კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კრიმინალური ტვინი

რეიჩარდ ბლოხი
  ჯო კეინმა ტრაპი ჩაირბინა მაიკს ცივად მიესალმა და „ლიმუზინის“ წინა სავარძლზე მოკალთდა. მანქანა მალე ინგლისური სოფლის გზაზე გავიდა. მაიკი ხვდებოდა, რომ კეინი დაღლილი იქნებოდა. ხუმრობა ხომ არაა მთელი ოკეანის გადმოფრენა. თან, ფრენა განსაკუთრებულად საიდუმლოდ ხორციელდებოდა. მსოფლიო კრიმინალური ორგანიზაციის შექმნის იდეას მაიკ სევიჯი დიდხანს ელოლიავებოდა.
  სახე დაუნდობლად ჭკვიანური ჰქონდა – ეს სიტყვები ყველაზე უკეთ ახასიათებდა ჯო კეინს და ნათელს ხდიდა, რატომ მიაჩნდათ ის ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მსხვილ განგსტერად. მის გარეშე ყველა განზრახვა წარუმატებლობისთვის იყო განწირული. დამნაშავეთა სამყაროს ზვიგენებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ლონდონში უნდა მოეყარათ თავი. მსოფლიო კრიმინალურ ორგანიზაციას ეს დაუნდობელი ამერიკელი უხელმძღვანელებდა, სევიჯმა საკუთარ თავს მხოლოდ მთავარი მრჩეველის როლი არგუნა.                                                 
– ფრთხილად! – იყვირა სევიჯმა, როდესაც წვიმასა და ნისლში შემხვედრი ავტომობილის შუქები დაინახა. მუხრუჭების  ხრჭიალი მეტალის შეჯახების ხმაში ჩაიკარგა. მაიკი წინ გადავარდა. თავი ინსტრუმენტების თაროს დაარტყა. როდესაც მას  გრძნობა დაუბრუნდა საკუთარი მძღოლის სახე დაინახა. უპირველესად კეინი მოიკითხა. მისი  სახე ერთ დიდ,  თეთრ ლაქას ჰგავდა, რომლის ქვედა ნაწილში პირისთვის განკუთვნილი ნახვრეტი მოჩანდა. ბინტებში კიდევ ოთხი ხვრელი იყო ცხვირისთვის და თვალებისთვის.
– ჯერ ლაპარაკი არ შეუძლია. აუხსნა სევიჯს ექიმმა ოგესტმა, – იოგები დაზიანებული აქვს, თუმცა ხმა დაუბრუნდება. რამდენიმე კვირის საქმეა.
ამ ექიმს სევიჯი დიდ ფულს უხდიდა და  იგი ამად ღირდა. სევიჯმა ოგესტი დაარწმუნა, პრაქტიკისთვის თავი დაენებებინა, მთლიანად მასზე ემუშავა და სამედიცინი ტექნიკის ბოლო მიღწევებით აღჭურვილი კლინიკაც მოუწყო.
– თავის ძლიერი ტრამვა ჰქონდა, – უთხრა ექიმმა სევიჯს, – რის შედეგადაც სრული ამნეზია დაემართა. იღბლიანი ყოფილა, რომ გადარჩა. მეხსიერება კი ნელ-ნელა დაუბრუნდება.                                   
– დაგეგმილი დიდი შეხვედრის გადადება მომიწევს, – ამოიოხრა სევიჯმა.
რიტა ფოულიმ, ჯო კეინის საყვარელმა, როგორც კი ის დაბინტული დაინახა, სასოწარკვეთით შეჰკივლა, ხოლო როდესაც გაიგო, რომ ამნეზიაც სჭირდა, ბღავილი მორთო.
– რადგან ჩამოხვედით, – უთხრა ექიმმა, – შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. ფიზიკური კუთხით გამოჯანმრთელების პროცესი ბრწყინვალედ მიდის. მაგრამ ამნეზია როდის გაუვლის, ამის თქმა ძნელია. დასჭირდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავიდან ასწავლის. ქალი სიხარულით დათანხმდა. გავიდა კვირა, შემდეგ მეორე,  რიტა ერთი წუთითაც არ შორდებოდა კეინს. როგორც პატარა ბავშვს, უყვებოდა და უყვებოდა ყველაფერს მისი წარსულის შესახებ, თუ როგორ მიაღწია წარმატებას და დანაშაულებრივი სამყაროს მეფე გახდა. უყვებოდა მისი ჩვევების, საყვარელი ფილმების, ანეკდოტების შესახებ...                   
  რამდენიმე დღეში ჯო კეინმა სიარული დაიწყო. ძალა ყოველდღე უბრუნდებოდა. ექიმი ოგესტი მიიჩნევდა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიდიოდა. ბინტების მოხსნის დროც დადგა. რიტა ძალიან ღელავდა. ჯოს ხომ რამდენიმე მძიმე, პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს. როდესაც რიტამ სახე დაინახა გული წაუვიდა. სრულიად უცნობი მამაკაცი უღიმოდა. ექიმმა ოგესტმა აუხსნა, სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, სრულიად ახალი სახის აწყობა მომიხდაო.                                          
  რიტა ფოული ჯოს ახალ სახეს კი მიეჩვია, მაგრამ ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ მისი საყვარელი კაცი შინაგანადაც შეიცვალა. რიტა ხვდებოდა, რომ მას ყველაფერს არ ეუბნებოდნენ. რიტამ ჯოს თავისი ეჭვები გაანდო. აღმოჩნდა, ჯოც ეჭვობდა, რომ სევიჯი და ოგესტი რაღაცას მალავდნენ.
– გახსოვს რიო? – ჰკითხა რიტამ, – მაშინ ორივენი ძალიან დავთვერით. შენ მარჯვენა ხელზე ჩემი სახელი ამოისვირინგე. ქალმა მარჯვენა ხელზე პერანგის სახელო სწრაფად აუწია და გაკვირვებისგან პირი დააღო. სვირინგი არ იყო.
– შენ ჯო არ ხარ! – შეშინებულმა წამოიძახა რიტა ფოულიმ. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ექიმი ოგესტი და მაიკ სევიჯი შემოვიდნენ.   
– იგი ჯო კეინია, – გაიცინა ედმუნდ ოგესტმა, – უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა. სამწუხაროდ, თავის ქალა ისე იყო დაზიანებული, რომ უძლური აღმოვჩნდი. გამოსავალი ერთი იყო. მილიონიდან ერთი შანსი არსებობდა, მაგრამ არ შემეძლო ის ხელიდან გამეშვა. ტვინი გადავარჩინე. ახლა ის იმ მანქანის მძღოლის, ბარი კოლინზის სხეულშია.                                      
– ეს ასეა, – მხრები აიჩეჩა მაიკ სევიჯმა, – მოწმე ვარ. ჩვენ შემხვედრი მანქანის მძღოლიც აქ მოვიყვანეთ. გულმა უმტყუნა. ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. კეინის სხეული, ბარი კოლინზის სხეულად გავასაღეთ და დავმარხეთ. სახე ისე იყო დაზიანებული, ვერავინ მიხვდა.                                          
– გასაკვირი არაა, რომ არაფერი მახსოვს, – ნელა დააქნია თავი ამერიკელმა, – გაუგებარია, ცოცხალი როგორ დავრჩი. მაგრამ ახლა ყველაფერი მორჩა. მე ისევ თამაშში ვარ.                                                            
– ბოლოს და ბოლოს, თქვენ ისე ალაპარაკდით, როგორც ძველი ჯო კეინი. როგორც ჩანს, ჩვენ ისევ თამაშში ვართ, – გაიღიმა სევიჯმა                                             
  რიტა ფოულის მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მიუხედავად სხვისი სხეულისა, ჯო ძველი კეინი იყო, ისეთივე ჭკვიანი, ცბიერი და დაუნდობელი, როგორც საშინელ ავარიამდე.                       
  ერთ დღესაც კეინის ოთახში ასული რიტა იქაურობას   დააკვირდა და ახლაღა აღმოაჩინა, რომ მას ფანჯარა არ ჰქონდა. მხოლოდ სავინტილაციო ხვრელი იყო. იქვე ხვრელის გვერდზე პატარა მიკროფონიც შენიშნა. რიტამ მაგნიტოფონი ჩართო. ექიმი ოგესტის ხმა გაისმა. ხმა იმეორებდა და იმეორებდა: „შენ ჯო კეინი ხარ… შენ ჯო კეინი ხარ…“
– იპოვე, არა? – რიტა შეშინებული მოტრიალდა. ოთახში ჯო კეინი შემოვიდა.
– იცოდი მაგნიტოფონის შესახებ?
ჯომ თავი დააქნია. მაგიდასთან მივიდა და მაგნიტოფონი გამორთო.                         
– ექიმმა ოგესტმა, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მიამბო. ეს ჰიპნოთერაპიაა. იგი მიიჩნევს, რომ ეს მეხსიერების დაბრუნებას ხელს უწყობს. იგი მას ღამით რთავდა, როდესაც მეძინა. ქალმა თავი დააქნია. მოულოდნელად მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. მაგნიტოფონი ოგესტს მარტო მეხსიერების აღსადგენად არ დასჭირდა.
– ეს ჰიპნოზია. სიმართლე ისაა, რომ შენ... შენ ნამდვილი ბარი კოლინზი ხარ.
– ჭკვიანი გოგო ხარ, – თავი დააქნია კეინმა მცირე პაუზის შემდეგ, – მე ამ დასკვნამდე რამდენიმე დღის წინ მივედი. იმ ღამეს, როდესაც შენ სვირინგის   შესახებ გაიხსენე. რა თქმა უნდა, არანაირი ტვინის გადანერგვა არ მომხდარა. ეს შეუძლებელია. ჯო კეინი ავარიის დროს დაიღუპა. მე კი მხოლოდ ამნეზია დამემართა. რა თქმა უნდა,  სევიჯსა და ოგესტს არ შეეძლოთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. კეინის გარეშე არაფერი გამოუვიდოდათ, ამიტომ გადაწყვიტეს ჩემთვის იმის ჩანერგვა, რომ მე ჯო კეინი ვარ. შენმა ჩამოსვლამ ამათ სულზე მოუსწრო. ამათ არ იცოდნენ, რომ ჩემი მეხსიერება, დროთა განმავლობაში აღდგა. დღეს გამახსენდა, რომ მე ბარი კოლინზი ვარ.                                                                                     
– და რას აპირებ? – ჰკითხა რიტამ.                                              
– არაფერს, – ჩაიცინა ბარიმ, – ყველაფერი ასევე დარჩება. მომეწონა ჯო კეინობა. გაუძლო მილიონების შოვნის ცდუნებას, საკმაოდ ძნელია. თქვენ ტვინი კარგად გამომირეცხეთ. ახლა მე კრიმინალური გენიოსის ტვინი მაქვს.
– სწორედაც, – დაეთანხმა სევიჯი. ის და ოგესტი კარში იდგენენ, – ასე უკეთესიცაა. სპექტაკლი, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდა. უკვე იცი, როგორ უნდა ითამაშო შენი როლი.                                               
– მართალია. მაგრამ მთავარი დაგავიწყდათ. თქვენ მასწავლეთ, რომ ჯო კეინი არანაირ მოწმეს არ ტოვებდა...                                                                          
  კოლინზი თაროზე შემოდებულ ერთ-ერთ ავტომატს დასწვდა... მათი მოკვლა ძნელი არ აღმოჩნდა. გვამები იქვე დატოვა და სასტუმრო ოთახში ავიდა.  მაგიდაზე ქაღალდი იდო, რომელზეც იმ ადამიანის გვარი და ტელეფონის ნომერი ეწერა, ვინც შეხვედრის ორგანიზებაზე აგებდა პასუხს.  მან ნომერი აკრიფა და თქვა:                                              
–  სალამი! ჯო კეინი ვარ.  ჩამოვედი...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3