კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№27 ზოგჯერ ქალი მიდის

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

ზოგჯერ ქალი მიდის... იმიტომ არა, რომ აღარ უყვარს, არამედ იმიტომ, რომ გაიგოს, რამდენად უყვართ ის.
 * მიდის, რომ მამაკაცი  გამოაფხიზლოს;
 * რომ მამაკაცმა გააცნობიეროს, რამდენად საჭიროა ის მისთვის;
 უნდა იცოდეთ, რომ  ქალი არასოდეს წავა მიზეზის გარეშე. მით უმეტეს, როცა შეყვარებულია. ასე მხოლოდ განებივრებული ერთეულები იქცევიან. თუ მამაკაცი უკვე „ექსია“, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ დააფასა, ვერ გამოხატა საკმაო სითბო და სიყვარული, ვერ გაიგო ქალის გულისთქმა, მისი გრძნობები და სურვილები. და რაც ყველაზე მთავარია,  მამაკაცმა ვერ შეძლო, დაენახვებინა ქალისთვის, რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი!
 ქალი არასოდეს მოინდომებს მიატოვოს ისეთი მამაკაცი, რომელიც ამ ყველაფერს აგრძნობინებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მას უყვარს ეს მამაკაცი.
 მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ...
* შეყვარებულ ქალს ბევრი რამის პატიება შეუძლია. ძალიან ბევრის და მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს ყოველდღე. თუ მამაკაცს ნამდვილად სჭირდება ქალი, უნდა გააცნობიეროს, რომ ქალი არასოდეს გაჩერდება დიდხანს იქ, სადაც ის  არ უყვართ და სადაც მისი დაკარგვის არ ეშინიათ.
* ოცჯერ რომ გაგაგდოთ, ოცდამეერთედ მიდით მასთან. თუ ყვავილებს არ მიიღებს, რამე დაუწერეთ ფანჯრების წინ. თუ შეხვედრაზე უარს გეტყვით, მის მეგობარს სთხოვეთ როგორმე გამოიყვანოს სახლიდან და გააოცეთ თქვენი გამოჩენით. რამე ისეთი გააკეთეთ, რომ პატიების გარდა სხვა გზა აღარ დარჩეს. თუ ხელებს ჩამოუშვებთ და არაფერს გააკეთებთ, ეს მხოლოდ დაარწმუნებს იმაში, რომ სწორად მოიქცა, როცა მიგატოვათ.
 * როგორ შეიძლება თქვენი პრინციპები და ჩვევები, რომლებიც მას ტკივილს აყენებს, საყვარელ ადამიანზე მნიშვნელოვანი იყოს.
 * იქ, სადაც სიამაყეა, სიყვარული არ არის. ხოლო თუ სიყვარულია, ეცადეთ, არ დაკარგოთ ის. სიყვარულის ღირსი არის ის, ვინც არ ნებდება. რაც შეიძლება ხშირად აჩუქეთ თქვენს საყვარელ ქალს შეგრძნება იმისა, რომ ის თქვენთვის სასურველი, ერთადერთი და განუმეორებელია!  
და ვინ თქვა, რომ სიყვარული მარტივია?!

„მოვიპატიჟოთ“
    სიყვარული

სიყვარული უსაზღვროა და ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როდესაც გააცნობიერებთ და ამას ნამდვილად შეიგრძნობთ, მიხვდებით,  რომ სიყვარულის მოზიდვა არც ისეთი ადვილი ყოფილა.
* მიიღეთ და იყავით მადლიერი იმ სიყვარულის, რომელიც უკვე არსებობს თქვენს ცხოვრებაში. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, მიიღოთ უკვე არსებული სიყვარული და მთელი გულითა და სულით იყოთ მისი მადლიერი.  ეს სულაც არ არის რთული. საკმარისია, მიმოიხედოთ გარშემო და სიყვარულს მართლა შეიგრძნობთ. ის ახლოსაა, ის თქვენ ირგვლივაა. მადლიერმა უნდა გაიხსენოთ ყველა, ვისაც უყვარხართ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინაა ის. თქვენი კოლეგა, საუკეთესო მეგობარი, უბრალოდ, გადაუხადეთ მადლობა მათ  – ენერგეტიკულ დონეზე, გულში, ფიქრებით, გულწრფელად.
* ნუ იქნებით პასიური და ინერტული. გაუწოდეთ ხელი პირველმა. სამყარო ყოველდღე გაძლევთ შანსს, შეხვდეთ სხვა ადამიანს, შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა, შეიგრძნოთ ამ ადამიანების ზრუნვა და სითბო.  მიიღეთ გამოწვდილი ხელი და მიეცით უფლება სხვას, უყვარდეთ.
* ნუ გეშინიათ, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან.
აინშტაინმა ერთხელ თქვა: „სისულელეა, აკეთო ყოველდღე ერთი და იგივე და ელოდო სხვა შედეგს“. როდესაც გეჩვენებათ, რომ არავის უყვარხართ, არ გამჩნევენ და არ გჩუქნიან სითბოს, ეს ნიშნავს ერთს: უნდა მოიქცეთ სხვანაირად და სასურველია, თუ ამას  დღესვე   იზამთ.  შეცვალეთ  რუტინა. ჩაეწერეთ რაიმეს შემსწავლელ კურსებზე, წადით რომელიმე დაანონსებულ საღამოზე. მთავარია, გააკეთოთ რაღაც ისეთი, რაც ჯერ არ გაგიკეთებიათ. ყველა შემთხვევაში, გამოძვრებით თქვენი თბილი, მაგრამ მოსაწყენი კომფორტის ზონიდან. კომფორტის ზონიდან გამოსვლის შემთხვევაში, გაგიჩნდებათ შანსი, შეხვდეთ თქვენს სიყვარულს.
* გიყვარდეთ საკუთარი თავი. წარმოუდგენელია, შეგიყვაროთ ვინმემ ან თავად გასცემდეთ სიყვარულს, თუ არ შეიყვარებთ საკუთარ მეს.  საკუთარი თავის სიყვარული არის, აკეთოთ ის, რაც გგონიათ, რომ თქვენი თავისთვის სასარგებლოა და სწორი.
* იყავით კეთილი. ნამდვილი, გულწრფელი სიკეთე – ეს სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოხატულებაა. ეს ნიშნავს, აჩუქო სხვას შენი თავი,  რათა გახადო მისი ცხოვრება უფრო ადვილი. ჩვენ თავად უნდა გვსურდეს, შევიტანოთ სიკეთე სხვის ცხოვრებაში ისე, რომ არ დაველოდოთ დღესასწულებს. ვუთხრათ ადამიანებს კომპლიმენტები, ვაჩუქოთ სითბო და სიკეთე ხალხს და სამყარო მას ათმაგად დაგვიბრუნებს.
* გაუშვით წარსული სინანულის გარეშე და დაივიწყეთ – ყველა ჩვენგანს აქვს ერთი სევდიანი ისტორია სიყვარულზე, რის მერეც გვიჭირს კვლავ მივიღოთ და გვჯეროდეს ახალი სიყვარულის. ეჭვი გვეპარება, შევძლებთ თუ არა. ახალი სიყვარული ვერ მოვა თქვენს ცხოვრებაში, თუ არ გაუშვებთ ძველს. ის, რომ თქვენ ოდესღაც წარსულში გული გაგიტეხეს, ნიშნავს ერთს, თქვენ მზად უნდა იყოთ კვლავ გიყვარდეთ და იყოთ საყვარელი მისთვის. გახსოვდეთ, სიყვარული კი  მოდის ჩვენთან, მაგრამ  ხშირად ჩვენ არ ვართ მზად მის მისაღებად.
скачать dle 11.3