კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ექიმის რჩევები

კითხვა: ჩემმა შვილმა, რომელიც 13 წლის არის, დღეს მითხრა, რომ მისი სასქესო ორგანო არ იზრდება და როგორიც 3-4 წლის წინ ჰქონდა, იგივე ზომის აქვს. რადგან გაბედა და დედას მომმართა, აშკარად განიცდის და ნერვიულობს. დაკომპლექსდება და ამის ძალიან მეშინია. ვის მივმართო, რომ დაგვეხმაროს?
პასუხი: ეს გარდატეხის ასაკში მყოფი ვაჟების პრობლემაა. ისინი ძალიან მგრძნობიარენი ხდებიან სქესობრივი მომწიფების ყოველი ნიუანსისადმი. უხშირეს შემთხვევაში, ეს განცდები გაზვიადებულია და სინამდვილეში, არანაირი პრობლემა არ არსებობს. საინტერესოა, დაეწყო თუ არა სიმაღლის მატება ინტენსიურად, ასევე, შეეცვალა თუ არა ხმა, განუვითარდა თუ არა თმიანობა. თუ ტანი ჯერ არ აუყრია, მაშინ არც წარზიდული ნაწილების (ცხვირი, ყურები, კიდურები, სასქესო ასო) ზრდაა ჯერ დასრულებული. თუ ბავშვს მაინც ეჭვი ეპარება საკუთარ სრულყოფილებაში, შეგიძლიათ ის უროლოგს გაასინჯოთ.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენად საშიშია სოკო და უშლის თუ არა ხელს დაორსულებას?
პასუხი: სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია დაორსულებას ხელს არ უშლის თუ თანდართული არ აქვს სხვა ინფექციები (რაც არცთუ იშვიათია). ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც, მხოლოდ სოკოვანი პათოლოგია იყოს, მკურნალობა დაორსულებამდეა აუცილებელია.
კითხვა: რისი ბრალი შეიძლება, იყოს ხელის არეში, მუცელთან, ხან სხვა ადგილებში პულსაციის შეგრძნება? რამე სერიოზული დაავადების ნიშანი ხომ არ არის? დღეში რამდენიმეჯერ მეორდება.
პასუხი: სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ, ნეიროგენული მიზეზია საფიქრებელი. მაინც უნდა გადამოწმდეს სისხლში კალციუმი, მაგნიუმი და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქცია. სავარაუდოდ, ამ ჩივილს მსუბუქი დამამშვიდებელი მოხსნის.
კითხვა: რომელი დაავადებებით არის გამოწვეული პანიკური შეტევა?
პასუხი: პანიკური შეტევა დამახასიათებელია ფსიქოემოციური წრის მოშლით მიმდინარე დაავადებებისთვის, როგორებიცაა ფსიქოზები და ნევროზები, ასევე, შიზოფრენია, თუმცა შესაძლოა, ძლიერი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, ყოველგვარი დაავადების გარეშეც განვითარდეს.
კითხვა: ცხვირში მარცხენა ნესტოში მქონდა თმა ჩაბრუნებული, რომელმაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიკეთა თავი და ხელი რომ მოვუჭირე სისხლი გამოვიდა, თმა ამოვიღე თუ არა, არ ვიცი, მაგრამ აღარ მტკივა. მგონი, ნელ-ნელა ცხრება, თუმცა ახლა ცხვირის წინა ნაწილი (ქვემოდან) გამისივდა და ხელს რომ ვიდებ მტკივა, მაინტერესებს, როგორ ვუმკურნალო სახლის პირობებში? დაახლოებით 2 კვირის წინ გავიკეთე დეპილაცია და არ ვიცოდი ასეთი შედეგი თუ ექნებოდა.
პასუხი: წაისვით სინტომიცინის მალამო 2-ჯერ დღეში და თუ 2-3 დღეში უკეთესობა არ იქნება, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გარდა ამისა, შეიმოწმეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3