კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხო ჩემი სამშობლოსთვის და ქართველი ხალხისთვის?
პასუხი: სამშობლოსა და ხალხისთვის წაიკითხეთ დილისა და საღამოს ლოცვები და ფსალმუნები. დილის ლოცვებს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. რადგან ყოველდღიურ ყოფაში უძლურები ვართ, დავეხმაროთ ყველა იმას, ვისი დახმარებაც გვინდა, შეგვიძლია, ლოცვით შევეწიოთ მათ. ილოცეთ სამშობლოსთვის და ხალხისთვის, ამით დიდ სიკეთეს მოუტანთ ქვეყანას.
კითხვა: არსებობს თემები, რომლებზე საუბარიც მოძღვართან ძალიან მიმძიმს, ამიტომ აღსარებაზე სრულყოფილად ვერ ვიხსნები. ამაზე ძალიან ვნერვიულობ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: უფალმა მოძღვარი იმიტომ მოგვივლინა, რომ მასთან ყოველი ცოდვა მოვინანიოთ. ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა, თუკი მას აღსარებაში არ ვიტყვით და არ გავთავისუფლდებით მისგან. ყოველი ადამიანი სცოდავს და აღსარება ღმერთმა სწორედ იმიტომ დააწესა, რომ ცოდვებისგან გავთავისუფლდეთ და არა იმიტომ, რომ თავი მოვიწონოთ და ლამაზი სიტყვები ვთქვათ. თანაც, უფალმა ხომ ისედაც იცის ჩვენი ყოველი შეცოდების შესახებ, უბრალოდ, მას სურს, რომ თავმდაბლობით ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და ვებრძოლოთ მათ. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ კონკრეტული მოძღვარი გაბრკოლებთ და მასთან ვერ იხსნებით, შეარჩიეთ ისეთი მოძღვარი, ვინც უფრო მისაღებია თქვენთვის და ცოდვები მას გაუმხილეთ.
კითხვა: როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექი,  თავდაპირველად ყველაფერს ხალისით ვაკეთებდი – ვლოცულობდი, ვმარხულობდი, აღსარებას ვამბობდი, ვეზიარებოდი. ახლა თითქოს რაღაც შეიცვალა და გულგრილი გავხდი. რა ხდება ჩემს თავს?
პასუხი: ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისში ადამიანი უანგაროდ და უშრომელად იღებს ღვთის მადლს, რაც  ადამიანს პირველ ეტაპზე უადვილებს ქრისტიანულ ცხოვრებას, რათა არ დაფრთხეს და ეს ყოველივე არ ეძნელოს. მეორე ეტაპზე კი ადამიანმა ეს მადლი თავად უნდა მოიხვეჭოს და ამას შეძლებს კიდევაც ღვთის მცნებათა დაცვით, საკუთარი თავის იძულებით და დაუღალავი ღვაწლით. ამიტომ არის ქრისტიანული ცხოვრება რთული, თუმცა ჭეშმარიტების გზაზე შემდგართათვის, თუ მათი რწმენა ურყევია, რთული არაფერია.
კითხვა: ვიცი, რომ თვითმკვლელისთვის ეკლესია არ ლოცულობს, მას არც წესს უგებენ და არც ლოცვებში იხსენიებენ. ჩემი აზრით, ეს არასწორია, რადგან ასეთი ადამიანის სულიც ხომ ითხოვს შველას. როგორ ვაქციოთ მას ზურგი?
პასუხი: გააჩნია, რა მიზეზით ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა. თუ ეს აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა ან ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანია, მაშინ მასზე ეკლესია ლოცულობს და წესსაც უგებს, მაგრამ როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს უფალს, კარგავს ღვთის რწმენას, იმედს და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ადამიანის ცხონება და გადარჩენა მისივე მონაწილეობით ხდება. ასეთი ადამიანის სახელზე მხოლოდ მოწყალების გაღება შეგიძლიათ.
скачать dle 11.3