვიცნობთ ყველას, თავად დემნასაც, რომ ძალიან შინაურულად ვართ. როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობთ თავს.
– როგორ მოხვდით მოდის სამყაროში?
– მოდელობის პარალელურად, ვსწავლობ თეატრალურზე, მესამე კურსს ვამთავრებ. მოდელობა დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე, სრულიად შემთხვევით. ჯიჯი რეჯინმა აღმომაჩინა და ფოტოებს მიღებდა. თავიდან ჰობის დონეზე მქონდა, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე მოდის სფეროში ვმუშაობ. მთელ ჩემს დროს ამ საქმეს ვუთმობ, თუმცა ეს მხოლოდ მოდელობით არ შემოიფარგლება. ბევრ ჩვენებაზე გამოვდივარ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც. კონტრაქტები დავდე სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებთან.
  ვახო ქამუშაძე: თავიდან  ისე მივედი ქასთინგზე, საერთოდ არ ვაპირებდი მოდელობას. მერე მალევე ამირჩიეს და ჩვენებაზე დამამტკიცეს.  ჰობის დონეზე
მაქვს, სულ ამ საქმეს რომ გავყვე, არ მინდა. თან, ჯერ სკოლასა და კოლეჯში ვსწავლობ, 16 წლის ვარ. ისე, თეატრალურზე მინდა ჩაბარება.
– საზოგადოების მხრიდან უსიამოვნო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ იმის გამო, რომ მოდელები ხართ?
– კი იყო. თმა შევიღებე და ამას მოჰყვა გამოხმაურება, თუმცა, სერიოზული არაფერი. მსგავსი რამ სულ იქნება, გამოხტებიან ხოლმე (იცინის). მსგავს რაღაცებს არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის მთავარია, რას ფიქრობენ ჩემი მეგობრები. სხვა არ მაინტერესებს.
ვახო კედელაძე: არის ბევრი რამ, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. 24 საათი მიწევს ამ სფეროში ყოფნა და იმდენად არის ჩემში ეს საქმე, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს. ჩემი თავი მოდელად არ მიმაჩნია, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. კლასიკური გაგებით მოდელი, სულ სხვაა, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი და მკაცრია. მე ძალიან ჩვეულებრივი ვარ, „ვეტმანის“ ჩვენებაზე წვერგაუპარსავი ჩავდივარ ხოლმე. ამით იმის თქმა მინდა, რომ სტანდარტული მოდელი არ ვარ. მოდელობა, რასაც თქვენ გულისხმობთ, სულ სხვა რამეა.
– ოჯახის წევრები, როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას მოდელობასთან დაკავშირებით?
  ვახო ქამუშაძე: თავიდან, რომ ვუთხარი, შევალ-მეთქი  დამთანხმდნენ – ვნახოთ, როგორ დაიწყებო. მერე კი წამიყვანეს და ძალიან გაუხარდათ. შვილს რომ ხედავ ტელევიზიით და ყველგან ძალიან კარგია, რატომ არ უნდა გაგიხარდეს?!
ვახო კედელაძე: კარგი დამოკიდებულება იყო თავიდანვე. დედაჩემის სადაქალო მეხვეწებოდა, რომ სამოდელოზე შევსულიყავი. ასეთი მოთხოვნა რომ იყო, ვიფიქრე, რატომაც არა, ვცდი-მეთქი. ისე კი, ძალიან კრიტიკულები არიან ჩემ მიმართ და არ მაძლევენ უფლებას, ბოლომდე გამიხარდეს რამე (იცინის).
– გოგონებში პოპულარობით სარგებლობთ, ხომ არ გაწუხებენ?
– აუ, კი და  ძალიან „ასწორებს“. გვაწუხებენ კიდეც (იცინის).
  ვახო ქამუშაძე: გოგონების უმრავლესობა მეუბნება: აუ, სამოდელოში „გამჩითე“ და რაღაც ეგეთებს (იცინის).


скачать dle 11.3