კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რა პასუხი ჩამოუტანა კონსტანტინე გამსახურდიამ საბჭოთა მთავრობას გრიგოლ რობაქიძისგან

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  როგორც ცნობილია, ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსით გერმანიაში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა მის ჩამოტყუებას, გრიგოლი სამშობლოში არ ბრუნდებოდა.
  1940 წელს რობაქიძის ჩამოსაყვანად გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია გაუშვეს, რომელიც ასევე, პოლიტიკურად არასაიმედოდ ითვლებოდა, მაგრამ დიდ ქართველ მწერალს უკვე პატარა ზვიადი ჰყავდა და მთავრობას გამსახურდიას ცოლ-შვილი, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა დატოვებული იმ შემთხვევისთვის, თუკი ის უკან დაბრუნებას არ მოისურვებდა. გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა კონსტანტინე გამსახურდიამ ოფიციოზს განუცხადა: ყველანაირად ვეცადე, გრიგოლი დამერწმუნებინა, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ კატეგორიულ უარზეა. ასე მითხრა, მაგ წითელ ღორებს თავს არ მოვატყუებინებო...
  გამსახურდიას მიერ ჩამოტანილი პასუხი მთავრობის მეთაურებს, რა თქმა უნდა, არ ეპიტნავათ, მაგრამ კონსტანტინესაც არაფერი უთხრეს და შეეშვნენ, მით უმეტეს, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ უკვე  ძალიან პოპულარული იყო.
  წლების მერე, როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა, შვეიცარიაში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერების ფრაგმენტები. ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „ჩემთან კოწია იყო ჩამოსული, რომელიც საბჭოთა მთავრობამ ჩემს წასაყვანად გამოგზავნა. უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ კოწიამ მითხრა: არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდე, რადგან წითელი ღორები დაპატიმრებასა და გასამართლებას გიპირებენო...“

скачать dle 11.3