კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რა არ იციან ცოლებმა, ანუ რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს ქორწინებაში

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  „უკვე აღარ მიყვარხარ“ – ეს არის ფრაზა, რომლის მოსმენის ყველა ქალს ეშინია, განსაკუთრებით – გათხოვილს.  შეიძლება, კაცს ძალიან უყვარდეს, მაგრამ ქორწინება საკმაოდ რთული ურთიერთობაა,  რომელსაც მარტო სიყვარული არ ჰყოფნის.  ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი კარგად არის, ქალი თავის რჩეულსა და ცხოვრების თანამგზავრს ყველაფერს მიუძღვნის, ბავშვებს უჩენს,  სახლში მყუდრო გარემოს უქმნის  და ასაკის მიუხედავად, კარგადაც  გამოიყურება, მაგრამ  ქმარს ეს არ ჰყოფნის და მაინც იღებს გადაწყვეტილებას. ვინ არის დამნაშავე – მისი „გარყვნილი“ ბუნება?! იქნებ ცოლსაც მიუძღვის წვლილი მეუღლის გაუცხოვებაში.
  ურთიერთობისთვის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია. გაუცხოებას ნებისმიერი პრობლემა იწვევს – ბანალური გაურკვევლობიდან დაწყებული, ერთი პარტნიორის მხრიდან სიყვარულის ჩაქრობით დამთავრებული. რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება?
  თიკო (32 წლის): ერთხელ სოციალურ ქსელში სტატუსი წავიკითხე – მამაკაცი წერდა, ყვებოდა, რატომ გადაწყვიტა ოჯახიდან წასვლა,  მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან ერთად უკვე ათი  წელია ცხოვრობდა და ორი ბავშვი ჰყავდათ. მამაკაცი ამ სიტუაციაში ცოლს ადანაშაულებდა და მიაჩნდა, რომ ოჯახური კერა მის გამო დაინგრა.
– თქვენ  მოღალატე მამაკაცების გამართლებას ცდილობთ?
– არა. მე ყველა გათხოვილ ქალს დაფიქრებას ვთავაზობ. აუცილებელია, საკუთარ თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ სიმართლე. ჯერ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ მარადიული არაფერია, რა თქმა უნდა, არც სიყვარული.
– ანუ, ურთიერთობის ნგრევა გარდაუვალია?
– რაღაც ფორმით – კი. სიყვარული სულ ისეთი მძაფრი ვერ იქნება, როგორც ურთიერთობის დაწყებისას. მაგრამ ჩვენ უნდა ვცადოთ და ისეთ ეტაპზე გადავიყვანოთ, რომ ერთად  ყოფნას საფრთხე არ შეექმნას.  უნდა მივხვდეთ, რომ მეუღლემ გადაგიყვარათ. როგორ? იმის მისახვედრად, რომ მამაკაცის გრძნობა ქალის მიმართ გაცივდა, აუცილებელი არ  არის, ფსიქოლოგი იყოთ. მთავარია ყურადღება, რომ პრობლემა მალევე  შეამჩნიოთ და სანამ საქმე განქორწინებამდე მივა, ყველაფრის მოგვარება შეძლოთ.  თუ მეუღლე სამსახურში ხშირად გვიანობამდე რჩება, საჩუქრებს დიდი ხანია,  არ გიკეთებთ და თქვენს დაცვას არ ცდილობს, ეს სახიფათო ნიშანია, რა თქმა უნდა, თუ ადრე აკეთებდა ამას. თორემ, ჩემს ქმარს სიურპრიზების კეთება მაშინაც არ ჰყვარებია, როცა შეყვარებულები ვიყავით.   
– ალბათ, ყველა ადამიანისთვის არსებობს მიზეზები, რის გამოც ერთ დროს ძვირფასი ადამიანი შეიძლება, გადაიყვაროს.
– სხვათა შორის, ის კაცი წერდა ამაზე. ბუნებრივია, ყველაზე ეს არ გავრცელდება, მაგრამ  შესაძლებელია, ზოგიერთებს გვენიშნოს – „ცოლი ხშირად ისე მომმართავდა, როგორც ქვეშევრდომს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მისი ბრძანებები უნდა შემესრულებინა. მის ინტონაციაში არანაირი თხოვნა, არანაირი მადლიერება არ ჩანდა. ის ოჯახურ ცხოვრებას წარმოსახვითი პრობლემებით ართულებდა. შედეგად კი სახლში დასვენებას ვერ ვახერხებდი და ყველგან დაძაბული ვიყავი“. მგონია, ეს დასაფიქრებელია.
– მამაკაცს არაფერი მოეთხოვება?  მხოლოდ ცოლმა უნდა იზრუნოს მასზე?
– ხშირად მესმის, რომ მამაკაცი ცოლის მიმართ ამით თუ იმით ვალდებულია. დიახ, ეს სიმართლეა. მაგრამ მამაკაცები ვერ იტანენ, თუ ცოლი მუდმივად სხვა კაცს ადარებს და იმის უპირატესობას გამოხატავს.  მე თავად შევუქმენი პრობლემები, ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომებმა ლამის ოჯახი დამინგრია. ქმარმა მითხრა: გიყურებ და ვხვდები, რომ აღარ მიყვარხარო. ლამის მოვკვდი.  „შენთვის შეუძლებელს გავაკეთებდი, ჩემი რომ გჯეროდეს და ოდნავ მხარს მიჭერდეო. მივხვდი, რომ ბევრი დავაშავე.  ქალები მამაკაცებს ზედმეტად მომთხოვნებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ ნათქვამს თუ ჩავუფიქრდებით, ოჯახის შენარჩუნება შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ განქორწინებაში ორივე მხარე დამნაშავეა და კომპრომისის პოვნა ყველას შეგვიძლია.

скачать dle 11.3