კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№27 ლუხუმ ჩხვიმიანი: არის შემთხვევები, მაწუხებს ტრავმა, მაგრამ ტატამზე ვერასდროს ვგრძნობ ტკივილს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა, საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ცალკე არ ტარდება, ამ ტურნირის მოგება კონტინენტის ჩემპიონობასაც ნიშნავს. ლუხუმი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, რის შემდეგაც მან თურქი მიჰრაჩ აკუსი 33 წამში იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას შიდოების უპირატესობით სძლია, ნახევარფინალში კი ფრანგ ვალიდ ხიარს მოუგო. ოქროს მედლისთვის ის ესპანელ ძიუდოისტს, ფრანსისკო გარიგოსს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია. ჩემპიონი თავის კარიერასა და ცხოვრებაზე გვესაუბრა (ლევან ახალკაცის ფოტოები).
  ლუხუმ ჩხვიმიანი: 1993 წლის 3 მაისს სვანეთში, მესტიის რაიონში სოფელ ლაყვრში დავიბადე. იმ სოფელში ავიდგი ფეხი და ყველაფერი იქ ვისწავლე. თავდაპირველად ვარჯიშიც იქ დავიწყე, თუმცა ეს არაპროფესიულ დონეზე. მოგეხსნებათ, სოფელში რაღაც დღეობები ტარდება ხოლმე, მათ აღსანიშნავად კი იმართება შეჯიბრებები ჭიდაობასა და სპორტის სხვა სახეობებში. მეც ვიღებდი მათში მონაწილეობას და ხშირად ვიგებდი. აქედან დაიწყო ჩემი  ძალისმიერი სპორტით დაინტერესება. ოჯახმაც შეამჩნია, რომ მონაცემები მქონდა და გადაწყვიტეს, ძიუდოზე მევლო. მეორე კლასში ვიყავი, როცა ზუგდიდში გადმოვედით საცხოვრებლად.  მახსოვს, პირველ შეჯიბრებაზე ფინალი წავაგე და მთელი ღამეები არ მეძინა, ჩემს მოწინააღმდეგეზე ვფიქრობდი, რომელმაც დამამარცხა. მინდოდა, კვლავ შევხვედროდი და მისთვის მომეგო. მომდევნო შეხვედრა მართლაც მოვუგე, ამან უფრო თავდაჯერებული გამხადა და სწორედ მაშინ დავისახე დიდი მიზნები.
– თბილისში როდის ჩამოხვედი?
– 2009 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში და ჩემი თბილისში გადმოსვლა აუცილებელი იყო – ნაკრებთან ერთად უნდა მევარჯიშა. მე და ჩემი ძმა წამოვედით მარტოები. მე 15 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – 17-ის. თავადაც ვარჯიშობდა, მაგრამ მერე თავი გაანება. პირველად ნახალოვკაში ვცხოვრობდით მარტო, საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ. თან, 15 წლის ასაკში ვარჯიშის გარდა, რა უნდა გამეკეთებინა, სამსახურს პატარები კი არა ზრდასრულები ვერ პოულობდნენ. ოჯახი, როგორც შეეძლო, გვეხმარებოდა, მაგრამ გაჭირვება მაინც იყო. ქალაქში არავის ვიცნობდი და არც არავინ მყავდა, რომ რაიმე ესწავლებინა, დავერიგებინე. ყველაფერი დამოუკიდებლად, ჩემით ვისწავლე და ჩემით გავაკეთე. 2009-ში ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ოლიმპიურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე. ამის შემდეგ გლდანის სპორტ-სკოლაში გადავედი. იქ არის ცენტრი, სადაც ნაკრების წევრებს ცხოვრების  უფლება აქვთ. 2010 წლიდან დღემდე აქ ვცხოვრობ. ერთადერთი, რაც მეამაყება და მაბენდიერებს არის ის, რომ  ჩემთვის არასდროს არავის დახმარების ხელი არ გამოუწოდებია, ყველაფერს ჩემით,  შრომითა და მონდომებით მივაღწიე. ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ყოველთვის გვერდში მედგნენ. ისეთი სოფლიდან ვარ წამოსული, ბევრმა სვანმაც არ იცის მისი არსებობის შესახებ. ჩემს თავს ვამხნევებდი ხოლმე: იქიდან წამოხვედი, აქ ჩამოხვედი, ამხელა გზა გამოიარე და დანებების დრო არ არის-მეთქი. მქონდა მომენტები, როცა იყო იმედგაცრუება და სხვა რაღაცების კეთება მიწევდა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ბევრ რამეზე სხვანაირად დამაფიქრა, ბევრი რამ სულ სხვა თვალით დამანახვა. დავისახე მიზნად, რომ ამ ადამიანს ჩემით ეამაყა და გამეხარებინა. მგონი, გამომივიდა კიდეც. ამ გამარჯვების შემდეგ, ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ახლა ვიწყებ სპორტს. ბავშვობიდან სულ მინდოდა, ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი და ახლა, როგორც არასდროს, ყველაზე ახლოს ვარ ჩემს ოცნებასთან. მინდა, ტოკიოში მოვიპოვო ოლიმპიური ჩემპიონობა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
– ვინ არის ის ადამიანი, ვინც შენი ცხოვრება შეცვალა?
– ეს ადამიანი არის ის, ვინც ძალიან მიყვარს. მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. მისი და ჩემი ოჯახის გამო ვაკეთებ ყველაფერს. უბრალოდ, მან ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გაცილებით მეტი მეშრომა და სწორად მეცხოვრა.
– ევროპულ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვე. ელოდებოდი ამ გამარჯვებას?
– ისე ვემზადებოდი ამ შეჯიბრებისთვის, რომ უნდა მომეგო. თუმცა, მარტო ესეც არაა საკმარისი. სპორტში იღბალი ძალიან დიდ როლს ასრულებს.  ჩემპიონატს დაემთხვა აქციები და საქართველოში განვითარებული მოვლენები იყო მთავარი მოტივატორი. შევდიოდი ხოლმე ოთახში და ვიდეოებს ვნახულობდი, რომ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში. იქ მდგომი ხალხი მაძლიერებდა და სტიმულს მაძლევდა, რომ მინსკში ტატამზე საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა ამეწია.
– როგორი მოწინააღმდეგეები გყავდა? გაგიჭირდა მოგება?
– ვისაც ფინალში შევხვდი, მასთან მანამდე ხუთჯერ ვიყავი დამარცხებული. მსგავსი რანგის ტურნირზე ფინალში არც მქონდა ნაჭიდავები და ჩემს თავს ვუთხარი, თუ ამ შეხვედრას მოიგებ, რევანშს აიღებ-მეთქი (იცინის). დამატებით დროში შევძელი და ვაზარით დავამარცხე კიდეც.
– ტრავმები ხშირად გაქვს?
– ტრავმა მქონდა, ორივე მხარზე, კოჭებზე, მუხლზე და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ყველაფერი საბოლოოდ გაძლიერებს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველა შეჯიბრებაზე თითქმის ტრავმით ვჭიდაობ (იცინის). არის შემთხვევბი, როცა დარბაზში ვარჯიში მიჭირს, მაწუხებს ეს ტრავმა, მაგრამ შეჯიბრებაზე ტკივილს ვერასდროს ვგრძნობ.
– ტრავმების გამო მშობლებს როგორი პოზიცია აქვთ შენს სპორტულ ცხოვრებასთან დაკავშირებით?
– რა თქმა უნდა, მათთვის რთულია ეს საკითხი. თავიდანვე იცოდნენ, რომ შეიძლებოდა, რაღაც ტრავმა მიმეღო, მაგრამ რომ მხედავდნენ, როგორი მონდომებული ვიყავი და როგორ მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. მეუბნებოდნენ, დღეს წააგე, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოიგებ, ჩვენ გვჯერა შენიო. ეს სიტყვები ყოველთვის ჩამესმოდა.  
– ტატამს მიღმა იყენებ შენს შესაძლებლობებს?
– არის ხოლმე შემთხვევა, როცა იძულებული ხდები, გამოიყენო. თუმცა, ყოველთვის თავს ვიკავებ. პირიქით, მშვიდი გარემო და მშვიდი ცხოვრება მიყვარს, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე მსგავსი რამ.

скачать dle 11.3