კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 18 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. მიუხედავად იმისა, რომ ვარ შრომისმოყვარე და დაუზარელი, ცხოვრებაში არ მიმართლებს. სულ მაინტერესებდა, რა იყო ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი, რომ იქ მაინც ვცადო ბედი?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ფულის ყაირათიანად გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. ეცადოთ, მაქსიმალურად მშვიდი ცხოვრება გქონდეთ. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი 2003 წლის 19 აგვისტოს, დილის ხუთ საათსა და ორმოც წუთზე დაიბადა. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია, რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?
პასუხი: მისთვის, მომავალში, მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, პრობლემები არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეექმნას. რაც შეეხება მის კარმულ-კოსმიურ მისიას: მან მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების უნარი. უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგეს. აუცილებლად დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს და არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვოს. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მის ცხოვრებისეულ წარმატებებს განაპირობებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია: გერმანია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ვირჯინიის შტატი – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური და აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.
скачать dle 11.3