კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ ამოვიცნოთ და ავირიდოთ არითმია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  არითმია – გულის შეკუმშვათა რიტმულობის დარღვევა, ვითარდება მაშინ, როდესაც გულში ირღვევა ელექტრული იმპულსების წარმოქმნა და გულის შეკუმშვის კოორდინაცია. ამის შედეგად გულისცემა ჩქარდება, ნელდება ან არარეგულარული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არითმია ხშირად გულის დაავადებითაა გამოწვეული, სათანადო მკურნალობითა და ცხოვრების წესით შესაძლებელია მისი სიმპტომებისა და, საზოგადოდ, არითმიასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
  არითმია იწვევს: გულის ფრიალის შეგრძნებას, ტაქიკარდიას – გულისცემის აჩქარებას, ბრადიკარდიას – გულისცემის შენელებას, გულის ტკივილს, ქოშინს, გაბრუების შეგრძნებას, თავბრუს, გონების დაკარგვას ან ამის წინარე შეგრძნებებს. როგორც აღვნიშნეთ, არითმიისას შეიძლება ვიგრძნოთ გულის უეცარი შეკუმშვა, გულის ფრიალი ან, პირიქით, ძალიან ნელი გულისცემა.
  შესაძლოა, თავი იჩინოს სიმპტომებმაც, რომლებიც არითმიის გამო ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევითაა განპირობებული. ესენია: ქოშინი, ხიხინი, სისუსტე, თავბრუ, გაბრუების შეგრძნება, გულის წასვლის შეგრძნება, ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში. ერთ-ერთი მათგანისა და არითმიის თანაარსებობისას აუცილებელია მიმართოთ ექიმს. სიცოცხლისთვის საშიში არითმიაა პარკუჭების ფიბრილაცია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა გულის პარკუჭის ცალკეული ბოჭკოები ასინქრონულად, არამდგრადი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით იკუმშება. ამ დროს, ნაცვლად ნორმალური შეკუმშვისა და აორტაში სისხლის გადატყორცნისა, შეკუმშვა არაეფექტურია. სისხლის ეფექტური გადატყორცნის დარღვევის გამო ირღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლით მომარაგება. პაციენტი კარგავს გონს და შესაძლოა, შემთხვევა სიკვდილითაც კი დასრულდეს. ამ დროს უთუოდ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას, დავიწყოთ კარდიოპულმონური რეანიმაცია – გულის არაპირდაპირი მასაჟი – ზეწოლა გულმკერდის არეში სიხშირით 100-მდე წუთში.
  არითმიის გამომწვევი მიზეზებია: გულის შეტევა, გულის კუნთის ცვლილებები, გამოწვეული წარსულში გადატანილი ინფარქტით, გულის კუნთის ცვლილება, დაკავშირებული კარდიომიოპათიასთან, გულის გვირგვინოვანი არტერიების დაზიანება ათეროსკლეროზის შედეგად, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე, დიდი რაოდენობით ყავისა და ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკული საშუალებები, ზოგიერთი ბიოაქტიური დანამატი და ფიტოპრეპარატი, ელექტროტრავმა, ჰაერის დაბინძურება.
  არითმიათა მნიშვნელოვანი ნაწილი გულის დაავადებასთან არის დაკავშირებული. ამის გათვალისწინებით, რეკომენდებულია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს კი გულისხმობს: ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, მოწევისთვის თავის დანებებას, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცირებას, სტრესის თავიდან აცილებას.
скачать dle 11.3