კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№27 როგორ დაუდო სათავე სტალინმა შავკანიანთა უფლებებისთვის მოძრაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინზე თითქმის ყველაფერია ცნობილი, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ სწორედ საბჭოთა ბელადმა ჩაუყარა საფუძველი ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანთა უფლებებისთვის მოძრაობას, რაც საბოლოოდ  დიდი გამარჯვებით დასრულდა. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი დარია კალაშნიკოვა წერს: „ნახევრად ხუმრობით ვიტყვი (თუმცა ამაში სიმართლის დიდი დოზაა) ამერიკის შეერთებული შტატების ორგზის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სტალინს უნდა უმადლოდეს, რომ ამ უდიდესი ქვეყნის მეთაური გახდა. მავანი, ალბათ, გაიცინებს ამ სიტყვებზე. თუმცა საქმე ისაა, რომ ობამა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ მეოცე საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ფერადკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლები გააქტიურდნენ და ეს ბრძოლა მათი გამარჯვებითა და მოგვიანებით, ობამას ორჯერ გაპრეზიდენტებით დაგვირგვინდა. ამ მოძრაობის დაწყების იდეა კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, იოსებ სტალინს ეკუთვნის და მისივე ძალისხმევით მიეცა დიდი ბიძგი. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სიმართლე უნდა ითქვას, რომ „ცივმა ომმა“ არაერთი პრობლემა გაგვიჩინა და ამის სათავე, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები იყო. თავად უაღრესად პრობლემური ქვეყანა ჩვენთან ეძებდა პრობლემებს და ცდილობდა, ისინი კიდევ უფრო გაეღრმავებინა. შემდგომ კი ეს ამბავი მთელი მსოფლიოსთვის მოედო და ამით ჩვენი პრესტიჟი უკიდურესად შეელახა. 1950 წლის იანვარში, ერთ-ერთი თათბირის დროს, სტალინმა მითხრა:
– ამერიკის შეერთებული შტატები რომ ასე გვიტევს, რაც საკმაოდ წარმატებულადაც გამოსდის და შენი უწყების პრესტიჟს ურტყამს, არ გინდა, საპასუხოდ რამე მოიფიქრო?
– ჩვენ ყოველ ასეთ გამოხდომას საპროტესტო ნოტით ვხვდებით, კობა, – ვუთხარი სტალინს. მას კი ირონიულად ჩაეცინა და მიპასუხა:
– ნოტებით მხოლოდ ქაღალდს ხარჯავთ. მე სერიოზულ აქციას ვგულისხმობ, ისეთს, რომელიც სამართლიანი იქნება, თანაც, შეერთებულ შტატებს კარგად დააზარალებს.
– იდეა გაქვს?
– მაქვს. თათბირის მერე დარჩი და დავილაპარაკოთ.
თათბირის მერე სტალინმა პირისპირ მითხრა:
– შეერთებულ შტატებში შავკანიანები უნდა ავაბუნტოთ. მათ ისე ექცევიან, როგორც საქონლებს, უარესადაც კი. არადა, ოცი მილიონია  და ერთად ამდენი ადამიანი დიდ ძალას წარმოადგენს.
– ცუდი იდეა არაა, – ვთქვი მე.
– მეც ასე ვფიქრობ. ბერიას „შპიკები“ უკვე ეძებენ შესაბამის კანდიდატურას და შენ ამ საქმის  იდეოლოგიურად შეფუთვა და საერთაშორისო დონეზე გამოტანა გევალება, – მითხრა სტალინმა.“
  ბერიას „შპიკებში“ სტალინი საბჭოთა კავშირის ამერიკულ რეზიდენტურას გულისხმობდა და მართლაც, მათ რეკომენდაცია მისცეს „ცენტრს“, რომ 21 წლის მაიკლ (მარტინ) ლუთერ კინგისთვის მიექციათ ყურადღება, რომელიც ქალაქ ჩესტერის სასულიერო სემინარიის სტუდენტი იყო და ადამიანის (ძირითადად, ფერადკანიანთა) უფლებებისთვის ბრძოლაში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა.
მოგვიანებით, მარტინ ლუთერ კინგმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, 1968 წელს კი მოკლეს. თუმცა, ისეთი მძლავრი მოძრაობა დატოვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უკან დაიხია და შავკანიანებმა  თეთრების ანალოგიური უფლებები მიიღეს...
  გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მარტინ ლუთერ კინგი ჩვენებმა ჯერ კარგად დაამუშავეს ამერიკაში და ცოტა თანხაც მისცეს. შემდგომ კი დაითანხმეს, რომ არალეგალურად საბჭოთა კავშირში ჩამოსულიყო და საკუთარი თვალით ენახა სამართლიანი ქვეყანა. 21 წლის კინგი დათანხმდა ამ შემოთავაზებას და 1950 წლის მაისში ოთხი დღით არალეგალურად იმყოფებოდა ჩვენთან“.
სტალინის მითითებით, 21 წლის მომავალ ბაპტისტ ღვთისმეტყველსა და ადამიანის უფლებათა აღიარებულ დამცველს საბჭოურ მიღწევებს აცნობდნენ და დიდ პატივში ჰყავდათ. გამგზავრების წინ კი სტალინს შეხვდა და ერთი საათი ესაუბრა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. კინგი მთელი ცხოვრება აღფრთოვანებული იყო საბჭოთა ბელადით.
  ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მარტინ ლუთერ კინგთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი, სტალინმა სპეციალურად მიმიწვია. იოსებ ბესარიონოვიჩი ტოლ-სწორივით შეხვდა და ესაუბრა. უთხრა, რომ მის ასაკში ისიც (სტალინი) ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძოდა და რომ ამის გამო ციხეშიც ბევრჯერ იჯდა. სტალინმა ამერიკელ სტუმარს ისიც უთხრა, რომ მასავით სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. ერთი სიტყვით, კინგი ისეთი აღფრთოვანებული იყო სტალინის პიროვნებით, რომ ფეხს ითრევდა, წასვლა არ უნდოდა. გამომშვიდობებისას კი კინგი სტალინს გადაეხვია და ისე წავიდა კრემლიდან...“
  კინგმა შეერთებულ შტატებში შავკანიანთა არნახული მოძრაობა ააგორა და რომ იტყვიან, შეარყია ეს ქვეყანა. მართალია, სტალინი ამ ტრიუმფს არ მოესწრო, მაგრამ მის (სტალინის) მიერ ჩაგდებულმა მარცვალმა დიდი შედეგი გამოიღო და წარმატებით დაგვირგვინდა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელი კომუნისტების 65 პროცენტი შავკანიანები იყვნენ და მარქსისტულ-კომუნისტურ იდეებს ავრცელებდნენ. მათ ამაში საბჭოეთიც ეხმარებოდა და სტალინის დოქტრინა მთელი ძალით მუშაობდა.“

скачать dle 11.3