კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

№27 აღდგომა ევროსაბჭოულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ჯოჯოხეთსაც ანათებს და ძალამაც მოხნა

  მართალია, ჩვენ გვგონია, რომ დასავლეთის დარი უზადო ამ მზის ქვეშ არაფერი შეუქმნია მამაზეციერს (და ჩვენ რომ მეზობლები გვყავს, მათ ფონზე, ეს მართლაც ასეა), მაგრამ, რაკი მზესაც აქვს ლაქები და არავის გაუუქმებია, რომ აქეთ – ფული ჯოჯოხეთს ანათებს, იქით კი – ძალამ აღმართიც მოხნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (სტრასბურგში) ცხრასაათიანი სჯა-ბაასის შემდეგ 118 ხმით 62 ბეჩავის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია და ასამბლეაში რუსეთი დააბრუნა.
  შეგახსენებთ (ან კი რა შეხსენება უნდა), რომ რუსეთის დელეგაციას უფლებები ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა (2014 წელს), მათი გაცოცხლების მოთავეები კი ევროპელი სოციალისტები ბრძანდებიან, რომლებმაც პრობლემას ირიბად მოუარეს და რეგლამენტს დაამატეს პუნქტი, რის მიხედვითაც, ევროსაბჭოს წევრ ქვეყანას ხმის უფლებას ვერაფერი შეუჩერებს.
  ცხადია, უკრაინამ, საქართველომ, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ორმა ქვეყანამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მაგრამ ეს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს (რადგან ისევ ძალაშია: „პატარა კაცსა დიდ კაცთან, როდის გასვლია მართალი).
  აქვე შეგახსენებთ, რომ საპასუხო პროტესტის ნიშნად, რუსეთის საპარლამენტო დელეგაციამ 2016 წლიდან თავად შეწყვიტა ასამბლეის სხდომებზე დასწრება, ხოლო 2017 წელს კი რფ-მ უარი თქვა ევროსაბჭოს ბიუჯეტში თანხის შეტანაზე.
  რთული სათქმელია, რა გახდა ევროსაბჭოელების ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა ნათელზე ნათელია, რომ იქაც კი, სადაც დემოკრატიის ვარსკვლავები კაშკაშებენ, სამართალიც ძლიერის მხარესაა. -


скачать dle 11.3