კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№28 ნინო ჭოლაძე: ჩვენთან ასე ხდება, სახელად ჰქვია, რომ გვერდით კაცი გყავს და სინამდვილეში, ასე არ არის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობ ნინო ჭოლაძის პერსონაჟი – მიმი ისევ გააქტიურდა და მაყურებლისთვის ძალიან მოულოდნელად ბაქარის საწოლშიც აღმოჩნდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
  ნინო ჭოლაძე: როგორ წესი, არ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და არ ვიცი, რა მოჰყვა ჩემი პერსონაჟის გარშემო განვითარებულ ამბებს. ამას ბევრი დრო სჭირდება და მე მთელი ცხოვრება დროის დეფიციტი მაქვს (იცინის). ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ აბსოლუტურად ყველაფრით. ეს მიხარია, თუ ისეთივე პერსონაჟის თამაში გიწევს, როგორიც თავად ხარ, აღარ არის საინტერესო.
– ესე იგი, ასეთი „სწერვა“ და უხეში არ ხარ?
– არა (იცინის). პრინციპში, გააჩნია, რა შემთხვევაში, ზოგჯერ – კი. თუ დაუმსახურებლად და უპასუხისმგებლოდ მექცევიან ადამიანები. ზოგადად, ცოტა მაღალი ხმის ტემბრი მაქვს და ემოციურად როცა ვლაპარაკობ, მით უმეტეს, ხმამაღალა გამომდის.
– შენი პერსონაჟისგან ელოდი, რომ ბაქარის საწოლში აღმოჩნდებოდა?
– არ ველოდი, იმიტომ კი არა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ დავაკავშირე. ცხოვრებაში ისეთი ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ არიან და ამიტომ არ მიკვირს. ჩემთვის საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და ალბათ, მაყურებლისთვისაც. ძალიან მიხარია, რომ ჩემი გმირი ასეთი საჭირო აღმოჩნდა.
– როგორია შენი ყოველდღიურობა?
– ჩემი გმირისას არაფრით ჰგავს (იცინის). ერთში ვგავართ, როგორც მას უყვარს თავისი საქმე – ჟურნალისტიკა, ისე მიყვარს მე ჩემი თეატრი. რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურობას, რომ არ მოვიტყუო, მაინცდამაინც მრავალფეროვანი ვერ არის. ორი კაფე მაქვს ქუთაისში, მათი დიასახლისი ვარ და საუკეთესო ყავის დალევა თუ გინდათ, ჩვენთან უნდა მოხვიდეთ.
– ბიზნესვუმენი გამხდარხარ.
– ბიზნესვუმენს ვერ დავირქმევ, უბრალოდ, ჩემი მეგობრების კაფეა, მე ჩამაბარეს და დიასახლისის ამპლუა მოვირგე. ვცდილობ, ამ ქალაქს არ მოვწყდე. სიგიჟემდე მიყვარს აქაურობა და რომ მეგონა, მთელ ქუთაისს ვიცნობდი, ახლა აღმოვაჩინე, რომ ამ კაფემ კიდევ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შემძინა. ასე, შრომასა და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობაში გადის ჩემი დღე. როცა საქმეს სჭირდება, პრობლემა არაა ჩასვლა-ჩამოსვლა. თუ ყველა ერთ ქალაქში მოვთავსდით, ის ქალაქიც ცოდოა და ყველა სხვა დანარჩენიც. 16 წლიდან ვცხოვრობდი თბილისში, უნივერსიტეტიც მანდ დავამთავრე და შემდეგი სამი წელიც დავრჩი, მაგრამ ქუთაისის გარეშე არ შემიძლია. სადაც კარგად ვგრძნობ თავს, რა თქმა უნდა, მირჩევნია, იქ ვიყო. როცა საქმეს სჭირდება, ორი-სამი საათის გზა არაა პრობლემა.
– კაფეში რომ შენ ხვდები დიასახლისად, როგორი რეაქციები აქვთ ხოლმე?
– პარალელს ვერ ავლებენ ხოლმე, იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ. უი, შენ ცოცხი გიჭირავს? ჰო, ცოცხი მიჭირავს, მერე რა?! ჩემ წინ რომ ქუჩაა და სანამ იმ ქუჩის დამლაგებელი ქალბატონი მოვა, შემიძლია, მანამდე მეც დავგავო და მივეხმარო მასაც და საკუთარ თავსაც. ზოგს უკვირს, ზოგისთვის, ცოტა ხმამაღლა ვიტყვი, რომ მაგალითი გავხდი. არაა სირცხვილი შრომა და საქმის კეთება. მით უმეტეს, სხვაგან კეთებას, ჩვენ ქალაქში რომ გავაკეთოთ ასმაგად დასაფასებელია. რა არის სამარცხვინო, ადამიანმა რომ იშრომოს და თუნდაც, მის წინ დაყრილი ნაგავი აიღოს?! ადამიანები თვითონ ვაკომპლექსებთ ერთმანეთს – „ის რას იტყვის?!“ ჩემთვის არასდროს არაა მნიშვნელოვანი, რას იტყვის სხვა. სხვას შეიძლება, რცხვენია, თუნდაც, ცოცხის ხელში დაჭერა და მოდი, შენ მაგალითი მიეცი. რადგან ვინმე ქუჩას გვის, ჩვენზე ნაკლებია და ჩვენ ვართ მეტი? არავინ იცის, ვინ ვინ არის და ვინ იყო და ვინ იქნება. ზოგს უხარია, რომ მხედავს, ზოგი საერთოდ ვერ ხვდება და მერე ამბობენ ხოლმე „უი, შენ ის ხარ!?“ (იცინის).
– უკვე დიდი გოგოების დედა ხარ.
– უფროსი აბიტურიენტია, გამოცდები აქვს ახლა და ძალიან შემართებით ვართ. პატარა მეშვიდე კლასში გახლავთ – ერთად ვიზრდებით.
– განქორწინების პერიოდი როგორ გადალახე?
– განქორწინება არ არის ადვილი პროცესი, ძალიან რთულია. თან როცა ორი შვილი გყავს, ორი გოგო და გარდატეხის პერიოდი აქვთ. ორივე მივხვდით, რომ დამთავრდა და ეს ურთიერთობა გააზრებულად, ძალიან ადამიანურად გავწყვიტეთ. რთულია, როცა შენ ხდები დედაც და მამაც. გაცილებით მეტი საფიქრალი გიჩნდება: რამე არ მოაკლდეთ, ვინმემ არ აწყენინოს, არ დამიჩაგრონ და ასე შემდეგ. მაგრამ მადლობა ღმერთს, ისეთ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და მშვიდად ვარ. ვერ გავატრაგიკულებ – მე არ ვარ მარტოხელა დედა. მე ვარ დედა, მამა. შეიძლება, გყავდეს მეუღლე, მაგრამ დედაც შენ იყო და მამაც. ჩვენთან ასე ხდება, უბრალოდ, სახელად ჰქვია, რომ გვერდით კაცი გყავს და სინამდვილეში, ასე არ არის. ზოგი ამის თქმას თავს არიდებს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ასეა.
– ძალიან პატარა იყავი, როცა ოჯახი შექმენი, ეს გახდა თქვენი ურთიერთობის დაშლის მიზეზი?
– არა. ამისგან არასდროს არავინაა დაზღვეული. შეიძლება, ორმოცი წლის დაქორწინდე, მაგრამ სამი წლის მერე მიხვდე, რომ არ გამოდის. მეც და ჩემმა ყოფილმა  მეუღლემაც ყველაფერი გავაკეთეთ ოჯახის შესანარჩუნებლად, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი.
– თაყვანისმცემლებზე მომიყევი, რას ფიქრობ ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე?
– თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, გამოვედი მაგ ასაკიდან. შეიძლება, ადრე დავინტერესებულიყავი, მაგრამ ახლა – არა (იცინის). რაც შეეხება ოჯახს, არასოდეს თქვა არასოდეს. რაზეც მითქვამს, არასოდეს გავაკეთებ-მეთქი, გამიკეთებია. ამიტომ არ ვიცი. რაც დავგეგმე, ძალიან ცუდად განვითარებულა და ყველაფერი დანგრეულა. მითქვამს ხოლმე, ამის შემდეგ როგორ შეიძლება რამის დაგეგმვა-მეთქი. ზოგადად, მიყვარს ცხოვრება და ვიცი, რომ ძალიან ბევრ პოზიტივს მომიტანს.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი?
– არასდროს მქონია ჩამოყალიბებული კრიტერიუმები ამასთან დაკავშირებით. ალბათ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით „მეორე ნახევარი“ – „შენი ნახევარი“ უნდა იპოვო. შეიძლება, ცოტა მომთხოვნი ვარ, მამაკაცი აუცილებლად ჩემზე ძლიერი უნდა იყოს, ბევრად ძლიერი.

скачать dle 11.3