კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რომელი თითია ადამიანის ეგოსა და ძალის გამომხატველი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  იმის მიხედვით, თუ რომელ თითზე როგორ ბეჭედს გაიკეთებთ, თქვენ ხსნით ძლიერ პროგრამას, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს ან პირიქით, გააუარესოს თქვენი ცხოვრება. რეკომენდაციებს თემაზე დღეს გაგვიწევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი, ელენე კ.
– ასე რომ, ქალებო, რომელ თითზე გაიკეთებთ ბეჭედს მასზეა დამოკიდებული თქვენი ბედი. უპირველესად, აღვნიშნავ, რომ, გარდა იმისა, მარჯვენა და მარცხენა ხელი ერთმანეთისგან ყოველდღიური ცხოვრებისეული ფუნქციით განსხვავდება, მარჯვენა მამაკაცურ ანუ აქტიურ კიდურად მიიჩნევა და შესაბამისად, სამკაული მასზე ცხოვრების განსაზღვრულ სფეროსა და ასპექტებსაც ააქტიურებს; მარცხენა კი, როგორც ქალური და პასიური, განსაზღვრული ბეჭდების ტარებით, არასასიამოვნო სიტუაციებისა და ენერგიისგან იცავს პატრონს. მნიშვნელობა აქვს ასევე, რა მასალითაა დამზადებული სამკაული – ოქრო, როგორც აქტიური „იანის“ ლითონი, ააქტიურებს ენერგიას, ხოლო ვერცხლი, შესაბამისად „ინია“ და პირიქით, აცხრობს ბობოქარ ვნებებს.
– მაინც რომელ თითზე უნდა გავიკეთოთ ბეჭედი?
– დავიწყოთ ცერით, რომელიც თავის სიმბოლოა. ცერი მარჯვენა ხელზე პასუხისმგებელია ლოგიკასა და მამაკაცურ აზროვნებაზე. შესაბამისად, თუ ამდენს ვერ „ქაჩავთ“, მარჯვენა ხელის ცერზე ოქროს სამკაული ატარეთ, რომელიც ღია, კაშკაშა – წითელი, ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის თვლებით იქნება გაწყობილი. მაგრამ, თუ პირიქით, გინდათ, რომ გაანეიტრალოთ თქვენი პრაგმატულობა, მაშინ მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერზე გაიკეთეთ ვერცხლის ბეჭედი ცივ ფერებში. ეს ხელს უწყობს ინტუიციის ამაღლებას, მედიტირებასა და სულიერ განვითარებას. თუმცა, თუ მარჯვენა ცერზე ვერცხლის ბეჭედი გიკეთიათ, როცა მარცხენაზე ოქროსას ატარებთ, მაშინ ენერგიათა თანხვედრა ინტუიციას აგიმაღლებთ და მისი ნაკარნახევის მატერიალიზებაშიც შეგიწყობთ ხელს. მკვეთრად გაგეზრდებათ შანსი, სულიერმა ძიებამ აღიარება და მატერიალური სარგებელი მოგიტანოთ.
– რას „გვიჩვენებს“ საჩვენებელი თითი?
– ის ჩვენი ეგო და ძალაა. იცით, რატომ არ გვსიამოვნებს, საჩვენებელი თითის ჩვენკენ მოშვერა? – ამ დროს ის ენერგიის უძლიერეს ნაკადს ასხივებს, რომელსაც ჩვენი აურის გარღვევა შეუძლია. ეს მითითებული პიროვნების პირად სივრცეში შეჭრაა, რითაც დისკომფორტი ექმნება. თუ ადამიანი გაცხარებულ გულზე ამბობს რაღაცას და თან, სხვისკენ სწორედ საჩვენებელი თითით უთითებს, ამით მის აურას ხვრეტს და ნეგატიურ პროგრამას უნერგავს. განსაკუთრებით ეს ეხება მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს, აქტიურსა და მამაკაცურს. ამიტომ, თუ მსგავსი გაუაზრებელი ქმედება თქვენთვის უცხო არ არის, უმჯობესია, შეარბილოთ მაინც ენერგიის ასეთი გადინება, თორემ ადრე თუ გვიან, კარმის კანონების მიხედვით, ყველაფერი უკანვე დაგიბრუნდებათ. საკმარისია, საჩვენებელ თითზე ცივი ქვებით გაწყობილი ვერცხლის სამკაული გაიკეთოთ, რომ იმ დაუოკებელი სურვილის ნეიტრალიზებასაც შეძლებთ, თითი ლამის ცხვირში რომ გინდოდათ გეტაკებინათ ვიღაცისთვის. ატარეთ ვერცხლი მარჯვენა ხელის საჩვენებელზე და ამით დაიცავთ სხვებს თქვენი გაუაზრებელი თავდასხმისგან. ასევე, სასარგებლოა ვერცხლი მარცხენა ხელის საჩვენებელზეც, რითაც უკვე საკუთარ თავს იცავთ. ოქრო კი ამ თითზე უმჯობესია, არ ატაროთ. ის როგორც ანტენა, ზემოთ ანუ ზეცისკენაა მიმართული და მთელ სამყაროსთან გვაკავშირებს. ამიტომ, ზეცისკენ თითის გაშვერისას მასზე ვერცხლის ბეჭედიც მოიხსენით და ისე დასვით კითხვა უზენაესისადმი. პასუხს აუცილებლად მიიღებთ.
– ბეჭედს შუათითზე იშვიათად იკეთებენ, რაიმეს უკავშირდება ეს?
– შუათითს შეუძლია კარმული პროგრამების აქტივაცია და ბედის სიურპრიზებსაც გვიმზადებს. შესაბამისად ბეჭედი ამ თითზე სუსტებს უფრო ასუსტებს, ხოლო ძლიერებს – აძლიერებს. ყველაფერი კი ისე უნდა გაკეთდეს, რომ, რაც შეიძლება, მალე შეძლოთ კარმული დავალების შესრულება და განვითარების უფრო მაღალ დონეზე აინაცვლოთ. მაგრამ, თუ თავს ისე გრძნობთ, რომ გამოცდას ვერ გაუძლებთ, უმჯობესია, საერთოდ არ გაიკეთოთ მარჯვენა ხელის ამ თითზე ბეჭედი. მარცხენაზე კი ბეჭედი არათითზე, პირიქით, შეარბილებს კარმული პროგრამის „ალესილ კუთხეებს“, ოღონდ სამკაული მთლიანად ვერცხლის, ან მხოლოდ ცივი თვლებით გაწყობილი უნდა იყოს.
– დარჩა არათითი და ნეკი...
– არათითი პასუხისმგებელია: წარმატებაზე, ოჯახზე, სიყვარულსა და პიროვნების სოციუმში რეალიზებაზე. შესაბამისად, არათითზე აუცილებლად ოქროს სამკაული უნდა ატაროთ, რომ ეს ყველაფერი გააქტიურდეს. მოგეხსენებათ, ნიშნობის ბეჭედსაც ამ თითზე იკეთებენ, ოღონდ მარჯვენა ხელზე. ბეჭდების გაცვლის ენერგეტიკა ღვთიური ენერგიის, ერთმანეთისადმი მიზიდულობის ძალისა და ოქროს სამკაულის კეთილშობილების შერწყმაა, რაც განსაკუთრებულ აქტუალობას სძენს ქორწინებას. ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი კი, პირიქით, პასიურსა და ეგოისტურსაც კი ხდის მის პატრონს ურთიერთობებში. ის სულაც არ ცდილობს, სხვისთვის თავი შეიწუხოს, თუმცა აქეთ კი თხოულობს ყურადღებასა და მზრუნველობას. შემთხვევითი არაა, რომ უმეტესად მამაკაცები ნიშნობისთვის ვერცხლის ბეჭედს ირჩევენ. განქორწინებისას აუცილებელია, ბეჭედი ხელიდან ხელში დაუბრუნოთ პარტნიორს, რითაც ორივეს თავისუფლება გენიჭებათ, ან – მარცხენა ხელის არათითზე გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრება შემდეგშიც არ აგეწყობათ. ბეჭედი მარცხენა ხელზე ანეიტრალებს წინა ქორწინების ენერგიას და გაძლევთ საშუალებას, მალევე შეხვდეთ ახალ პარტნიორს. ხოლო, თუ მას უბრალოდ, ყუთში შეინახავთ, ამით საბოლოოდ დაასრულებთ თქვენს ქორწინებას. რაც შეეხება ნეკს, ის სიმბოლოა: პრაქტიკული გონების, ინტუიციის, კომუნიკაბელურობისა და გულღიაობის. განლაგება კი ასეთია: კარგია მარჯვენა ხელის ნეკზე ოქროს სამკაული, განსაკუთრებით წითელთვლიანი – ეს დაგეხმარებათ, კომერციული ნიჭის განვითარებასა და მოლაპარაკებების მომგებიანად წარმართვაში; ვერცხლის ბეჭედი კი ამ თითზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიკეთეთ, თუ აქტიური ცხოვრებისგან დაიღალეთ და ამოსუთქვის საშუალება გჭირდებათ. ამ დროს გამოგადგებათ, ოქროს საშუალო ვარიანტიც – ვთქვათ, მოოქრული ვერცხლი პლუს მწვანე ქვა, რომელიც აქტიური ცხოვრებისას შესვენებებსაც გულისხმობს, თან ისე, რომ ხელიდან არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვათ. სახიფათოა სამკაულის ტარება მარცხენა ხელის ნეკზე. ამ თითზე ბეჭედს ის იკეთებს, ვინც მზადაა სოციუმის დატოვებისა და თავისუფალი ცხოვრებისთვის, თან მატერიალური მხარდაჭერაც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროში მარტოხელა მგლად დარჩებით.

скачать dle 11.3