კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის ექაჩება წარსულში განცდილი ტკივილი ცირა კობიაშვილს და რის გამო დაუწესა მან საკუთარ თავს წესები და კანონები

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


  მომღერალი ცირა კობიაშვილი თავისი გარეგნობის გამო მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მართალია, ყურადღება სიამოვნებს, მაგრამ ეს დისკომფორტსაც უქმნის. როგორც თავად ამბობს, გათვალვის ეშინია და ამის გამო, პირად ცხოვრებაზე საუბარს ერიდება.
– ისეთი გარეგნობა გაქვს, ყველგან ყურადღების ცენტრში ხარ,  ყველა თვალს გაყოლებს, ეს არ გაკომპლექსებს?
– ხალხის მზერა ხანდახან დისკომფორტს მიქმნის, თუმცა, როცა ყურადღების ცენტრში ვარ, მსიამოვნებს. სხვათა შორის, ძალიან მარტივად ვიღებ თვალს და ავი მზერის შედეგისაც მჯერა. ზოდიაქოთი ლომი ვარ, მანქანაში გიშრისა და ჩემი ზოდიაქოს ქვებისგან აწყობილი თილისმა მიკიდია და მჯერა, რომ ის მიცავს. შეიძლება, ადამიანი მზერას რომ მაყოლებს, ცუდი თვალი არ აქვს, მაგრამ ეს დისკომფორტს მიქმნის. შეიძლება, ისეთი თვალითა და ენერგეტიკით შემომხედოს ადამიანმა,  დავიძაბო, ავფორიაქდე და თუ საჭესთან ვარ, საავარიო სიტუაცია შევქმნა. ამიტომ, ვცდილობ, ჩემ გარშემო ისეთი სივრცე შევქმნა, თავი დავიცვა და ცუდი მზერის უარყოფითი შედეგები ავისხლიტო. ასე რომ, პოპულარობა და  ყურადღება მსიამოვნებს, მაგრამ როგორც კი ამ პოპულარობასა და ყურადღებას დისკომფორტი მოაქვს, ვიძაბები. ბევრი სოციალურ ქსელში ნეგატიურ რაღაცებს მწერს და ესეც მოქმედებს. არც ის მიყვარს, როცა ადამიანი პირში გიცინის და ზურგს უკან მიწას გითხრის. ეს ძალიან მოქმედებს და ამის დასაძლევად ვსწავლობ, როგორ შევინარჩუნო შინაგანი სიმშვიდე.
– თქვი, ზოდიაქოთი ლომი ვარო. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ემოციური და ფეთქებადი ხასიათითაც ხომ გამოირჩევით?
– დიახ, ასეა. ლომები ემოციურები და ფეთქებადები ვართ. ამიტომაც მოქმედებს ყველაფერი და ხშირად მინდა, ნეგატიურზე თავი შევიკავო, მაგრამ ემოციებს ვერ ვთოკავ და მეც ნეგატივით ვპასუხობ. ვერც უსამართლობაზე დავხუჭავ თვალს. მე ჩემი კანონები და პრინციპები მაქვს. ნელ-ნელა თავის კონტროლს ვსწავლობ, მაგრამ ფიცხი და მკაცრი ხასიათი ბოლომდე ვერ მოვიშორე. იმასაც ვფიქრობ, ეს თვისებები და ტემპერამენტი რომ დავკარგო, მე ის ცირა აღარ ვიქნები (იცინის). იცით, რას დავაკვირდი? ვინც ჩუმად არის და ემოციას არ გამოხატავს, ის უფრო საშიშია, ვიდრე ფეთქებადი და ფიცხი ადამიანი. ასეთი ჩუმი და ნაზი ქალების მეშინია (იცინის). ლომები ამპარტავნებიც არიან და თავისი თავის ფასი იციან, მაგრამ მგონი, მე გადასხვაფერებული ლომი ვარ, ჩემი თავის ფასი არ ვიცი (იცინის). სხვათა შორის, ხშირად მეკითხებიან: რა გჭირს? რატომ არ იცი შენი თავის ფასიო. ცვალებადი ხასიათიც მაქვს, თუმცა, პირად ცხოვრებაში ძალიან ერთგული ვარ. ერთხელ თუ შემიყვარდა, მთელი ცხოვრება მიყვარს. ამ მხრივ, ცვალებადი არ ვარ. ყველას, ვინც მიყვარდა, ჩემს გულში ადგილი „ნაყიდი“ და გარანტირებული აქვს. თუმცა, ჩემი გულის „ყიდვა“ არ არის ადვილი (იცინის). ძნელად ვიყვარებ ადამიანს და თუ შევიყვარე, სულ გულში მყავს. ჩემი თავი სიყვარულის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მოგონებებზეც კი ვარ შეყვარებული.
– ცირა, ბევრ ჭორსა თუ სიმართლეს წერდნენ და ლაპარაკობდნენ შენს პირად ცხოვრებაზე. ახლა რა ხდება ამ მხრივ?
– გადავწყვიტე, პირად ცხოვრებაზე აღარ ვილაპარაკო და ზოგ-ზოგიერთებს ჭორების საბაბი არ მივცე. ერთს გეტყვით: მე სულ შეყვარებული ვარ და არასდროს ვიტყვი, მარტო ვარ-მეთქი. ჩემი ცხოვრების დევიზია – მიყვარდეს და ვუყვარდე! ჩემში ყოველთვის არის ის გრძნობა, რომ ვთქვა, მარტოსული არ ვარ-მეთქი. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ვიქნები მარტო, რადგან სიყვარული ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა, რაც გამაჩნია და ამიტომ, მუდმივად ვარ შეყვარებული.
–  მითხარი, თვალი მეცემაო და ამიტომ ხომ არ გადაწყვიტე, პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ ილაპარაკო?
– რა თქმა უნდა, ესეც მოქმედებდა ჩემს პირად ცხოვრებაზე. როცა გიყურებენ, როგორი ბედნიერი ხარ, გვერდით სასურველი ადამიანი გყავს, პირადი ცხოვრება აწყობილი გაქვს და გარეგნულადაც მოწესრიგებული ხარ, ათასი ბოროტი თვალი გაკვირდება. ღიზიანდებიან და სახეზე აწერიათ: ამას – ყველაფერი?.. ეს, შურის მომენტია და ამიტომ, სჯობს, ჩუმად ვიყო და რასაც საჭიროდ ჩავთვლი, პირად ცხოვრებაზე ის ვილაპარაკო. არავის მივცემ უფლებას, ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს. თუ ვინმეს უფრო მეტი აინტერესებს, ჩემს სოციალურ ქსელს ადევნოს თვალი. კიდევ ვამბობ, არ მაქვს ისეთი მრავალფეროვანი, ინტრიგნული და შოკისმომგვრელი ცხოვრება, ყურადღებას რომ იქცევდეს.
–  მახსოვს, ერთი პერიოდი ფსიქოლოგიით იყავი გატაცებული.
– ემოციური ვარ, თავად მქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და გადავწყვიტე, ამას ჩავღრმავებოდი.  ფსიქოლოგიურზე ჩავაბარე კიდეც, თუმცა ორი წელი ვისწავლე, მერე, ცხოვრების რთული ეტაპი დამიდგა, გაგრძელება ვეღარ შევძელი და თავი დავანებე. თუმცა, ფსიქოლოგიის შესწავლით საკუთარი თავი შევისწავლე და დღეს თუ მეგობარს დახმარება დასჭირდა, მზად ვარ, გვერდით დავუდგე. მსიამოვნებს, როცა ვიღაცას ვჭირდები, მთხოვს დახმარებას და მეც, შეძლებისდაგვარად, ვეხმარები. ამით მეც სიამოვნებას ვიღებ.
– ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხარ?
– ცხოვრების ბევრი ეტაპი გადავლახე, მძიმე დეპრესიის ეტაპები... ხდება ხოლმე, როცა წარსულის მოგონებები მექაჩება, მეძახის, მაგრამ ეს მხოლოდ ორი დღე გრძელდება. მომავლის ადამიანი არ ვარ, წინ რომ მივდივარ, წარსულს არ ვტოვებ, სულ თან დამაქვს. წარსული კი არ მაქვს მარტივი – არასდროს მავიწყდება, ვინ ვიყავი, რა გადავიტანე და როგორ მოვედი დღემდე. რასაკვირველია, არის ბედნიერი დღეებიც, მაგრამ იმაზე მწყდება გული, რომ ვიცი, არასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც ვიყავი იმ მძიმე მომენტებამდე. ძალა და გამოცდილება იმ ტკივილმა მომცა, რაც გადავიტანე, ამიტომ მისი დავიწყება არ შემიძლია.
– გავიგე, შემოთავაზება გაქვს, მალე საქართველოს დატოვებ და სასიმღერო კარიერას უცხოეთში გააგრძელებ. ასეა?
– კარგი შემოთვაზება მაქვს თურქი პროდიუსერებისგან და ვნახოთ, ჯერ მოლაპარაკებების დონეზეა. ვფიქრობ, დავთანხმდები, რადგან თურქეთში ვმუშაობდი, სიმღერებს ვწერდი, კლიპიც გადავიღე და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. ვნანობ, იქიდან რომ წამოვედი, ამიტომ, მე ჩემს პირობებს წავუყენებ პროდიუსერებს, ალბათ, შეთავაზებას დავთანხმდები და თურქეთში ხშირად ჩასვლა მომიწევს.  ზოგადად, უცხო ქვეყანაში დიდხანს ვერ ვიქნები. თუ დავოჯახდი და თურქეთში საყვარელ ადამიანთან ერთად წავედი, მაშინ არ გამიჭირდება და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებ. თუმცა, გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ, ოჯახის შესაქმნელად ამ ეტაპზე არ ვარ მზად.

скачать dle 11.3