კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რატომ გააკეთა გადადგომის განცხადება 70 წლის სტალინმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირს ოცდაათი წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა და ძალაუფლების სადავეები არასდროს გაუშვია ხელიდან. თუმცა იყო უცნაური მომენტებიც, რომლის ახსნა არც თუ ისე იოლია და ერთ-ერთი ასეთი მომენტი 1950 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა... ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იური კოზეროგოვი წერს: „1950 წლის 3 აპრილი ორშაბათი დღე იყო, ჩვეულებრივი სამუშაო კვირის დასაწყისი. სტალინი იმ დღეს დილის 10 საათზე მივიდა კრემლში და პოსკრებიშევს უთხრა, რომ დღის პირველ საათზე სათათბირო ოთახში პოლიტბიურო შეეკრიბა. სტალინი ორის ხუთ წუთზე შევიდა პოლიტბიუროს სხდომაზე და მას, რა თქმა უნდა, ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ. ბელადმა კი მათ ხელით ანიშნა, გაჩერდითო. შემდეგ მიკროფონთან მივიდა და თქვა:
– მეგობრებო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და განცხადებაც მოვიტანე, რომელშიც ეს წერია და ჩემი ხელმოწერაც აქვს. მხოლოდ თქვენი დასტური აკლია და იმედია, მას მივიღებ კიდეც. ჩემი შემცვლელი უნდა აირჩიოთ. ეს საკითხი, მაქსიმუმ, სამ დღეში უნდა მოაგვაროთო...
ბელადმა განცხადება მაგიდაზე დატოვა და ისე გავიდა სათათბირო ოთახიდან, რომ პირდაღებულ პოლიტბიუროს წევრებს ხმა არ ამოუღიათ. ნიკიტა ხრუშჩოვი ყვებოდა: „სტალინისგან ასეთ საქციელს არ ვიყავით ჩვეული. მას ხუმრობა უყვარდა, მაგრამ საკუთარი ძალაუფლების დათმობაზე არასდროს უხუმრია. ვერაფერი გაგვეგო და ამიტომ შოკში ვიყავით. პირველი ბერია მოვიდა აზრზე, წამოდგა, მაგიდასთან მივიდა და უხმოდ გაეცნო სტალინის მიერ დატოვებულ განცხადებას. შემდეგ   შემოგვიტრიალდა და სერიოზული სახით, კოპებშეკრულმა თქვა:
– ეს სულაც არაა დაგვიანებული საპირველაპრილო ხუმრობა. ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ამხანაგი სტალინი წერს, რომ აუცილებელია ახალი, ახალგაზრდა გენერალური მდივნის არჩევა, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ქვეყანას და ამ საკითხის მოსაგვარებლად სამ დღეს გვაძლევს. რას იტყვით, როგორ უნდა მოვიქცეთ?
– აქ საფიქრალიც არაფერია. უარი უნდა ვუთხრათ ამხანაგ სტალინს მისი თხოვნის დაკმაყოფილებაზე და შევეხვეწოთ, რომ  თავისი მოვალეობის შესრულება გააგრძელოს, – თითქმის ყვირილით ვთქვი მე. ამყვნენ დანარჩენებიც. თავში კი ერთი აზრი მიტრიალებდა: ეს ყველაფერი  სტალინმა ჩვენს გამოსაცდელად ხომ არ მოაწყო. ბერია კი მეთვალყურედ დაგვიყენა-მეთქი...“
ამ მომენტს პოლიტბიუროს სხვა წევრებიც ყვებიან და სავარაუდოდ, იმ წუთას მათაც იგივე აზრი უტრიალებდათ თავში. თუმცა, ტყუილად ფიქრობდნენ, რომ სტალინმა ეს ბერიასთან შეთანხმებით მოაწყო, რადგან სტალინის ეს ნაბიჯი თავად ბერიასთვისაც მოულოდნელი იყო. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „1950 წლის 3 აპრილს მამა დღის 3 საათზე მოვიდა სახლში და საკუთარ თავს არ ჰგავდა. დედამ რომ ჰკითხა, რა გჭირსო, უთხრა?
– სტალინი გადადგომას აპირებს. ორიოდე საათის წინ განცხადება დატოვა და წავიდაო.
– იქნებ ხუმრობს ან გცდით, თქვენს ერთგულებას ამოწმებს? – თქვა დედამ.
– არა, ნინო. სტალინი ასე არასდროს ხუმრობს, – თავი გააქნია მამამ და დააყოლა, – არც ის მგონია, რომ გვცდიდეს. მე მგონი, მართლა გადადგომა უნდა.
– ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ აქვს?
– არა, – თავი გააქნია მამამ.
– იქნებ აქვს, შენ რა იცი? – არ მოეშვა დედა მამას.
– მე რა ვიცი? – გაეცინა მამას, – ვიცი. არანაირი ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, სრულიად ჯანმრთელია. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
დედამ მხრები აიჩეჩა და გავიდა.“
  სერგო ბერიას ამ მონათხრობიდან აშკარად ჩანს, რომ სტალინი მამასთან შეთანხმებით არ მოქმედებდა. ისიც იკვეთება (როგორც ეს ლავრენტი ბერიამ ცოლს უთხრა), რომ სტალინმა ეს ნაბიჯი შერყეული ჯანმრთელობის გამო არ გადადგა. რჩება ერთი ახსნა – სტალინი აბსოლუტურად გულწრფელი იყო. მას უაღრესად აღელვებდა მის მიერვე აშენებული ქვეყნის ბედი და უნდოდა, რომ ამ საქმეს ღირსეული ადამიანი გაძღოლოდა, ისეთი, ვისაც ისევე დაუჭერდნენ მხარს, როგორც მას (სტალინს) სწორედ ამიტომ ურჩია კოლეგებს, რომ თავად მათ აერჩიათ სტალინის შემცვლელი და მემკვიდრის ვინაობა თვითონ  შეგნებულად არ დაასახელა. მიუხედავად თავისუფალი ნებისა, პოლიტბიუროს წევრები დაბნეულები და შეშინებულები იყვნენ იმის გამო, რომ თუკი ისინი ბელადის უკან დაბრუნებას ვერ  შეძლებდნენ, როგორ უნდა ემართათ ეს ვეებერთელა ქვეყანა... ანასტას მიქოიანი ყვებოდა: „3 აპრილს, საღამოს 5 საათზე შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, სტალინს აგარაკზე ვწვეოდით და უკან დაბრუნება გვეთხოვა. კუნცევოში რომ მივედით, დაცვამ გვითხრა, აქ არააო. ერთი სიტყვით, სამი დღე-ღამე ვცდილობდით სტალინთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ ვახერხებდით და ბერიამაც კი ვერ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი. 6 აპრილს კი პოსკრებიშევმა გვითხრა, სტალინი კუნცევოშიაო და ყველანი იქ მივედით. კოლექტიურად შევევედრეთ, რომ დარჩენილიყო და მეტი დამაჯერებლობისთვის, დავუჩოქეთ. მან კი ხელი ჩაიქნია და გვითხრა: როგორც ვატყობ, ჯერ არ მომწიფებულხართ ქვეყნის სრულად სამართავად და არ წავალო...“
  გამოდის, რომ სტალინს მართლა სურდა თავისი ღირსეული მემკვიდრის ხილვა და როცა დარწმუნდა, რომ ასეთი პიროვნება არ არსებობდა, იძულებული შეიქნა, გადადგომა გადაეფიქრებინა. 1950 წლის 3  აპრილს სტალინს არანაირი შოუ არ დაუდგამს და ყველაფერი სიმართლე იყო.“


скачать dle 11.3