კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№27 ზედამხედველის მოლოდინში

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ოსაკის სეირი
  სანამ, სახელდობრ, ჩვენთან, ერთნი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან, მეორენი კი – მის მოსაპოვებლად, ლარი თავქუდმოგლეჯილი გარბის (რა თქმა უნდა, გაიქცევა, რადგან, ჯერ ერთი, ისედაც სულ გაქცევაზე უჭირავს თვალი და მეორეც – საპროტესტო აქციები არ უყვარს განსაკუთრებით), ხოლო რფ-ის პრ.-ი თვითმფრინავებს ამზადებს, რომ თავისი მოქალაქე ტურისტები საქართველოს გაარიდოს.
 ოსაკაში (დიდი ოცეულის სამიტზე) ერთმანეთს ვლ. პუტინი და დნ. ტრამპი შეხვდნენ. ერთმანეთს საათ-ნახევრის განმავლობაში უცქერდნენ თვალებში (თუმცა ამერიკული მხრიდან: პომპეოს, ბოლტონის, პრესმდივან გრიშემის, ივანკა ტრამპისა და მისი ქმრის, რუსეთის მხრიდან კი – ლავროვის, სილუანოვის, უშაკოვისა და პრესმდივან პესკოვის მოწმეობით), რის შემდეგაც თეთრმა სახლმა გვამცნო, რომ განიხილეს სიტუაცია ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში (საქართველო არ უხსენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი ინტუიციით, რუსული და ამერიკული სპეცსამსახურები აქტიურად უპირისპირდებიან ერთმანეთს ჩვენს დედაქალაქში).
  თუ აშშ-ის წყაროს ვერწმუნებით, ორივენი შეთანხმებულად, რომ მათ შორის თანხმობა მთელი დედამიწის ინტერესია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ოცდამეერთე საუკუნის იარაღზე კონტროლის დაწესების აუცილებლობაზეც კი უსაუბრიათ.
შეხვედრას არც იუმორის გარეშე ჩაუვლია. კერძოდ, ფოტოს გადაღებამდე კითხვის, აპირებს თუ არა ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხის განხილვას, პასუხად აშშ-ს პრეზიდენტს პუტინისთვის მიუმართავს, თუ შეიძლება, არ ჩაერიო არჩევნებშიო...
  ასეა თუ ისე, რაკი საქართველო არ უხსენებიათ, სავარაუდოა, რომ საბოლოოდ არ გარკვეულა აქაურობის ბატონ-პატრონის ვინაობა, ხოლო, რაკი არ გარკვეულა, ჩვენი ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდების მოტივებიც მრავლად გამოჩნდება (რასაკვირველია, ჩვენი ზედამხედველის გამოსავლენად).
скачать dle 11.3