კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მარხვა და დიეტა

  ბერს ხშირად უხდებოდა პასუხის გაცემა სხვადასხვა პროვოკაციულ კითხვაზე, რომელიც მარხვას ეხებოდა. ერთხელ მას ჰკითხეს:
– გერონდა, ვინ იცავს მარხვას უკეთ: ის, ვინც ჭამს ორ თეფშ ლობიოს უკარაქოდ, ჰალვას და ასე შემდეგ, თუ ის, ვინც მხოლოდ ერთ თოხლო კვერცხს მიირთმევს?
– პირველი! მეორე, უბრალოდ, დიეტას იცავს.
შემდეგ მამა ეპიფანემ განმარტა:
– მარხვას ორი მიზანი აქვს: სხეულისთვის ეს არის თავშეკავების ღვაწლი, რაც გამოიხატება საკვების შეზღუდვაში, და სულიერი ღვაწლი, რაც საეკლესიო დადგენილებებისადმი დაქვემდებარებას გულისხმობს. ის, ვინც მარხვის დროს ერთ კვერცხს მიირთმევს ავადმყოფობის მიზეზის გარეშე, რა თქმა უნდა, არღვევს საეკლესიო მცნებას. ეს ეხებათ მათაც, რომლებიც ცდილობენ სრულფასოვანი და ნაირგვარი დიეტის დაცვას და ჭამენ ბოსტნეულსა და პარკოსნებს სამშაბათობითა და ხუთშაბათობით, ხოლო ოთხშაბათობითა და პარასკეობით – სახსნილო საკვებს. უბრალოდ, გამაღიზიანებელია ეკლესიისადმი ასეთი აგდებითი დამოკიდებულება – ნუთუ არ შეუძლიათ, თავიანთი დიეტა სამარხვო დიეტებს მიუსადაგონ. როგორც ვხედავთ, აქ იკვეთება საეკლესიო დადგენილებების სრული არცოდნა და მათდამი გულგრილობა, თუ არა  უარესი რამ – სატანისეული ქედმაღლობა. საჭიროა პირიქით მოქცევა: სამშაბათობითა და ხუთშაბათობით მიირთვა სახსნილო, ოთხშაბათობითა და პარასკეობით კი – სამარხვო. ამ შემთხვევაში არც მარხვა იქნება უგულებელყოფილი და არც დიეტას დაუშავდება რამე.
რასაკვირველია, მამა ეპიფანე არ იწონებდა არც სამარხვო საკვებისადმი თავშეუკავებლობას და არც მდიდრულ და დახვეწილ სამარხვო კერძებს. იგი ყოველთვის ურჩევდა მონაზვნებსაც და ერისკაცებსაც: დაეცვათ ზომიერება ჭამაში როგორც მარხვის, ისე ჩვეულებრივ დღეებში. იქვე აღნიშნავდა, რომ მრავალი ერისკაცი საკვების მიღებისგან თავს იკავებს არა ავადმყოფობის გამო, არამედ „ფიგურის შესანარჩუნებლად“.
მარხვა და სახელობის დღე
  ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა სახელობის დღეს მოსულ სტუმრებს მივართვათ სახსნილო საჭმელი, თუ ამ დღეს მარხვაა. მამა ეპიფანე ყოველთვის ამბობდა, რომ სტუმართმოყვარეობა დიდი სათნოებაა და მისი უგულებელყოფა მარხვის დროსაც კი არ შეიძლება, მაგრამ სუფრაზე ამ დროს მხოლოდ სამარხვო საკვები უნდა მივიტანოთ. რასაკვირველია, დღესასწაულებისა და სტუმრების მიღების დღეებში საჭმელი შეიძლება, უფრო დახვეწილი და გემრიელი მომზადდეს, მაგრამ ის აუცილებლად სამარხვო უნდა იყოს.
არქიმანდრიტი ეპიფანე
თეოდოროპულოსი
скачать dle 11.3