კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (155)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№27 რა უპრეცედენტო ხერხი გამოიყენეს ქართველმა მძარცველებმა მოსკოვის „შემსალაროს“ ძარცვისას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

თარსი პარასკევი
1969 წლის 30 მაისი პარასკევი დღე იყო. მშვენიერი წინასაზაფხულო ამინდი იდგა და მოსკოვში თერმომეტრი 24 გრადუსს აჩვენებდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) თანამშრომლებისთვის ის თარსი გამოდგა. საქმე კი ის იყო, რომ დილის 10 საათზე მილიციაში შეტყობინება შევიდა, რომ ¹8 შემნახველ სალაროში მძარცველები იყვნენ შესულები. მათ მძევლები ჰყავდათ აყვანილი და მილიციის შტურმის შემთხვევაში, შენობის აფეთქებასა და ყველას მოკვლას აპირებდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში და მეოცე საუკუნის ოციანი წლების შემდეგ საბჭოთა მილიციას ასე მასშტაბურად არავინ დაპირისპირებია. ბოროტმოქმედები თურქეთში გადასაფრენად მიკროავტობუსსა და თვითმფრინავს ითხოვდნენ. მილიციას ამ ყველაფრის მოსაგვარებლად დრო მხოლოდ ორი საათი მისცეს და იქ მისულ „მურის“ უფროსს, სერგეი ბურცევს ტელეფონით უთხრეს:
– გარწმუნებთ, რომ არ ვხუმრობთ. ყველაფერს ავაფეთქებთ და ყველას დავხოცავთ, თუკი შტურმს დააპირებთ ან მიკროავტობუსსა და თვითმფრინავს არ მოგვცემთ. იცოდეთ, რომ პირველს მარგარიტა ჟუკოვას მოვკლავთო.
მარგარიტა ჟუკოვა სახელგანთქმული მარშლის, გიორგი ჟუკოვის ქალიშვილი იყო პირველი ცოლისგან. ეს 40 წლის ქალი ¹8 შემნახველი სალაროს დირექტორი გახლდათ. მას რომ რამე მოსვლოდა, თავად ღვაწლმოსილი მარშალი არ გაჩერდებოდა. ამიტომ, შტურმზე უარი თქვეს. მილიცია დროის გაყვანას შეეცადა და მოცემული ორი საათის ნაცვლად ექვსი საათი მოითხოვეს, იმ საბაბით, რომ ეს საკითხი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან იყო შესათანხმებელი. ბოროტმოქმედები მილიციის თხოვნას დათანხმდნენ, მაგრამ მტკიცედ განაცხადეს, რომ თუკი დღის 4 საათისთვის მოთხოვნილი მიკროავტობუსი და თვითმფრინავი მზად არ იქნებოდა, ყველაფერს უპირობოდ ააფეთქებდნენ.
„მურის“ უფროსს შემთხვევის ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია და დროდადრო ტელეფონით ეკონტაქტებოდა შემნახველ სალაროში გამაგრებულ მძარცველებს. დღის 2 საათზე ბურცევი მძარცველებს შეეხმიანა, მაგრამ ტელეფონის ზარს არავინ უპასუხა. იგივე განმეორდა ნახევარი საათის მერეც. ამიტომ მან რაღაც იეჭვა და მარტო, უიარაღოდ გაემართა შენობისკენ. ჯერ გარედან შეათვალიერა და შენობაში რომ ვერავინ დაინახა, შუშის კარი ჩაამტვრია და შევიდა. ერთი წუთის მერე კი გამოვიდა და ხელქვეითებს უხმო. შემნახველ სალაროში, სეიფების განყოფილებაში მძევლები გაკოჭილები ისხდნენ. სეიფებიდან 2 მილიონ 370 ათასი მანეთი იყო გამქრალი. ტუალეტში კი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც 50 მეტრი სიგრძის იყო. გვირაბი სალაროს უკან მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ამოდიოდა და აშკარა იყო, რომ მძარცველებმა მილიცია გააცურეს. ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეს და ასტრონომიული თანხით გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.
„კართან მოდგა შემოდგომა...“
სახლი, რომლის სარდაფშიც გვირაბი ამოდიოდა, ხუთსართულიანი იყო. მთავრობას ის უნდა დაენგრია და მობინადრეები გასახლებული ჰყავდა. ამიტომ ვერანაირად ვერ დადგინდა, მიახლოებითაც კი, მძარცველთა გარეგნობა და რაოდენობა. შემნახველი სალაროს თანამშრომლები და დანარჩენი მძევლები კი ვერ  ასახელებდნენ მძარცველთა ზუსტ რაოდენობას. ვერც რომელიმე მათგანის მიახლოებითი აღწერა მოხერხდა, რადგან თავდამსხმელებს პარიკი და მიწებებული წვერ-ულვაში ჰქონდათ. მათ მძევლები ძალიან სწრაფად შეყარეს სეიფის ოთახში, კარი მიუკეტეს და აღარ დაკონტაქტებიან. მილიცია ვარაუდობდა, რომ 6-7 მძარცველი მაინც იქნებოდა. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გვირაბის გათხრას 35-40 დღე დასჭირდებოდა. გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრში, ერთ ჩიხში მიტოვებული „რაფის“ მიკროავტობუსს მიაგნეს, რომელიც სადგომიდან იყო გატაცებული. გაირკვა, რომ მძარცველებმა ნაძარცვი ფული ამ „რაფით“ გაიტანეს. მანქანის გამოკვლევამ შედეგი ვერ გამოიღო. იქ არც ბოროტმოქმედთა თითების ანაბეჭდები აღმოჩნდა და არც სხვა სამხილები. ნათელი იყო, რომ მძარცველები სუფთად მუშაობდნენ. შედეგი ვერც ათობით კრიმინალის დაკითხვამ მოიტანა და ისეთი სურათი იხატებოდა, რომ უცნობები, შესაძლოა, ახალბედებიც კი მოქმედებდნენ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ მილიციამ არც გატაცებული კუპიურების ნომრები იცოდა და ეს საქმე უიმედოდ ითვლებოდა. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, მილიციის შტატიან თუ უშტატო აგენტებს ყურადღება ჰქონდათ გაფაციცებული და ძარცვასთან დაკავშირებული რაიმე მცირედი ინფორმაციაც კი ცენტრში („მურში“) გადაიცემოდა... ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია მოსკოვში 1970 წლის სექტემბერში, შემნახველი სალაროს ძარცვიდან 16 თვის შემდეგ მივიდა. თბილისელი აგენტი ქალი, ფსევდონიმით „ჭრიჭინა“ შეტყობინებაში წერდა: „ჩემმა ნაცნობმა ირმა ბატიაშვილმა შემომჩივლა, რომ მას ქმარი ღალატობს ვიღაც კახპასთან და მას მერე, რაც დიდი ფული გაუჩნდა, სავარაუდოდ, კრიმინალური ქმედების შემდეგ, ირმას ყურადღებას აღარ აქცევს. ირმას ქმარი პავლე დოლიძეა, 29 წლის გვირაბების ინჟინერი და მეტრომშენში მუშაობს...“ „მურში“ ეს ინფორმაცია უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. თბილისში სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა და პავლე დოლიძის თვალთვალს შეუდგნენ. 1970 წლის 26 სექტემბერს, შაბათ საღამოს პავლე და მისი თანმხლები გოგონა, 27 წლის ინგა კოროშინაძე ღამის კლუბ „მუხამბაზში“ იმ დროს „აიყვანეს“, როცა ცოლ-ქმარი ჩიხლაძეების სიმღერას – „კართან მოდგა შემოდგომას“ – უსმენდნენ. მეორე დღეს კი  30 წლის უჩა ზარანდია და 36 წლის კოტე მარკოზაშვილი დააპატიმრეს. სამივე ეჭვმიტანილი მამაკაცი „მეტრომშენში“ მუშაობდა. ინგა კოროშინაძე კი – სილამაზის სალონში, პარიკმახერად. მოსკოვურ ძარცვაში მეტრომშენებლებთან ერთად ინგა კოროშინაძეც მონაწილეობდა. ოთხივე დაპატიმრებულს 2 მილიონ 301 ათასი მანეთი ამოუღეს. მათ მხოლოდ 69 ათასი მანეთი ჰქონდათ დახარჯული. კოროშინაძე 8 წლით, ზარანდია და მარკოზაშვილი – 12-12 წლით, პავლე დოლიძე კი 15 წლით გამოამწყვდიეს ციხეში და ოთხივეს ქონება ჩამოართვეს.


скачать dle 11.3