კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როდის იწყება ცოლ-ქმარს შორის ისეთი პროცესები, როცა ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს გრძნობენ

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  რა ვიცით ცოლქმრულ ურთიერთობაზე  მაშინ, როცა ჯერ კიდევ შეყვარებულები გვქვია და ოჯახის შესაქმნელად ვემზადებით. რა ვიცით ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ღალატზე, განშორებაზე და რას ვაკეთებთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა ის ჩიხში შედის, ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს ვგრძნობთ და ამას საგანგაშოდ არ აღვიქვამთ, სანამ არ დადგება მომენტი, როცა უკვე შეუძლებელია, რამე შევცვალოთ..
  მაკა (35 წლის): სიყვარული, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, ღალატი, განშორება... რეალურად ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ამ ყველაფერზე. ვმოქმედებთ გულის კარნახით და როცა  გულს გვტკენენ,  რაღაც პერიოდის შემდეგ სიყვარულიც ქრება. ყველას წაგვიკითხავს, რომ  სიყვარული არის ამოუცნობი მიზიდულობა ორ ადამიანს შორის.  მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ სიყვარული 4 წელი გრძელდება. მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ  ის, რაც 3-დან 5 წლამდე გრძელდება, არის ვნება და გარკვეული დროის შემდეგ, შეჩვევასთან ერთად, შეიძლება გაქრეს. სწორედ ეს იწვევს პრობლემებს.
– ალბათ, იმ კრიზისულ პერიოდებზე საუბრობთ, კონკრეტულ პერიოდებში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში  რომ დგება ხოლმე?
– კრიზისული პერიოდები ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს – ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ, შვიდი წლის შემდეგ და თუნდაც 24 წლის შემდეგაც. მე ამას საკუთარი გამოცდილებით მივხვდი. ეს არის მომენტი, როცა რაღაც განახლებას ითხოვს. შესაბამისად, ხშირად უნდა გადახედო ურთიერთობას და სიახლეები უნდა შეიტანო.
– რისი გაკეთებაა საჭირო?
– დავუშვათ, ხვდები, რომ  ვნება განელდა, ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა იზრუნოს ურთიერთობაში სიახლეების შეტანაზე  და თუ ამას ცოლი არ გააკეთებს, გააკეთებს ქმარი, თანაც ისე, რომ ნამდვილად არ მოეწონება მის მეუღლეს. ცოლმა უნდა იფიქროს იმაზე, როგორ  გამოავლინოს ახლებური ხედვა ან თვითონ გახდეს პარტნიორისთვის რაღაცით განსხვავებული... კაცის ბუნება ძალიან მრავალფეროვანია. როცა ოჯახს ქმნი, ბევრი რამე ჩარჩოებში ექცევა... როგორი  ბრძენივით ვლაპარაკობ?!  მაგრამ ქმართან ურთიერთობაში ისეთი კრიზისი შემექმნა, რომ ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო. მაგალითად, ყველასთვის ნაცნობი ფაქტია ის, რომ ქალი, ხშირ შემთხვევაში, დიასახლისის როლს ირგებს. ამაში ცუდი რა არის, მაგრამ მოსაწყენია და პირველ რიგში, კაცისთვის.     მოწყენილი კაცი კი ადვილად დანებდება ღალატის ცდუნებას.
–  მამაკაცები მსუბუქ ფლირტსა და შემთხვევით რომანს ღალატს არ ეძახიან.
– ღალატი ნებისმიერ შემთხვევაში ღალატია, უბრალოდ, ფორმა და შინაარსი შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული. ქორწინების დღეს  კი გინდა, დარწმუნებული იყო იმაში, რომ  მთელი ცხოვრება ერთმანეთის ერთგულები იქნებით. მაგრამ გადის დრო და ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში ჩნდება საცდუნებელი მომენტები. რომელსაც  ზოგი უძლებს, ზოგი ვერა. სისულელეა იმის თქმა, რომ ქალი და მამაკაცი სხვანაირად არიან მოწყობილები. კაცი ოჯახის ტვინია, ხოლო ქალი – გული. შესაბამისად, კაცის ღალატი პრაგმატულია, ხოლო ქალის – გრძნობებზეა დამყარებული. მაგრამ თუ ატყობთ, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგიცივდათ, წუწუნი ვერ გიშველით. ვერც ქმრის მიმართ გამოთქმული, თუნდაც, სამართლიანი საყვედურები. სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები.
– შესაძლებელია თუ არა, რომ ერთდროულად ორი ან მეტი ადამიანი გიყვარდეს?
– როგორ არის იცით? ჩვენ ხომ იშვიათად ვიყვარებთ რეალურ ადამიანს. თვალები მხოლოდ ქორწინების მერე აგვეხილება ხოლმე.  მანამდე ჩვენ მიერ შექმნილი იდეალი გვიყვარს და მერე, როცა ვამჩნევთ, რომ ამ  იდეალს რაღაც თვისება აკლია, შეიძლება, იმ თვისების ძიება სხვაში დავიწყოთ. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ფლირტი ბუნებრივი მდგომარეობაა. ასეთ ადამიანს ვერ მოსთხოვ, იყოს სერიოზული. ფლირტი ღალატი არაა, მაგრამ დაწყებული ფლირტი უკვე რაღაცის მოთხოვნილების გამოვლინებაა... და ეს სწორედ ის მოთხოვნილებაა, რასაც გაცივებული ურთიერთობა იწვევს. მერე  დაკარგულ ადამიანზე სინანული უკვე გვიანია. აქამდე არ უნდა მიხვიდე. ნუ ელოდებით, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ტყუილად და კარგავთ დროს, თავისთავად არაფერი მოხდება.
–  ცოლქმრობა ადამიანებს ერთმანეთის საკუთრებად  არ  აქცევს?
– თუ საკუთრება გახდი, ესე იგი, დამოუკიდებლად არსებობას წყვეტ ცოლქმრობა არ არის საკუთრება. ცოლქმრობა ურთიერთშეთანხმებაზე დამყარებული ურთიერთობა უნდა იყოს, საერთო მიზნებით, საერთო შვილებითა და საერთო საზრუნავით. როცა ცოლ-ქმარი გადაღლილია, ხშირად ვერ გრძნობენ, რომ მათ შორის რაღაც დარჩა და საკმარისია, ცოტა ხნით დასცილდნენ ერთმანეთს, დაისვენონ ერთმანეთისგან, რომ კვლავ ჩნდება გრძნობა. მე ეს შეგნებულად კი არა, იძულებით გავაკეთე. ერთმანეთი რომ არ დაგვეხოცა, დროებით განვცალკევდით... მოვასწარით. არ მოხდა  ურთიერთობის გაფუჭება, ამით ის გადავარჩინეთ.   
– ანუ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ერთმანეთისგან დასვენებაა საჭირო?
– პაუზების აღება საჭიროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წყვილი ერთმანეთის მიმართ ვეღარაფერს გრძნობს. ამ დროს მათ სჭირდებათ რაღაც, რაც გამოაფხიზლებთ და გრძნობებს გაუძლიერებთ. ცოლქმრული ურთიერთობისთვის პერიოდულად დასვენება აუცილებელი  ყოფილა.

скачать dle 11.3