კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ჩემმა ქმარმა სამ შვილთან ერთად დამტოვა და საყვარელთან წავიდა

  იმდენად თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ დღესაც ამ დღეში თუ აღმოვჩნდებოდი. ქმარმა სამ შვილთან ერთად დამტოვა და საყვარელთან წავიდა. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი ბრალიცაა. რაც შვილები გავაჩინე, მათზე ვიყავი გადართული და ქმარს, ალბათ, სითბო და სიყვარული დავაკელი. თუმცა, როგორ გადამენაწილებინა დრო, როცა მარტო ვზრდიდი შვილებს, სახლში ყველაფერი მიკრიალებული მქონდა, თავის დროზე – სადილი და ვახშამი, გარეცხილ-დაუთოვებული ტანსაცმელი თუ თეთრეული... მეც მინდოდა, საღამოები ჩემი ქმრის გვერდით სუფთა ჰაერზე გამეტარებინა, მაგრამ განმარტოების საშუალება არ მქონდა. როგორც შეეძლო, თავადაც მეხმარებოდა შვილების გაზრდაში, მაგრამ ბოლო დროს გვიან მოდიოდა, სულ უხასიათოდ იყო, ყველაფერი აღიზიანებდა. ვიფიქრე, გადაიღალა–მეთქი, მაგრამ გულში სხვა რამე ჰქონია. თანამშრომელ გოგოსთან დაუწყია ფლირტი, მერე – შეხვედრები, ბოლოს კი საყვარლები გამხდარან და მე ეს ამბავი ყველაზე ბოლოს გავიგე. კი მაფრთხილებდა ჩემი და: შენმა ქმარმა ისე უცბათ შეიცვალა ხასიათი, რაღაცაშია საქმე და ყურადღებით იყავიო. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ მიმატოვებდა, თან სამ შვილთან ერთად. ხშირად მიფიქრია: რომ მიღალატოს და გავიგო, ალბათ, ვაპატიებ – კაცია, მასაც უნდა გადაპრანჭული ქალის მოფერება. მე სულ საქმეში ვარ, მისთვის ვერ ვიცლი და ამასაც გავუგებ-მეთქი. თუმცა, თუ წავიდოდა, ამას ვერასდროს გავიფიქრებდი. ფაქტია, მობეზრდა ოჯახური აყალმაყალი, სულ ხმაური, მოვალეობა და იმასთან წავიდა, ვინც მხოლოდ მასზე ზრუნავს, ყურადღებას, სითბოს, ალერსსა და კოცნას არ აკლებს. სოციალურ ქსელში დადო ფოტოები, როგორ ერთობიან, დადიან მანქანით სხვადასხვა ადგილებში და ეხუტებიან ერთმანეთს. რომ ვნახე, გული მომიკვდა. შემშურდა იმ გოგოსი, გავბრაზდი საკუთარ თავზე და დავითრგუნე. ღამეები ტირილსა და ფიქრში ვატარებ. ვიცი, ის ჩემთან აღარ დაბრუნდება, მაგრამ მის შესაჩერებლადაც არაფერი გავაკეთე. ან რა უნდა მექნა? კვირაში ერთხელ მოდის ბავშვების სანახავად, მეც მშვიდად მესაუბრება და ფულს მიტოვებს. ჩემთვის ესეც საკმარისია. რომ მიდის, ვხვდები, მისი დაკარგვით რამხელა ტრავმა მივიღე, როგორ მოვკვდი და დავასრულე ცხოვრება. ბავშვები დიდად არ განიცდიან მის წასვლას, რადგან ხშირად გვიან მოდიოდა და ეძინათ, დილითაც იშვიათად ხედავდნენ მამას. შაბათ-კვირას კი სახლიდან გამყავდნენ სასეირნოდ, რომ მას დაესვენა. მე კი საყვარელი ადამიანი, ქმარი, მეგობარი და გვერდით მდგომი, ერთგული მამაკაცი დავკარგე. სამი შვილით გამთხოვებელი არ ვარ. ასე მგონია, სხვა კაცსაც ვერ შევიყვარებ და ცხოვრების ბოლომდე მარტო უნდა ვიყო. მხოლოდ სექსში და მოფერებაში ხომ არ არის საქმე? მინდა ხოლმე, ვინმეს თავი მხარზე დავადო და ჩუმად, უსიტყვოდ გამიგოს. ასეთი ცოლ-ქმარი ვიყავით და ამაზე მწყდება გული. ჩვენზე ბედნიერი წყვილი დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა – ლამაზი შვილები, უზრუნველი ცხოვრება, მშვიდი ურთიერთობა... მაგრამ ეს არ ყოფილა საკმარისი. მიუხედავად ყველაფრისა, კაცს ცოლის მოფერება, კოცნა და ალერსი, სჭირდება და სახლი დალაგებულია თუ არა, ამას ხშირად ყურადღებასაც არ აქცევს. ახლა მეუბნება ჩემი და: ხომ გაფრხილებდი და არ დამიჯერე, მე ხშირად სახლსაც არ ვალაგებ, მაგრამ ქმარს კისერზე ვეკიდები და ამით ბედნიერია. სულ არ აინტერესებს, საწოლის ქვეშ მტვერია თუ ბავშვს მაისურზე ლაქა აქვს, მისთვის მთავარი ჩემი სითბოაო. მართალია, მაგრამ, იმის გამო რომ საყვარელ მამაკაცს ვასიამოვნო, მე შვილებს ვერ მოვაკლებ ყურადღებას.
ქეთი, 36 წლის.
скачать dle 11.3