კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№28 წარმოსახვის მადლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

და მარილზე გაყვანის მცდელობა
  თუმცა გაწევრიანებას ჯერჯერობით პირი არ უჩანს, დასავლური მედია განიხილავს საქართველოსა და „ნატოს“ ურთიერთობებს. კერძოდ, ჰანს ბინენდაიკი, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი აცხადებს: „ესტონეთი რომ ნატოს წევრი არ გამხდარიყო, ვფიქრობ, ახლა ქვეყანაში რუსული ჯარები იდგებოდა“ და იქვე დასძენს, რომ „იმ მიზეზის ნაწილი, რატომაც ახლა უკრაინასა და საქართველოში რუსული ჯარი დგას, დასავლეთის ორაზროვნებაა მათი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების პასუხად, რამაც გააცოცხლა რუსეთის პოლიტიკაში ყველაზე უარესი დინამიკა“.
  ანალიტიკოსი იან ბჟეზინსკი კი აცხადებს, „ნატოს“ გაფართოება ამ ქვეყნებში რთული სამართავი იქნება დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ვიხდით ჩვენი ყოყმანის ფასს.“
  აი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი კი, ავღანეთში ამერიკის შეიარაღებული ძალებისა და „ნატოს“ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ყოფილი მეთაური, აცხადებს, რომ „გარდა პოლიტიკური გამოწვევებისა, ეგრეთ წოდებული, „გაყინული კონფლიქტების“ მქონე ქვეყნის მიღება სამხედრო თვალსაზრისითაც რთული განსახილველია“, მაგრამ ჩვენ მიერ შეტანილ კონტრიბუციასაც აღიარებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
  ხოლო „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი დარწმუნებულია, რომ ხალხს უნდა დაეხმარონ იმის გააზრებაში, რომ საქართველომ დაიმსახურა „ნატოს“ წევრობა და შენიშნავს, რომ „დასავლეთმა უნდა დაინახოს და წარმოიდგინოს „ნატოს“ წევრი საქართველო“.
  ზემომოტანილი კეთილი სიტყვების პასუხად მადლიერების მეტი რა გვეთქმის, მაგრამ, თუ მალე არ წარმოიდგინეს საქართველო „ნატოს“ წევრად ამ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ვფიქრობ, რუსეთმა არ დაასწროს ჩვენი მარილზე გაყვანა.


скачать dle 11.3