კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ამპარტავნების შესახებ

  თუ დაინახავ, რომ ვინმე ამპარტავნებს და ამაყობს იმით, რომ მადლის თანამონაწილეა, თუნდაც საკუთარ სულს უწმინდურად და დამცრობილად, სულიერად კი ღატაკად და საძაგლად მიიჩნევდეს, მას ბოროტება ისე შემოჰპარვია, რომ თავადაც ვერ მიმხვდარა. სასწაულებსაც რომ იქმოდეს, მისი დაჯერება არ შეიძლება, რამეთუ ქრისტიანობისა და ღვთის წინაშე მადლმოსილების ნიშანი არის მცდელობა, დაფაროს ეს ადამიანთა წინაშე და თუნდაც მთელი სამეფო საგანძურის მფლობელი იყოს, უნდა დამალოს და მუდამ ამბობდეს, ეს საუნჯე ჩემი როდია, სხვამ დამიტოვა. მე კი ღატაკი ვარ. როდესაც პატრონი (უფალი) მოისურვებს, მაშინ წაიღებს.
  თუ ვინმე ამბობს: მდიდარი ვარ, ჩემთვის ისიც საკმარისია, რაც მოვიპოვე, მეტი აღარ მჭირდება! – ასეთი ადამიანი ქრისტიანი არ არის, არამედ ხიბლისა და დემონის ჭურჭელია, რამეთუ ღვთით ტკბობა აღუვსებელია და რაც უფრო მეტად იხმევს და ეზიარება ვინმე, მით მეტად სწყურდება.
ასეთ ადამიანებს სიმხურვალე და ღვთისადმი შეუკავებელი სიყვარული ახასიათებთ. რაც მეტად ცდილობენ ისინი, წარემატონ და მოიპოვონ, მით მეტად აღიარებენ თავს ღატაკებად, ძუნწებად და არაფრის მქონედ. ისინი ამბობენ: „უღირსი ვარ, რომ მზე მანათებდეს“. ეს ქრისტიანობის ნიშანია, ეს თავმდაბლობაა.
  ღირსი არსენი დიდი ღირსმა იოანე კოლოვმა გამოსცადა, როდესაც მასთან პირველად მივიდა ტრაპეზზე. საკვები ყველამ იხმია, არსენი კი მაგიდასთან არც მიიწვიეს. დიდხანს იდგა ასე, შემდეგ კი ღირსმა იოანემ მას გამომშრალი პური გადაუგდო და უთხრა:
– თუ გინდა, ჭამე.
ღირსი არსენი ოთხით მიუახლოვდა პურს, პირით აიღო, კუთხეში დაჯდა და მიწაზე გაწოლილმა ოთხფეხა ცხოველივით დაიწყო ჭამა, თან ფიქრობდა: „ძაღლზე უარესი ვარ“, მაშინ იოანემ არსენზე თქვა:
– ის უდიდესი მოსაგრე იქნება.
უფალმა ღირსი არსენი დიდი თავმდაბლობის სასწავლებლად ალექსანდრიელ მეწაღესთან გაგზავნა. მისგან ისწავლა ფიქრი: „ჩემ გარდა ყველა ცხონდება“.
ღირსი სერაფიმე თავმდაბლობით საკუთარ თავს „მიწასა და მტვერს“ უწოდებდა. მომსვლელებს ხელზე ემთხვეოდა და ბევრს მეტანიასაც უკეთებდა.
ღირსი ეფრემ პერეკოპელი, ტიხონ ლუხოველი და გერასიმე ბოლდინელი საკუთარ ჯანმრთელობას არად აგდებდნენ და ძმების დასვენების საათებში სხვების ნაცვლად ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. რომის პაპი გრიგოლ დიდი ღვთისმეტყველი შემხვედრ ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს თავმდაბლობით მეტანიას უკეთებდა.
  წმიდა იოანე მოწყალე, ალექსანდრიის პატრიარქი მუხლებზე მდგომი გამოითხოვდა შენდობას განაწყენებული კლიროსის წევრებისგან.
ეგვიპტელმა მოსაგრემ, სისოი დიდმა გარდაცვალების წინ ბერებს უთხრა:
– ჭეშმარიტად არც ვუწყი, დავიწყე თუ არა სინანული.
ყველა წმიდანი თავის მიერ აღსრულებულ ღვაწლს არაფრად მიიჩნევდა. რაც მეტად განეწმიდებოდათ გული, მით მეტად იზრდებოდა მათი თავმდაბლობა და სიმშვიდე; ეს სათნოებებიც სულ უფრო მეტად წარმოჩინდებოდა მათში, მაგრამ ბევრისთვის გაუგებარია ეს წესი: „რაც უფრო წმიდანია, მით უფრო თავმდაბალია“.
სქემიღუმენი საბა
скачать dle 11.3