კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ დარჩა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში მოსარჯულებელ ადგილად მხოლოდ საქართველო და რატომ შეირჩა გავრილოვი საქართველოში სპეცოპერაციის ჩასატარებლად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, თითქოს დონალდ ტრამპმა რუსეთს დაუთმო საქართველო, ანუ მთლიანად სამხრეთ კავკასია. ცხადია, წყარო ასპროცენტიანად სანდო ვერ იქნება, რადგან ამ ტიპის ინფორმაცია ხშირად კბილის მოსინჯვის, ანუ საზოგადოებრივი აზრის გასაგებად ვრცელდება, არც ისაა გამორიცხული, რომ იმავე საზოგადოებრივი აზრის მოსამზადებლად. თუმცა პირადად მე სხვა ვერსია მაქვს: სანამ მხარეები, ტრამპი და პუტინი, მოსალაპარაკებლად, ანუ სავაჭროდ დასხდებიან, ბუნებრივია, ეცდებიან, რაც შეიძლება, უკეთესი პირობებით წარდგნენ ერთმანეთის წინაშე და, ამდენად, რფ-ისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის დემონსტრირება (აღარ მოვყვები, რა მოჰყვა და მოჰყვება ერთი გავრილოვის ერთ სავარძელში ჩაჯდომას), იმისთვის, რომ უფრო მეტი ერგოს გავლენის სფეროდ. სწორედ გავლენის სფეროების მოსალოდნელ გადანაწილებაზე ვისაუბრებთ ვახტანგ მაისაიასთან ერთად.
  ვახტანგ მაისაია: ჩემი აზრით, ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის შედის გადამწყვეტ ფაზაში. რუსეთმა ნელ-ნელა მოახერხა სამხრეთ კავკასიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. შეგახსენებთ, რომ სომხეთში სერჟ სარგისიანის რეჟიმი მას უქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და, მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვა ფონი იყო, მაინც გამოიყენა საკუთარი ინტერესებისთვის და სომხეთში დღეს, საგარეო პოლიტიკური კუთხით, მისთვის სასურველი ხელისუფლებაა. აზერბაიჯანშიც შეძლო თავისი გავლენების გაძლიერება – დღეს აზერბაიჯანი წარმოადგენს რუსული გავლენის მნიშვნელოვან საყრდენ ქვეყანას. აზერბაიჯანის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავდა წევრობას კოლექტიური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციაში, საკმაოდ აქტიურად მიისწრაფვის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისკენ. პლუს, შეიქმნა არაფორმალური გაერთიანება: რუსეთი-აზებაიჯანი-ირანი, რომელიც, ფაქტობრივად, ცდილობს, ჩინეთიდან წამოსული ტვირთების კონცენტრაციასა და გადანაწილებას ისე, რომ საქართველო და სომხეთიც თამაშგარეთ აღმოჩნდნენ. ამიტომ რუსეთს მოსარჯულებელ არეალად დარჩა საქართველო, რომლის „ნატოსკენ“ სწრაფვა აღიზიანებს. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ პირად შეურაცხყოფას პუტინი არავის პატიობს, ასეთია მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი. გავიხსენოთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია, ბორის ნემცოვი ლიკვიდირებულები იყვნენ პუტინის კრიტიკის გამო, იმიტომ რომ, მისი აზრით, მიუღებლად აკრიტიკებდნენ. ბორის ნემცოვი კრემლიდან 50 მეტრში ჩაცხრილეს, ესეც სიმბოლური ჟესტი იყო, პოლიტკოვსკაია მოკლეს პუტინის დაბადების დღეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პუტინი გულჩათხრობილი პიროვნებაა, სოციოპათიური ბუნება აქვს და ვერ იტანს არათუ შეურაცხყოფას, კრიტიკასაც კი. პუტინმა ეს თვისებები გამოავლინა და, როგორც კი, საქართველოში სავსებით ბუნებრივად დაიწყო პუტინის არაკორექტული მოხსენიება, რბილად რომ ვთქვათ, მეორე დღესვე გამოაცხადა ეკონომიკური ომი.
– ვერ დავიჯერებ, რომ პუტინი მოქმედებს სიბრაზის მიხედვით, ჩემი აზრით, ის მოქმედებს გეგმით.
– ერთი მეორეს ხელს არ უშლის. გავრილოვის ვიზიტისთანავე ვთქვი, რომ ეს იყო მრავალწახნაგოვანი, კარგად დადგმული სტრატეგიული ოპერაცია. რუსები ასეთი ოპერაციების დადგმის დიდოსტატები არიან. სტალინის პერიოდიდან მოყოლებული, რამდენიმე ასეთი მრავალწახნაგოვანი ოპერაციის გახსენება შემიძლია. ბუნებრივია, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა. რუსეთმა მიაღწია საქართველოში პოლიტიკურ ქაოსს, რაც სავსებით საკმარისია მისთვის თავისი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გავრილოვის, მე ვიტყოდი, ჰიბრიდული ჩამოსვლა კარგად დაიგეგმა. ფაქტია, რომ გავრილოვმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად განახორციელეს საქართველოს გადატრიალების მცდელობა მონტენეგროს სცენარის მიხედვით, მონტენეგროშიც იგივე ხდებოდა. სხვათა შორის, გავრილოვი პროფესიონალი მზვერავია. 2012 წელს დაჯილდოვდა სამშობლოსთვის გაწეული დამსახურებისთვის, რომელიც საბრძოლო ჯილდოა და მას ადამიანი იღებს, თუ მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციაში და ძალიან საინტერესოა, რა საბრძოლო ოპერაციაში მიიღო გავრილოვმა მონაწილეობა 2004-2012 წლებში. მანამდე ის იყო წევრი როდიონოვისა და ლებედის ორგანიზაციის – „კონგრეს რუსსკიხ ობშინ“?!
– ლებედის მემუარებში თავს, რომელიც ეხება 9 აპრილს, ჰქვია, „ბესპორიადკი ვ ტბილისი“ და მივაქციე ყურადღება, რომ რუსული მედია სწორედ ამ ფრაზას იყენებს სათაურებად.
– ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი ამოცანა, დანარჩენი პროცესი მათ აღარ აინტერესებთ, ანუ, როდესაც სპეცსამსახურის დონეზე აღწევ ტაქტიკურ ამოცანას, რაც კარგად ჯდება რეგიონული გეოპოლიტიკური ამოცანების კონტექსტში. იმიტომ რომ სპეცსამსახურები განიხილება, როგორც ტაქტიკური ამოცანების შესრულების ინსტრუმენტი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. გავრილოვის დაჯილდოება საბრძოლო ჯილდოთი მიანიშნებს, რომ ის დაზვერვის კადრის ოფიცერია. არ ვიცი, საგარეოა თუ სამხედრო დაზვერვა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მან 2012 წელს კარიერა გააგრძელა მზვერავებისთვის საინტერესო სამხედრო-სამრეწველო სფეროში. ის გახდა „მიგ 29“ კორპორაციის გენერალური მდივნის მთავარი მრჩეველი. როდესაც მზვერავები გადიან საკადრო რეზერვში, ისინი მსგავს თანამდებობებს იკავებენ. ერთი სიტყვით, გავრილოვი პროფესიონალი მზვერავია და, თუ საქართველოში  მზვერავ გავრილოვის ჩამოსვლამ გამოიწვია მღელვარება, რამდენიმე წლის წინათ მონტენეგროში, იცით, რამ, გამოიწვია მღელვარება?! საგარეო დაზვერვის დირექტორის, ლებედევის, ჩასვლამ. ესეც სიმპტომატურია. ანუ, მართალია, რუსეთმა მონტენეგროში შეძლო არეულობის მოწყობა, მთავრობა დაამხო, თუმცა მთავარი ამოცანა ვერ შეასულა, მონტენეგრო მაინც გახდა „ნატოს“ წევრი სახელმწიფო, ოღონდ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოახერხეს ის, რომ მონტენეგროს მთავარი ეკონომიკური ბასტიონი, ალუმინის გადამამუშავებელი ქარხანა რუს ოლიგარქ დერიპასკას დარჩა და ამით რუსეთმა, თუმცა გეოსტრატეგიული მიზანი დათმო, გეოეკონომიკურ მიზანს მაინც მიაღწია და შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია ალუმინის მწარმოებლებს შორის. მით უმეტეს, რომ ბალკანეთი რუსეთისთვის არ წარმოადგენს გეოსტრატეგიული ინტერესების სივრცეს, იქ გეოეკონომიკური ინტერესების დაცვაც საკმარისი იყო, რადგან ბალკანეთი „ნატოსა“ და აშშ-სთვის, ფაქტობრივად, გავლენის პრივილეგიური ზონაა  მაგრამ, სამაგიეროდ, კავკასიაში პირიქითაა. აქ რუსეთი ყველაფერზე წავა, რომ გეოპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს და გეოეკონომიკური პოზიციებიც გაიმაგროს.
– გასაგებია, არეულობა რუსეთისთვის ხელსაყრელია, იკარგება დრო, იხარჯება ენერგია და ჩვენი სახელმწიფოსთვის მთავარი ამოცანები რჩება ყურადღების მიღმა.
– რუსეთმა შექმნა საქართველოში ქაოსი და ეს ძალიან წააგავს ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევას. დააკვირდით: ამერიკაში რუსეთის სპეცსამსახურების ჰიბრიდული შეტევის მიზანი ის კი არ იყო, რომ მათთვის სასურველი რომელიმე პოლიტიკური ძალა გაეყვანათ, არამედ ამერიკული პოლიტიკური სისტემისთვის მიეყენებინათ ისეთი დარტყმა, რომ არეულიყო და ქაოსი გამოეწვიათ, რაც მოახერხეს, იმიტომ რომ ამერიკის ჰომოგენური სისტემა, ფაქტობრივად, დაიშალა. მიულერის კომისიამაც ეს დასკვნა დადო: მათ არ უთქვამთ, რომ ტრამპი იყო ტროას ცხენი, მაგრამ თქვა, რომ რუსეთის მიზანი იყო ქაოსის შექმნა. ამერიკაში ქაოსის შექმნა, საქართველოში ქაოსის შექმნა და შემდეგ ამ მართულ ქაოსში საკუთარი ინტერესების გატარება.
– რა ამის პასუხია და, „იზვესტიაში“ ვიღაც წერს ნინო ხაჩიძის ფსევდონიმით ანტიქართული შინაარსის სტატიებს. რამდენჯერმე მივწერე რედაქციას, გამეგო, ვინ არის რეალური ავტორი, ცხადია, არ მპასუხობენ. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ დონეზე მუშაობენ.
– ეს პროპაგანდისტული ომის ნაწილია.
– ანუ ოპერაცია „გავრილოვით“ აჩვენებს აშშ-ს, ვინ არის მასპინძელი რეგიონში?
– ბუნებრივია. გაჩნდა საინტერესო ინფორმაცია რუსულ სამხედრო საიტზე, რომ ამა წლის 14 ივნისს, არ ვიცი, რამდენად მართალია, ერთმანეთს შეხვდნენ აბაშიძე და კარასინი, მორიგი შეხვედრა უნდა შემდგარიყო პრაღაში, სადაც უნდა განხილულიყო რუსი ექსერტებისა და სპეციალისტების ჩამოსვლა საქართველოში და ლუგარის ლაბორატორიის მონახულება. ამ მოვლენის ფონზე ეს ვიზიტი ჩაიშალა და, ასევე, გაჩნდა საინტერესო ინსინუაციები, რომ, თურმე, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში, ფორთოხლებში აშხაპუნებენ ბიოლოგიურ პრეპარატებს, ეს ფორთოხალი კი შედის რუსეთში, ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, ორი მზვერავი ჩამოვიდა საქართველოში, აიღეს ნიმუშები და ამის საფუძველზე რუსებმა გაშიფრეს ამერიკელების „მზაკვრული“ გეგმები. მთავარი ის არის, რომ აქ რუსი მზვერავები ჩამოსულან და ინფორმაცია მოუპოვებიათ და არა „ათას ერთი ღამის“ ნარატივი. მინდა, გითხრათ, რუსი ტურისტების ჩამოსვლა და რუსი აგენტურის მოქმედება, საფრთხეს გვიქმნის.
– ხომ გასაგებია, რომ ტურისტებს, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან, შემოჰყვებიან მზვერავებიც.
– მონტენეგროში რუსეთის სამხედრო დაზვერვის გამოცდილი მზვერავები ჩადიოდნენ ვითომ ტურისტებად და იქ ამზადებდნენ ადგილობრივი, ერთ-ერთი პრორუსული ჯგუფის „ბოევიკებს“, რომლებმაც შემდგომში წარმატებით აიღეს პარლამენტის შენობა. იცოდით ეს ამბავი?! ეს დაადგინა მონტენეგროს პროკურატურამ, რომელმაც, როგორც კი გადატრიალების მცდელობა ჩაფუშა, ჩაატარა გამოძიება „ნატოს“ სპეცსამსახურებთან ერთად და დადო შედეგი. ანუ რუსეთმა ჩვენთან მონტენეგროს სცენარის გადათამაშება მოინდომა.
– მენიშნა, რუსი ტურისტები არ აპირებენ, დაემორჩილონ პუტინს, პროტესტს გამოთქვამენო. უცნაურია ასეთი სიყვარულის აფეთქება.
– საკმაოდ საინტერესო მოვლენაა, ჰიპოთეტურად შესაძლოა, მოხდეს ტურისტებზე ჰიბრიდული თავდასხმა და ითქვას, ჩვენ მაინც ჩამოვდივართ, თქვენ კი თავს გვესხმით. და ამ კონტექსტში ჯდება პუტინის გამონათქვამები, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეებიო, იმიტომ რომ რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ამოცანაა, რუსეთის მოქალაქეების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.


скачать dle 11.3