კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გახდა გარი საფარიანი საფრანგეთის ნომერ პირველი კულტურული ელჩი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  გარი საფარიანი ერთადერთი ქართულენოვანი გიდია, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკის ლიცენზირებული ეროვნული გიდის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის შვიდ ენაზე საუბრობს და ატარებს ვიზიტებს, ლუვრის, ორსეს, მარმოტანისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში, ასევე, საფრანგეთის სამეფო სასახლეებსა და ციხესიმაგრეებში. გარდა ამისა, მას მჭიდრო შეხება აქვს მაღალ მოდასთან და ამჟამად გახლავთ „შანელის სახლის“ გზამკვლევი, თუმცა წარსულში კრისტიან დიორის ბიოგრაფთანაც თანამშრობლობდა. ეს ყველაფერი გარი საფარიანის საინტერესო ცხოვრების ერთი ნაწილია. ჯერ კიდევ, 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც ქვეყანა ქაოსს მოეცვა, გარი კლასიკური მუსიკით დაინტერესდა და ბოლოს, კონსერვატორიაში უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა.
  გარი საფარიანი: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ერთ ლამაზ თბილისურ ეზოში, სადაც ყოველთვის ჟრიამული და ხალისი სუფევდა. ბავშვობიდანვე მუსიკალური ვიყავი, მაგრამ დედას, რატომღაც, ცეკვისადმი ინტერესის გაღვივება უნდოდა. სახლში სულ ისმოდა მუსიკა, განსაკუთრებით 90-იანებში –  ანთებულ ღუმელთან მთელი სამეზობლო ვიკრიბებოდით და მე როიალზე არიების სიმღერით ვართობდი მათ. მანამდე კი იყო ბევრი სპექტაკლი ოპერაში, საოპერო სამყაროსთან შემთხვევითი შეხვედრა და ამ სფეროში ჩემი სერიოზული პროფესიული დახელოვნება. პირველად ხმის დაცვის კლასში ვმეცადინეობდი, მაესტრო ნოდარ ანდღულაძის მეთვალყურეობის ქვეშ – ხმის იშვიათი მონაცემები მქონდა. მაშინ კონტრტენორი თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ჰქონდა გაგებული. მაესტრომ ჩემში იშვიათი პოტენციალი შენიშნა და დავიწყეთ აქტიური მეცადინეობა კონსერვატორიაში ჩასაბარებლად. მისაღები გამოცდების ყველა ლიმიტი გადავლახე და იმდენად მაღალი ქულები ავიღე, რომ პირდაპირ მეორე კურსზე ჩამრიცხეს. ასე დაიწყო საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მრავალი ფესტივალისა და კონცერტის მონაწილე გახლდით. საოპერო სტუდიაში ტენორისთვის მოწინავე პარტიებს თითქმის ყველა სეზონში ვმღეროდი. ამას დაემატა იტალიის საელჩოს მიერ დაწესებული სტიპენდიის მოპოვება და იტალიაში გამგზავრება, ასევე, სანტა ჩეჩილიას კონსერვატორიაში სტაჟირების პერიოდი.
– უცხოეთში გამგზავრება თქვენს პროფესიას უკავშირდება?
– დიახ. თბილისში, ფრანგული კულტურული ცენტრის კედლებში, ფრანსუა ლორანის მიერ დაფუძნებული  სიმებიანი ორკესტრის სოლისტი გახლდით და მაშინ, პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ბაროკოს მუსიკის პოპულარიზაციისთვის. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა,  გადავწყვიტე, ბაროკოს მუსიკის სწავლა საფრანგეთში, პარიზის კონსერვატორიაში გამეგრძელებინა. ასეც მოხდა.
– საოპერო სამყაროსთან შემთხვევით შეხვედრა ახსენეთ, რა იგულისხმეთ?
– ტელევიზორიდან მაროს არიის მოსმენამ, ოპერა „დაისიდან“, რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. სიმღერის ასეთმა სტილმა გამაოცა და შინაგანად სურვილი გამიღვიძა, მეც მემღერა. ერთხელ მეზობლის ნათესავი იყო სტუმრად ჩამოსული ქუთაისის ოპერიდან. სწორედ მან მომისმინა და დედას ურჩია, პედაგოგთან წავსულიყავი. ასე მოვხვდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძის კლასში და ბევრისთვის საოცნებო სახლის კარი ჩემთვის უანგაროდ გაიღო. 17 წელი დავდიოდი გაკვეთილებზე.  მაესტროს მოსმენით, მის ლექცია-სემინარებზე დასწრებით, პირადი საუბრებისთა და სჯა-ბაასით  ჩამოვყალიბდი არა ვოკალისტად, არამედ მუსიკოსად.
– რატომ ჩაანაცვლეთ თქვენი მუსიკალური კარიერა გიდობით?
– გიდობა თავისით მოვიდა. აქაც გადამწყვეტი როლი მუსიკამ ითამაშა. პარიზის კაპელაში ვმღეროდი, როცა კოლეგა მომღერალმა მითხრა, გავიგე ორსეს მუზეუმში პოლიგლოტს ეძებენო. ასე დაიწყო ჩემი პიველი ნაბიჯები ხელოვნების ამ დარგში.
– საფრანგეთის ეროვნული გიდი ხართ, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
– დიახ. საფრანგეთის ეროვნული გიდი რომ გახდე, ამისთვის აუცილებელია დაუღალავი შრომა და მრავალი გამოცდის ჩაბარება. წარმოიდგინეთ,  ქვეყნის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც 2000 წელს ითვლის, საფრანგეთის მთავრობა ანდობს უცხოელ ადამიანს. ამ ნდობას კი გამართლება უნდა. მგონი, კარგად ვართმევ თავს. რუსულენოვანი გიდების ასოციაციის პრეზიდენტადაც ამირჩიეს და ახლა გიდობასთან ერთად, ადმინისტრაციული ვალდებულებებიც დამეკისრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნომერ პირველი ხარ და ამ ტიტულს გაფრთხილება სჭირდება.
– საქმიდან გამომდინარე, ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვდებოდით, ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე მათგანს?
– გიდი ქვეყნის კულტურული ელჩია და ამრიგად, ხშირად მიწევს ცნობილ სახეებთან შეხვედრა. გამიმართლა და „ჰოლივუდის“ კინოვარსკვლავებთანაც მქონდა პირადი კონტაქტი. სამი წელი ლუკ ბესონის პარიზის კინოსტუდიაში ვიყავი გიდი და გადაღებების დროს იქ არაერთ ვარსკვლავს შევხვდი: კევინ კოსტნერს, პირს ბროსნანს, ჯულიანა მურს და ასე შემდეგ.
– „შანელის სახლში“ ოფიციალური გიდი იყავით. როგორ მოხვდით პარიზული მოდის სახლში?
– სულ შემთხვევით. კოლეგამ, რომელიც მაღალი მოდის ამ ცნობილ სახლში  ჩემამდე უკვე მუშაობდა, მითხრა, რომ მამაკაც გიდს ეძებდნენ, თანაც ისეთს, რომელიც ერთდროულად 4 ენას ფლობდა: ფრანგულს, რუსულს, იტალიურსა და ინგლისურს.  მეც ვცადე და გავიარე გასაუბრება. მანამდე, კრისტიან დიორის ბიოგრაფთან მქონდა მუშაობის გამოცდილება მაღალი მოდის სფეროში და გარკვეული როლი ამ გარემოებამაც ითამაშა.  

скачать dle 11.3