კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№28 „კრიმინალური“ სიყვარული

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #27(966)
  ახალგაზრდა გამომძიებელმა სიბრალულით შეხედა მის წინ მობუზული ჩიტივით მჯდარ გოგოს და ამოიოხრა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ჩემთვის მეტი არაფრის თქმა არ გინდათ?
გვანცამ თავი გააქნია. თითები უკანკალებდა. გამშრალი ტუჩები ოდნავ შესიებოდა, ისეთ სისუსტეს გრძნობდა, უკვირდა, სკამიდან როგორ არ ვვარდებიო.
– თუ შეიძლება, წყალი დამალევინეთ.
ბიჭმა სწრაფად შეავსო ჭიქა წყლით და გოგოს წინ დაუდგა.
– რატომ იწვალებთ თავს? მომიყევით, როგორ იყო ყველაფერი სინამდვილეში და დღესვე გაგიშვებთ.
– რაც მოვყევი, სიმართლე ესაა. ძალიან ვწუხვარ, ჩემი გაუფრთხილებლობით ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში რომ აღმოჩნდა. არ ვიცი, ამას როდესმე თუ ვაპატიებ საკუთარ თავს.
– მომისმინეთ, გვანცა, – გამომძიებელი აშკარად სიმპათიით იყო განწყობილი ბრალდებულის მიმართ, – არ ჰგავხართ ადამიანს, რომელსაც გულგრილად შეეძლო მიეტოვებინა და სასიკვდილოდ გაემეტებინა  ფეხმძიმე ქალი, რომელსაც მანქანით დაეჯახა.
გვანცა გაფითრდა, წყალი მოსვა და ისევ ჯიუტად გააქნია თავი.
– ეს მე ვიყავი, მე დავეჯახე... წვიმდა, ბნელოდა... ვერ დავინახე. საერთოდ ვერ შევამჩნიე. ღმერთო, ფეხმძიმედ ყოფილა... მითხარით, როგორ არის, ძალიან გთხოვთ, ხომ შეიძლება, რომ მითხრათ?
გამომძიებელი შეყოყმანდა.
– არ ვიცი, საავადმყოფოში არ დამირეკავს. ანუ დაეჯახეთ... მერე გაიქეცით, გააჩერეთ მანქანა და გადმოხვედით, უკან, შემთხვევის ადგილას დაბრუნდით ფეხით. ნახეთ სისხლში მოსვრილი ადამიანი, მიატოვეთ და წამოხვედით. არ მჯერა, რომ სწორედ ასე მოიქეცით. მანქანაში მარტო იყავით.
– დიახ, მარტო ვიყავი.
– საიდან მოდიოდით?
– აგარაკებიდან. საღამო მეგობართან გავატარე, – გვანცა გაჭირვებით აბამდა სათქმელს თავს.
– ვინ დაადასტურებს თქვენს სიტყვებს?
– ვინ უნდა დაადასტუროს? ხომ ვთქვი, რომ მანქანაში მარტო ვიყავი-მეთქი? ძალიან გთხოვთ, დარეკეთ საავადმყოფოში. გაიგეთ, როგორ არის.
გამომძიებელი მაგიდას მიუჯდა.
– მომისმინეთ. მე ვიყავი ავარიის ადგილას. ექსპერტიზის პასუხებიც ვნახე, რაღაც არ ემთხვევა, რაღაც არ გამოდის. დამეხმარეთ, რომ თქვენთვის რამე გავაკეთო. გაგიჭირდებათ ციხეში. არ არის ეს მარტივი... ძალიან ახალგაზრდა ხართ. მთელ ცხოვრებას გაიფუჭებთ.
გვანცამ თავი დახარა.
– ძალიან სუსტად ვარ. შეიძლება, დღეს ამით დავასრულოთ?
გამომძიებელმა თანაგრძნობით შეხედა.
– ხომ არაფერი გინდათ. მთხოვეთ. შევეცდები, მოგიტანოთ.
– არა, არაფერი. მამაჩემი, ალბათ, ძალიან ნერვიულობს. იქნებ უთხრათ, რომ კარგად ვარ.
– მამათქვენი კარგ ადვოკატს ეძებს. არც მას სჯერა, რომ საჭესთან თქვენ იჯექით.
გვანცა შეშფოთდა.
– არც მას სჯერა, ანუ არც თქვენ გჯერათ?
გამომძიებელმა არ უპასუხა. საქაღალდე აიღო და საკნიდან გავიდა.
***
... უფანჯრო დერეფანში სილუეტები ბუნდოვნად ჩანდა. შეეძლო, შეუმჩნევლად დარჩენილიყო. მამაკაცი კედელთან ახლოს იდგა. კეფით მასზე მიყრდნობილი. ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი. გამომძიებელი მის სახეს ვერ ხედავდა. მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.
– გამარჯობა. თქვენი ქალიშვილის საქმეს მე ვიძიებ. მე დაგირეკეთ.
კაცმა დაბნეული, მუდარანარევი მზერა მიაპყრო. გამომძიებელს გული მოეწურა.
– უნდა დამეხმაროთ. სიტუაცია გართულდა. დაზარალებული გარდაიცვალა...
კაცი ცარცივით გაფითრდა. ტუჩები აუკანკალდა.
– რა? თითქოს იმედს იძლეოდნენ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდოდა.
– სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. ძალიან დაგვიანდა მისი კლინიკაში გადაყვანა. ხვდებით, დაზარალებულის ადვოკატი და ბრალდების მხარე ამას როგორ გამოიყენებს? თქვენს შვილს დიდი ხნით ჩასვამენ. მან ხომ მიატოვა ადამიანი და გაიქცა, მაშინ, როცა მანქანით კლინიკაში რომ გადაეყვანა, დედაც გადარჩებოდა და ბავშვიც.
– არ მჯერა, რომ ჩემმა გვანცამ ეს გააკეთა. წარმოუდგენელია, გასაჭიროში დაეტოვებინა ადამიანი, მით უფრო ის ადამიანი, რომელსაც მანქანით დაეჯახა. იცის?
– რა, დაზარალებული რომ დაიღუპა? არა, არ მითქვამს. ჯერ არ მითქვამს.
– ღმერთო...
– რამდენს მიუსჯიან.
გამომძიებელმა ამოიოხრა.
– არ ვიცი. შვიდი წელი მინიმუმია იმ მუხლისთვის, რომელიც წაუყენეს.
– შევძლებთ, რამე გავაკეთოთ?
– სწორედ მაგაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდით. იქნებ ისეთი რამ  გაიხსენოთ, რაც დამეხმარება.
ვახტანგს სახეზე გაოცება გამოესახა.
– თქვენ ხომ ადვოკატი არ ხართ?
– დიახ. ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა, ობიექტურად გამოვიძიო. იქნებ, თქვენი ქალიშვილი არ იჯდა საჭესთან.
– ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა გინდათ.
– დახმარება გთხოვეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მითხრათ. ის დღე დეტალურად უნდა გაიხსენოთ. თუ საჭირო იქნება, წინა დღეებიც. წაბრძანდით და ჩვენების მოსაცემად ხვალ დაგიბარებთ. ადვოკატი უკვე შეარჩიეთ?
– დიახ. თუმცა... მე არ შემირჩევია. მან თქვა, რომ საუკეთესო ადვოკატს იპოვის, – კაცს მღელვარებისგან ენა ებმოდა.
– შეიძლება, გკითხოთ, ვინ არის „ის“?
– დათო ჰქვია, გვანცას ბავშვობის მეგობარია. ერთად გაიზარდნენ. პროკურორის თანაშემწედ მუშაობს. მისი იმედი მაქვს.
– მაგ დავითის გვარი მითხარით, უნდა დაველაპარაკო. ადვოკატის აყვანაც დააჩქარეთ. ჰო, დაზარალებულის გარდაცვალების შესახებ მან უთხრას თქვენს შვილს. შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, პირველად ვარ თანაგრძნობით განწყობილი ბრალდებულის მიმართ.
***
... ერთმანეთს პროკურატურის შენობაში შეხვდნენ, ბუფეტში. გამომძიებელმა ყავა დაისხა და იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც პროკურორის თანაშემწე იჯდა. დათომ თავი ასწია და შეხედა.
– დაკითხვაზე დამიბარე? იქნებ, აჯობებს აქ მკითხო, რა გაინტერესებს.
– ოფიციალურობა უნდა დავიცვათ. თუმცა, შემიძლია, აქაც გკითხო, ადვოკატის აყვანას რატომ აგვიანებინებ გვანცა სანებლიძის მამას?
დათომ დაახველა.
– ნიკა, მომისმინე, აჯობებს, დაკითხვაზე მოვიდე. ძალიან არ მომწონს, როცა ფამილარულ გარემოში ასეთი ტონით მელაპარაკები.
ნიკას გაეცინა.
– მართლა? მე და შენ ერთად ვსწავლობდით, ერთ კურსზე ვიყავით და შეგვეძლო მეგობრებიც ვყოფილიყავით.
დათო მოიღუშა.
– ნიკა, ბევრი საქმე მაქვს, სენტიმენტებისთვის არ მცალია. მოდი, პირდაპირ გეტყვი, გვანცა სანებილიძე ჩემი ახლობელია, ძალიან ახლობელი. შეძრული ვარ მომხდარით, მაგრამ სამსახური სამსახურია. ამიტომ ორივემ ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
– მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. უნდა დავკითხო ყველა, ვინც შეიძლებოდა შემთხვევის მომენტში ეჭვმიტანილის გვერდით ყოფილიყო.
– და ერთ-ერთი მე ვარ? – ნაძალადევად გაიღიმა დათომ.
ნიკამ მშვიდად დაუქნია თავი. აუღელვებლად, თან დაჟინებულ მზერას არ აცილებდა.
– არასდროს დამიმალავს ჩემი პირადი ცხოვრება. ისე ნუ იქცევი, თითქოს პირველად გაიგე ჩემი და გვანცას უთრიერთობის ამბავი.
– შენი გვანცას შესახებ ვიცოდი, მაგრამ ის გვანცა თუ ეს გვანცა იყო, მხოლოდ ორი საათის წინ შევიტყვე. ისიც გავარკვიე, რომ ავარიამდე ექვსი საათით ადრე მასთან ერთად იყავი ქალაქგარეთ რესტორანში.
– აჰა, მშვენივრად მუშაობ. ახლა რა გაინტერესებს, მენიუ?
– კარგია, ხუმრობის გუნებაზე რომ ხარ. მეგონა, ძალიან ნერვიულობდი შენი საცოლის გამო.
– დათო გაფითრდა.
– ვინ გითხრა, რომ ჩემი საცოლეა –  ეს ერთი და მეორე, ძალიანაც ვნერვიულობ. ჩემი სიცილი სწორედ ამ ნერვიულობის გამოხატულებაა. მეგობრის გამოც შეიძლება ნერვიულობა. აუცილებელი არ არის, საცოლე იყოს.
– რა თქმა უნდა. მაგრამ ამ საკითხზე კიდევ დავილაპარაკებთ – ხვალ დილით ჩემს კაბინეტში. მანამდე მოიფიქრე, სად წახვედი რესტორნის შემდეგ და ვის შეუძლია დაადასტუროს შენი სიტყვები.
– ეს რას ნიშნავს?
– ხვალ, თორმეტ საათზე ჩემს კაბინეტში...
***
ქალი ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. კარის ხმაზე შემობრუნდა.
– მოხვედი? როგორი სახე გაქვს. კიდევ მოხდა რამე?
დათომ ხელი ჩაიქნია.
– ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე. უარესი რაღა შეიძლება მოხდეს? ფანჯარაც არ შველის, ისეთი ბოლია სახლში. ბევრს ეწევი. ქალმა ნამწვი საფერფლეზე დაასრისა. წამოდგა და შვილთან მივიდა.
– მესმის, ძნელია, მაგრამ შენ უნდა შეძლო და წინ იარო. გზა უნდა გააგრძელო. ბედმა ასე მოინდომა. სხვას შეხვდები. ეტყობა, ასე იყო საჭირო. დღეს ვახტანგი იყო აქ.
დათომ თავი ასწია, თვალები წითლად უელავდა, უპეები ჩამუქებოდა.
– აქ მოვიდა? შენთან?
– შენთან უნდოდა ლაპარაკი. ადვოკატის მოძებნას დაჰპირებიხარ. კიდევ გიმეორებ, მესმის ყველაფერი, მაგრამ მგონი, აჯობებს, საერთოდ არ გაეკარო ამ საქმეს.
– როგორ ადვილად ლაპარაკობ.
ქალმა მხარზე დაადო ხელი.
– შვილო, სიყვარული კარგია, მაგრამ ცხოვრება მარტო სიყვარული არ არის. ნუთუ შენს მთავარ მიზანზე იტყვი უარს? რა ვუყოთ, უფრო ნელა უნდა ეტარებინა მანქანა.
– დედა, გაჩუმდი! – შეჰყვირა მოთმინებადაკარგულმა დათომ, – წარმოდგენა არ გაქვს, რას ამბობ. მე უნდა მეტარებინა ნელა... იმიტომ, რომ საჭესთან მე ვიჯექი, მე! გვანცა არაფერ შუაშია. მე დავეჯახე იმ ქალს... წვიმდა, არაფერი ჩანდა...
– ღმერთო... დათო, ეს რა თქვი, შენ იჯექი საჭესთან? კი, მაგრამ რატომ?
– არ ვიცი. მომინდა და დავჯექი. ეშმაკი შემიჩნდა. არ მომასვენა. გვანცას კი ეშინოდა, მეხვეწებოდა, ნელა მევლო... დედა, მე ვთხოვე, საკუთარ თავზე აეღო დანაშაული და რომ ყველაფერს გავაკეთებდი მისი ციხიდან გამოსაყვანად.
ქალი გაოგნებული უსმენდა შვილს. მის გონებაში განგაშის სიგნალი ჩაირთო. მთავარი შვილის გადარჩენა იყო. სხვა ყველაფერი, ამასთან შედარებით, აზრს კარგავდა.
– შენ საერთოდ განზე უნდა გადგე... მე ასე ვფიქრობ. მანქანა ხომ მისია, რატომ მოგცა უფლება, საჭესთან დამჯდარიყავი?
– დედა, ხვდები, რას ამბობ? გვანცა ჩემი დანაშაულის გამო ზის ციხეში. ის ქალი მე მოვკალი. ორი ადამიანი მოვკალი, მკვლელი ვარ, თანაც უსინდისო მატყუარა... – დათომ ხელები სახეზე აიფარა და აქვითინდა.
მანანამ მისი თავი მკერდზე მიიხუტა, ხელები შემოხვია, კოცნიდა და თან ეჩურჩულებოდა.
– დამშვიდდი, შვილო. ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს ეშველება... შენ გვანცას ციხიდან გამოიყვან. ეს ამბავიც დავიწყებას მიეცემა. ტირილით საქმეს არ ეშველება. შენ ჭკვიანი ხარ. შენ დიდი ადამიანი გახდები. ძალიან შორს წახვალ, სულ წინ და წინ... დამშვიდდი. თავი ხელში აიყვანე. სიმართლე არავინ უნდა გაიგოს. ჯობს, ისე დარჩეს, როგორც არის.
დათომ სცადა დედის მკლავებიდან თავის დახსნა. უჭირდა წინააღმდეგობა გაეწია სინდისის ხმისთვის, რომელიც ეუბნებოდა, ასე არ მოქცეულიყო. იქვე მეორე ხმა ჩასჩურჩულებდა, დედაშენს დაუჯერე, თავს ნუ დაიღუპავო.
– მე რომ ყველაფერი ვაღიარო და ციხეში ჩავჯდე... მე ხომ დავიღუპები. შეიძლება, გვანცამ ვერც გადაიტანოს ეს, მისთვის ჩემი პატიმრობაც უბედურება იქნება.  იქნებ, თავისუფლებაში მყოფმა უფრო ვიპოვო გამოსავალი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭოს, – ხმამაღლა ფიქრობდა. ქალი კი თავს უქნევდა.
– ჰო, ასე სჯობს. დედა, შენ ხომ იცი, რომ ამას შევძლებ. ახლა ადვოკატიც გვინდა. ხვალიდან ვიზრუნებ ამაზე. იცი, გამომძიებელი ვინ არის? ნიკა...
– ნიკა?1
– ჰო, ჩემთან სწავლობდა. არ გახსოვს? ყოველთვის ჯიბრში მედგა.
– არ მახსენდება, – შეყოყმანდა ქალი, – ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
– ეჭვობს, რომ საჭესთან გვანცა არ მჯდარა... იქექება, დაკითხვაზე დამიბარა.
ქალი დაიძაბა.
– მართლა? მერე?
დათომ ორივე ხელი საფეთქლებზე მიიჭირა.
– დედა, წადი, დაიძინე, მივხედავ ჩემს საქმეს.
– შენც უნდა დაიძინო, დაისვენო. უარესიც შეიძლებოდა, მომხდარიყო.
ბიჭმა ჩაიცინა.
– უარესი? დაფიქრდი, რას ამბობ. თუმცა, შეიძლება, მართალიც ხარ, მაგრამ ახლა ალიბი მჭირდება.
– ალიბი?
– ჰო. უნდა მოვიფიქრო, სად ვიყავი იმ საღამოს, როცა ეს უბედურება მოხდა.
– სახლში იყავი და გეძინა, – სწრაფად თქვა ქალმა, – მე დავადასტურებ ამას.
– საკმარისი არ იქნება. გამომძიებელს ვერ დავარწმუნებ. რაღაც კიდევ მჭირდება, თუნდაც პატარა დეტალი. შეგიძლია, გაიხსენო, ტელევიზორში რას უჩვენებდნენ? რამე პოპულარული სერიალი ხომ არ გადის? უნდა მომიყვე... დედა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს...
***
გვანცა ჩუმად ტიროდა. უხმოდ, მთელი სხეულით გლოვობდა და სტკიოდა მისი თითოეული ნაწილი... გონებაში მხოლო ორი სიტყვა უტრიალებდა... „ის მოკვდა“, „ის მოკვდა“, „ის მოკვდა“... და მე არაფერი გავაკეთე, რომ გადამერჩინა, არა და, შემეძლო, შემეძლო...
***
დაკრძალვის ცერემონიალი დასრულდა. ახლად გაჩენილ ბორცვთან ორნი დარჩნენ. ქალი მხრებში მოხრილი და თავჩაქინდრული იდგა. ბიჭი სივრცეში იყურებოდა. მისი მზერა რაღაცას მიშტერებოდა. მერე ქალთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელი.
– შურს ვიძიებ, გპირდები, შურს ვიძიებ მისთვის. ვეღარასდროს გამოვა იქიდან და ციხეშიც ჯოჯოხეთად ვუქცევ ცხოვრებას.
– ნენეს ეს ვეღარ დაგვიბრუნებს. ვერც იმ არსებას, რომელსაც სიცოცხლე დაბადებამდე მოუსპეს... მეცოდება ის გოგო. ამხელა ცოდვით მხრებზე, გაუჭირდება გააგრძელოს ცხოვრება. შურისძიება საჭირო აღარ არის.
ბიჭმა კბილები გააღრჭიალა...
– არა... მე ასე არ ვფიქრობ. ინანებს, რომ საერთოდ გაჩნდა ამ ქვეყანაზე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3