კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

№28 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: თითქმის ყოველდღე, დაბანისას, სახეს კარგად ვიწმენდ  სპეციალური საშუალებებით. მაინტერესებს, რამდენ ხანში ერთხელაა რეკომენდებული ღრმა წმენდა?
პასუხი:  სახის წმენდა ყოველდღე, ეს არის წესი, მაგრამ არსებობს ღრმა წმენდა, როდესაც სპეციალური საშუალებებით – ნიღბებით, პილინგითა და სკრაბებით სარგებლობთ. კარგი იქნება, თუკი სახის ღრმა წმენდისთვის საჭირო პროდუქციას კოსმეტოლოგთან ერთად შეარჩევთ და კვირაში ერთხელ გამოიყენებთ. კერძოდ, როდესაც სარგებლობთ სკრაბით, ჯერ კარგად გაისუფთავეთ სახის კანი. იმავე წესის გათვალისწინებაა საჭირო ნებისმიერი ნიღბით სარგებლობამდე. თუ ფორები მტვრითა და ჭუჭყით იქნება გაჭედილი, ვერანაირი აქტიური ნივთიერება ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს.
კითხვა: მიყვარს შოკოლადი. მითხრეს, რომ შავი შოკოლადის ჭამა გვიანაც შეიძლება, ამასთან, ის წონაში დაკლებასაც უწყობს ხელს. ეს ასეა?
პასუხი: შავი შოკოლადი მინიმალური რაოდენობით შეიცავს შაქარს. ის ხელს უწყობს წონაში სწრაფ კლებას და სისხლში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.
კითხვა: ხშირად მივირთმევ ბრინჯისგან მომზადებულ კერძებს და არასდროს შევუწუხებივარ უძილობის პრობლემას. ახლახან გავიგე, რომ თურმე, ბრინჯი ძილის ხარისხზე მოქმედებს. მართალია, რომ მასში შემავალი ნივთიერებები მშვიდ ძილს უწყობს ხელს?
პასუხი: ზოგადად, ის დიეტა, რომლის მთავარი კომპონენტი ბრინჯია, 46 პროცენტამდე ამცირებს უძილობის ალბათობას. ბრინჯი იმ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გლიკემიური ინდექსი მაღალია. კერძოდ, ის გავლენას ახდენს ტრიპტოფანისა და მელატონინის სწრაფ გამომუშავებაზე. სწორედ, ეს ჰორმონებია აუცილებელი, ხარისხიანი ძილისთვის.


скачать dle 11.3