კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№28 ბარბარა სამხარაძე: ვამჯობინებ სრულ თავისუფლებას სიყვარულის გარეშე

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  „ნიჭიერის“ გამარჯვებულმა, ბარბარა სამხარაძემ გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა და აქტიურად შეუდგა ჯანსაღი ცხოვრების წესს. დაიწყო ვარჯიში და სწორი კვება. როგორც თავად ამბობს, მის წონასთან დაკავშირებით ხალხის აზრი დიდად არ აინტერესებს, მაგრამ მათ, ვისაც მისი ხმა მოსწონს და გარეგნობას აკრიტიკებს, მალე დიდ სიურპრიზს ჰპირდება. უფრო დაწვრილებით, რა ხდება მის ცხოვრებაში, ბარბარა თავად გიამბობთ.
  ბარბარა სამხარაძე: ორი წლის წინ 25 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა ჩემი ცხოვრება, რომ კვლავ მოვიმატე – ვეღარ ვაკონტროლებდი კვებას და ვერ ვვარჯიშობდი. ახლა, ჩემს ტრენერთან ერთად ისევ დავიწყე ვარჯიში. ადრე  ორ დღეში ერთხელ ვვარჯიშობდი. ამჯერად გადავწყვიტე, რომ ყოველდღე მევარჯიშა და პროცესს ცეკვითი ვარჯიშები დავარქვი. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და რამდენიმე ვიდეოს ვუყურე. მერე შევადგინე ცხრილი, რომელიც „ინსტაგრამზე“ გამოვაქვეყნე და ჩემი ვარჯიშის ვიდეოებიც ავტვირთე. ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. მათაც ასეთი ცხოვრება დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, ყოველდღე ვარჯიში ორგანიზმისთვის კარგი არ ყოფილა. ცხვირიდან სისხლდენა დამეწყო. არადა, პირიქით მეგონა – რაც უფრო მეტს ვივარჯიშებდი, უკეთესი შედეგი მექნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თან, ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებდი, ჩემს წონას რომ არ შეესაბამება. ბავშვობიდან მოქნილი ვარ და რაც შემეძლო, ვიხარჯებოდი (იცინის). ორ კვირაში შვიდი კილოგრამი დავიკელი. თუმცა, ჩემთან სხვა პრობლემაა – ნივთიერებათა ცვლა მაქვს დარღვეული და წონაში კლება ცოტა რთული იქნება, მაგრამ ამასაც აუცილებლად დავძლევ. ბავშვობაში ცუდად ვიყავი და ფილტვები რომ გამხსნოდა, ჰორმონალური ნემსები გამიკეთეს. თან, გენეტიკაში ყველა ფუმფულა მყავს და ეს ფაქტორიც არის. ბოლოს ყველაფერმა ერთად იჩინა თავი. გენეტიკისა და ჩემი თავის წინააღმდეგაც წავალ. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ  ამას შევძლებ.  ჩავები იმ ომში, სადაც საკუთარი თავის კეთილმოსურნეც ვარ და მოწინააღმდეგეც. „ინსტაგრამი“ ბევრ რამეში მეხმარება, დაღლილი რომ ვარ, მაშინაც ვვარჯიშობ, თითქოს მისია მაქვს შესასრულებელი. იმდენი ადამიანი გადმოერთო ჩემკენ, მერიდება, ვუთხრა, დღეს არ მივარჯიშია-მეთქი. ჩემი ტრენერი აპირებს ფიტნესკლუბის გახსნას და ვეხუმრები, შენი სახე უნდა გავხდე-მეთქი (იცინის).
– ფიტნეს მოდელობაზე ფიქრობ?
– კი, რატომაც არა. ბევრი გეგმა მაქვს ჩემს გახდომასთან დაკავშირებით: მინდა, ცეკვის სტუდია გავხსნა, სადაც სახლში ჩამჯდარ დედების თაობას გამოვიყვან სახლიდან და ცოტა განტვირთვას მოვუწყობ. შეეძლებათ, ვარჯიში, საუბარი, ცეკვა და ასე შემდეგ. კიდევ, მინდა პლუს ზომის მოდელების ხაზი ჩამოვაყალიბო. ფსიქოლოგის კლუბის გახსნაზეც ვფიქრობ, რომ ადამიანებმა თავიანთი მწუხარება და შედეგები ერთმანეთს გაანდონ. ყველაფერს მაინც ადამიანურ ურთიერთობებს ვუკავშირებ. ჩემი აზრით,  ადამიანებს შეგვიძლია ერთმანეთის გადარჩენა და რთული სიტუაციებიდან გამოყვანა. ჩემი ცეკვითი ვარჯიშები ვიზუალურად დიდად არ შემეტყო, მაგრამ იმოქმედა ხასიათზე. სულ კარგ განწყობაზე ვარ, სულ ვიღიმი.
– როგორ მიხვედი ამ გადაწყვეტილებამდე?
– ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა: შენ ხომ ამბობდი, ისეთი უნდა შემიყვაროს ხალხმა, როგორიც ვარო, რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორიც უნდა იყო, ხალხსო მაინც ისეთი ფუმფულა ბარბარა ეყვარებაო. მართლა არ ვიცი, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ალბათ, ბოლოს ყველა პუტკუნა მიდის ხოლმე იმ აზრამდე, რომ რაღაც უნდა შეცვალოს საკუთარ თავში. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უბრალოდ, გოგონების ვიდეო ვნახე, რომლებსაც მოტოციკლეტები ჰყავდათ. გამიჩნდა სურვილი, მეც მყოლოდა და არხეინად მეტარებინა, ოღონდ მასზე გამხდარი ავმხედრებულიყავი (იცინის).
– წონის გამო ბულინგის მსხვერპლი თუ ყოფილხარ?
– ბევრ პუტკუნასთან მაქვს შეხება და მიყვებიან ხოლმე, როგორ იყვნენ ბულინგის მსხვერპლი. მე არასდროს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ანუ ჩემი წონის გამო შეურაცხყოფა არავის მოუყენებია. თუმცა, იუმორში ხშირად გაუსვამთ ხაზი. ადრე ამას არ ვაქცევდი ყურადღებას. ახლა, რომ ვუფიქრდები, მინდოდა თუ არა, წონის გამო, მაინც ყურადღების ცენტრში ვიყავი. ერთი ბუთქუჩა ბავშვი ვიყავი, რომელსაც გულგრილად ვერავინ ჩაუვლიდა, ყველა სიყვარულს გამოხატავდა ხოლმე. დღესაც, როგორც გოგოს და ზრდასრულს არავინ მიყურებს, ყველა ენას მიჩლიქავს და ბავშვურად აღმიქვამს. როცა „ნიჭიერში“ გამოვედი, ჩემს წონაზე კომენტარებს წერდნენ. ცუდ კომენტარად არ ვთვლი იმას, რომ ვიღაც ჩემს გარეგნობაზე ამახვილებს ყურადღებას. მე არ მქონია იმის ამბიცია, რომ პოდიუმზე გამევლო.  ვიდექი სცენაზე, სადაც ვმღეროდი. თუ ფიქრობენ, რომ კარგად ვმღერი, მაგრამ ჩემს ვიზუალზე მაინც ამახვილებენ ყურადღებას, ძალიან მალე მივანიჭებ ამ სიამოვნებას და ჩემი ვიზუალითაც დავატკობობ მათ (იცინის). არ მჭირდება მათი შეხსენება, რომ მსუქანი ვარ, ეს ისედაც ვიცი. ერთი კომენტარი დამამახსოვრდა, ვიღაც წერდა: ამან რამდენიც უნდა დაიკლოს, ხორცები ჩამოეწელება და ლამაზი გამხდარი მაინც არ იქნებაო. ეს რაღაცნაირად ხინჯად ჩამრჩა გულში. ჰოდა, ნახავენ მალე, როგორი გამხდარი ვიქნები.
– რა ხდება შენს შემოქმედებაში?
– ახლა ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი, რომელიც ძალიან მეამაყება და მაბედნირებეს. წიგნს ვწერ. მასში მოთხრობილია მეგობრების ცხოვრება, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპება კატასტროფაში. წიგნს ჰქვია „მერე რა“. აქ მოთხრობილი ამბავი ოდესღაც ყველა ადამიანს დააყენებს იმ რეალობის წინაშე, რასაც მეგობრის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ჰქვია. როცა „ნიჭიერში“ გამოვდიოდი, მეგობარი გარდამეცვალა – გაზით გაიგუდა. მაშინ ვერ გამოვხატე ჩემი გრძნობები და შარშან ამ დროს დავიწყე წერა. ეს წიგნი, ნაწილობრივ, მას ეძღვნება. მაქვს მომენტები, როცა რაღაც მინდა, გავცე და მაშინ ვწერ. მჯერა, რომ ეს ისტორია ნებისმიერ ადამიანს აატირებს.
– შეყვარებული გყავს?
– არა, რა თქმა უნდა. მე ვამჯობინებ სრულ თავისუფლებას, სიყვარულისა და „ლავ სთორების“ გარეშე. წინააღმდეგი არ ვარ, ყველაფერი საჭიროა, უბრალოდ, ჯერ ვერ ვიპოვე ჩემში ისეთი გრძნობა, რომ ვინმე შევიყვარო. ჯერ არავინ მყვარებია. შეიძლება, კომპლექსის დონეზე განვიხილოთ, იდეალურ ადამიანს ველოდები, ოღონდ არა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს. თან, საქმე ისაა, რომ არ ვიცი, ეს იდეალური ადამიანი როგორი უნდა იყოს. შეიძლება, მისმა ხმამ,  ქცევამ, ღიმილმა მომხიბლოს. ასეთი ელემენტარული რაღაცები იქცევს ხოლმე ჩემს ყურადღებას. დღემდე ვინც ახლოს გავიცანი, იმედგაცრუებული დავრჩი. აი, „ქრაშს“ რასაც ეძახიან, ეგეთები, როგორც უმრავლესობას, მეც მყავს.

скачать dle 11.3