კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა მომსახურება გააუქმა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ნუკა კვალიაშვილმა და ვისთან აპირებს ის სიყვარულის დაკანონებას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი ნუკა კვალიაშვილის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი სიყვარული, რომელთანაც ის თავს ლაღად, მშვიდად და ბედნიერად გრძნობს. მას ქმართან თორმეტწლიანი ურთიერთობისგან ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს და ახლა მათ საყვარელ ადამიანთან ერთად ზრდის.
  ნუკა კვალიაშვილი: იღბალი ყველასთვის სხვადასხვანაირად ასოცირდება, ჩემთვის კი იღბალი არის ის, რომ ვარ ჯანმრთელი, მყავს ორი ულამაზესი შვილი, უერთგულესი მეგობრები, უკიდეგანოდ მოსიყვარულე და ძლიერი დედა, ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარვარ და მიყვარს, მაქვს სხვადასხვა ნიჭი და ყველაფერი ის, რაც მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო ადამიანი და ვიცხოვრო ადამიანურად. თუ სხვა რამე მინდა, აქ უკვე იღბალი არაფერ შუაშია, მოქმედებაა საჭირო, საკუთარი თავის რწმენა, მოტივაცია და მონდომება. ჩემთვის მიუღწეველი არაფერია. თუ ძალიან მაგრად მინდა და სურვილი 24/7-ზე მახსენებს თავს, აუცილებლად ვაკეთებ და გამომდის კიდეც, თან, ძალიან ადვილად. ხან საერთოდ არ მჭირდება მოქმედება, სურვილიც კი საკმარისია, ისე ხდება ჩემს ცხოვრებაში სასწაულების სახით სხვადასხვა სიტუაციები. თან რეალისტი ვარ, არ ვარ მატერიალურზე დამოკიდებული. რამდენიც უნდა შემომთავაზო, ფულით ვერ მიყიდი. ერთი სიტყვით, თუ ადამიანში ის რაღაც არ დავინახე, რაც მიზიდავს, ჩემამდე არავის ვუშვებ, დისტანციას ვიცავ.
– დედა – ეკა კვალიაშვილი ისე გზრდიდა, რომ თავისუფლება არ შეგზღუდოდა. ამან მოახდინა გავლენა შენს მომავალ ცხოვრებაზე?
– რა თქმა უნდა. თუნდაც ის, რომ  დღეს მე ჩემი აზროვნება მაქვს, ჩემი ჩარჩოები, ვარ თავისუფალი და არ მერევა თავისუფლება აღვირახსნილობაში. იმდენად მენდობოდა და დღემდე მენდობა დედაჩემი, თავს არ ვაპატიებ, რამე ისეთი გავაკეთო, რაც ეწყინება. რასაკვირველია, არ ვარ ფრთიანი ანგელოზი და არც შარავანდედი მადგას თავზე, მეც მაქვს ადამიანური შეცდომები, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი საქციელით არავინ დავაზარალო. და, თუ, ნებით თუ უნებლიეთ, ეს მაინც მომივიდა, ბოდიშის მოხდა არ მეხამუშება. ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც. მადლობელი ვარ დედის, რომ ბავშვობიდანვე ყველაფერი ჩადო ჩემში და ჩამოვყალიბდი ის, რაც ვარ. ეკა, როგორც დედა, არის მზრუნველი და ხანდახან –  ზედმეტადაც კი. არის მომენტი, როდესაც შეხსენება მიწევს, რომ 27 წლის ვხდები და ორი შვილის დედა ვარ, 19 წლიდან მარტო ვცხოვრობ, დამოუკიდებლად. თავზე გადაყოლილიო რომ იტყვიან, ეგეთი ბებიაა. ზედმეტად იცის ხოლმე შვილიშვილების განებივრება და ამაზეც მოგვდის კამათი.  ეკას მხოლოდ  პირდაპირობასა და სიმღერის ნიჭში ვგავარ, სხვა ყველაფერში, რადიკალურად განსხვავებული ინდივიდები ვართ.
– ადრეულ ასაკში  შექმენი ოჯახი. როგორ ფიქრობ, რის გამო გაქრა გრძნობა, რაც 12 წელი გაახლოებდათ? ვიცი, სასწაული სიყვარული გაკავშირებდათ და ერთმანეთის გარეშე სუნთქვა გიჭირდათ. რა მოხდა და ახლა რა ურთიერთობა გაქვს ყოფილ ქმართან?
– შვილებს  მარტო არ ვზრდი. მე და ჩემი უკარგესი, უთბილესი და უსაყვარლესი მეორე ნახევარი ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, ერთად ვუვლით ბავშვებს და თანაბრად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ბავშვებისა თუ ოჯახური ვალდებულებების წინაშე.  ვარ დედა, რომელიც გადამეტებულად არაფერს აკეთებს, ყველაფერი – დამსახურების მიხედვით: შემისრულებ? შეგისრულებ... დაიმსახურებ? მიიღებ. მე, იმაზე მეტი ცუდი ვნახე ამ ცხოვრებაში, ვიდრე უნდა მენახა და მადლობელი ვარ ჩემი თავის, რომ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს, ვაკეთო სიკეთე და ვიყო იმაზე კარგი ადამიანი, ვიდრე ვარ. მე და ჩემს ყოფილ ქმარს არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. როდესაც ადამიანს ათასჯერ ვენდობი, ვპატიობ და ათასმეერთედ იგივეს იმეორებს, ეგეთი არც მეუღლე მინდა, არც მეგობარი და არც ჩემი თავი. ერთმანეთის ტანჯვას ჯობია, ცალ-ცალკე ვიყოთ ბედნიერები. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას ცხოვრებაში, სხვა დანარჩენ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ჩემი „პირადი“ ჩემია და არა ხალხის სალაპარაკო და განსახილველი.
– შენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა. ვინ არის ის?
– ბექა – პროფესიონალი გიტარისტია, მუსიკოსი და იმდენად ჩემი ადამიანია, რომ 12 წლის განმავლობაში რომ მეგონა, შეყვარებული ვიყავი, ის შეგრძნებები თავიდან ბოლომდე გადაფარა. თვისებებითა და ადამიანური ქცევებით ისე შემაყვარა თავი, თუ რამე არსებობდა, რისიც არ მჯეროდა, რომ კაცს შეიძლება, ჰქონოდა, დავიჯერე. არის შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი, ჭკვიანი, მოაზროვნე, უკიდეგანოდ მოსიყვარულე, ზრდილობიანი, მამაკაცური, უთბილესი, ზეყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანი. უკვე დიდი ხანია, ერთად ვცხოვრობთ და ვზრდით ბიჭებს. მიყვარს სიგიჟემდე და ანალოგიურად, იგივე მოდის მისგანაც. მერწმუნეთ, ადამიანების თვალებით შეცნობა ისე შემიძლია, რომ ხმის ამოღების გარეშეც ვიცი, რა უნდა ჩემგან ან რას ფიქრობს. ასე რომ, მასში მე არ ვცდები და არც ის – ჩემში. მადლობელი ვარ, რომ ბექას სახით, ჩემ გვერდით ჩემზე ძლიერი ადამიანი და მამაკაცია. მის გვერდით თავს ვგრძნობ ქალად და არა კაცად, როგორც წარსულის 12 წლის განმავლობაში.
– თუ გეგმავ მეორედ გათხოვებას და ოჯახის შექმნას?
– ვგეგმავთ და ეს არ იქნება მეორედ გათხოვება. როგორ შეიძლება, მეორედ გათხოვება დავარქვა, როდესაც პირველ ურთიერთობაში არც ხელი მქონდა მოწერილი და არც – ჯვარი დაწერილი, არ ვყოფილვარ ოფიციალურად ქორწინებაში. ასე რომ, ეს იქნება ჩემი პირველი ოფიციალური ქორწინება.
– ვიცი, გიყვარს მრავალფეროვნება, ექსპერიმენტები იმიჯში, გარეგნობაში. ეს ხასიათი შენს პირად ცხოვრებაზე თუ აისახება?
– როგორც მექცევი პირად ურთიერთობაში, ისე მოგექცევი მეც! – ასეთია გაშორების შემდეგ ჩემი პირადი ურთიერთობის წესები. ხასიათი ხშირად მეცვლება, ხანდახან აუტანელიც ვარ, მაგრამ თუ მიყვარს, მიყვარს ბოლომდე და უკიდეგანოდ. ვინც მიყვარს, მან იცის, რომ ჩემი სახით ძალიან ძლიერი ადამიანი ჰყავს გვერდით – მეგობარიც, ცოლიც, დაც, ძმაც და დედაც... მაგრამ, დედის როლი ზრდასრულ ადამიანებზე, ცოტა ყელში მაქვს ამოსული და ეგ მომსახურება გავაუქმე.
– არაორდინარული ადამიანი ხარ, თავისუფლების მოყვარე. ვფიქრობ, რთულია შენი ქმრობა.
– უბრალოდ, შესაფერის ადამიანთან არ ვიყავი, თორემ დღეს ვისთანაც ვარ, ჩემით ამაყობს, სიგიჟემდე ვუყვარვარ და სიგიჟემდე მიყვარს, ისე, რომ ერთი პრობლემაც არ გვქონია ურთიერთობაში. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რთულია ჩემი ქმრობა-მეთქი (იცინის). ზოგადად, დეპრესიაში ხშირად ვყოფილვარ, მაგრამ, რასაც ადამიანები „პრობლემებს“ ეძახიან, მე სულიერ საზრდოდ მიმაჩნია. ის გზა რომ არ გამევლო, არ ვიქნებოდი, რაც დღეს ვარ. ასე რომ, დიდი სიხარულით ვეგებები ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას, რადგან მე ეს მაძლიერებს და პიროვნულად, მორალურად და სულიერად მზრდის.

скачать dle 11.3