კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№26 რატომ გაატარა ზურა პირველმა ათი დღე საკანში გამომწყვდეულმა და როგორ აღიარეს ის ლონდონში საუკეთესო მსახიობად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქართველი მსახიობი ზურა პირველი ლონდონში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ჯილდო მსახიობმა ECG (Eurasian Creative Guild0 კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმში Behind the doors – „კარს უკან“ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიიღო. ფესტივალი ლონდონში ჩატარდა. ფილმი ქართულ-ფრანგული პროექტია და ის 2017 წლის ზაფხულში საფრანგეთში გადაიღეს.
  ზურა პირველი: ეს ფილმი ძალიან კარგმა გუნდმა შექმნა. გადაღებების პროცესში ათი დღე გავატარე საკანში გამომწყვდეულმა. ჩემი გმირი ძალიან მძიმე და რთული პერსონაჟია და ვცდილობდი, არ გამოვთიშულიყავი მას, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში, ერთხელ ან ორჯერ თუ ამოვიდოდი მზეზე. ეს პერიოდი მართლა საკანში ვცხოვრობდი. ფილმის რეჟისორია ნიკა ქურდაძე – ახალგაზრდა, ნიჭიერი ბიჭი. ეს იყო პირველი ფესტივალი, რომელშიც ფილმმა მონაწილეობა მიიღო. ნიკამ მითხრა, არ გაგიკვირდეს, თუ პრიზს გამოგიგზავნიანო. რამდენიმე დღე რომ გავიდა, აღარც მახსოვდა, რომ ამ ამბისთვის ყურადღება მიმექცია, შემდეგ ისევ ნიკამ გამომიგზავნა ვიდეო, ნახეო. ვუყურებ, რაღაც ფესტივალია და აცხადებენ, რომ ვიღაცამ გაიმარჯვა „მამაკაცის მთავარი როლისთვის“, ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა ჩემი სახელი და გვარი გავიგონე.
– საუბარში მითხარით, პროფესიაში იღბლიანი ვარო. როგორი იყო ამ გზის დასაწყისი?
– ჩემს ოჯახში ძალიან არტისტული გარემო იყო. ვერაზე ვცხოვრობდით და ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო იმ პერიოდის თბილისური ელიტით. ყველამ იცოდა, რომ თეატრალურში ვაპირებდი ჩაბარებას. მე მიყვარს ზღაპარში ცხოვრება, მიჭირს რეალობასთან შეგუება. ჩავაბარე და მოვხვდი ქალბატონ ლილი იოსელიანთან. ჩემს ახლანდელ მოწაფეებს ვეუბნები, მე ინსტიტუტი კი არა, ჯარი დავამთავრე-მეთქი. ის სადისტური მეთოდებით გვზრდიდა, მაგრამ შედეგს აღწევდა. მეორე ძალიან დიდი გამართლება ინსტიტუტის შემდეგ მქონდა. მინდოდა, სადმე პროვინციაში წავსულიყავი. მაგრამ ქალბატონმა ლილიმ მითხრა, მოზარდში წადი, ბატონ შალვა გაწერილიასთანო. მივედი და შევხვდი ჩემს მეორე დიდ მაესტროს, რომელიც შემდგომში ჩემთვის ყველაფერი გახდა – მასწავლებელიც იყო, რეჟისორიც, მომვლელიც და მამობილიც. იმდენად ძვირფასი იყო, ბატონი შალვას გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, აქ რეპეტიცია მქონდა და სცენაზე წამივიდა გული. ცხოვრებაში მიმართლებს-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ კარგად ვარ. ძალიან ბევრი დაბრკოლება შემხვედრია. პოლონეთშიც იმიტომ მოვხვდი, რომ ალკოჰოლიკი გავხდი.  მიჭირს რეალობასთან შეგუება.
– რას გაურბოდით რეალობიდან?
– იმ პერიოდში, როგორც ყველას, მეც ძალიან მიჭირდა ფინანსურად. ვიყინებოდით. მეთერთმეტე სართულზე ვცხოვრობდი, არც წყალი იყო, არც შუქი, არც გათბობა და სახლში ღუმელი მედგა. ჩემი პროფესიით მინიმალური შემოსავალი მქონდა, კაპიკებს ვიღებდი და ვშიმშილობდი. ხან ვინ მეხმარებოდა, ხან ვინ. ზოგჯერ საჭმელს ძაღლისთვის ვყიდულობდი და ჩემთვის – ვეღარ. ბოლო სართულზე ვცხოვრობდი და იმდენი წყალი ჩამოდიოდა, მეზობელთან ჩადიოდა. ჭერის გასაკეთებელი კი არა, პურის ფული არ მქონდა. პარკეტი მთლიანად აიყარა და მთელი სახლი საშინელ დღეში იყო.  ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რის გამო გავხდი ალკოჰოლიკი. რა თქმა უნდა, სიყვარულიც გახდა ამის მიზეზი.
– სიყვარულის ამბები როგორ განვითარდა?
– სიყვარული ჩემზე ყოველთვის ცუდად მოქმედებდა. ჩემი სიყვარული ყოველთვის ორმხრივი იყო, მაგრამ მე არასდროს მაკმაყოფილებდა და ამის გამო ძალიან ვითრგუნებოდი. ახლა რაც პოლონეთში ვარ, ძალიან გავურბივარ. აქ ურთიერთობები განსხვავდება, კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნიათ ქალისა და კაცის მეგობრობა. არ არიან შეჩვეულები. არავინ დაგიჯერებს, რომ კაცს ქალთან მხოლოდ მეგობრობა გაკავშირებს და რომ თქვენს შორის სექსი არ არის. მე მყავს სამი მეგობარი ქალი, ნამდვილად მეგობრები, მაგრამ ამაში ყველას ეჭვი ეპარება. არავის არ ესმის, რომ ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრობაა და არა, სექსი. ამ სამი ქალიდან ორი აქაური თეატრის ვარსკვლავია. სიყვარულს რაც შეეხება, ერთი-ორჯერ შეხვედრის შემდეგ, თუ ცოტა საეჭვოდ და ზედმეტად ველოდები მესამე შეხვედრას და გული მიჩქარდება, კონტაქტს ვწყვეტ. ნამდვილად არ შემიძლია სიყვარული და რომანი. უსიყვარულოდ თავს გადასარევად ვგრძნობ.
– შვილის ყოლის სურვილიც არ გქონიათ?
– ძალიან ადრე ერთი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ეს დაკავშირებულია აბორტთან. ეს ჩემი ნების გარეშე გაკეთდა და მაშინ რაღაც გამიწყდა. ძალიან ბევრი წლის შემდეგ აქ, პოლონეთში, ერთი მოწაფე მყავდა, გადასარევი ბიჭი, ჩემს ხელში გაიზარდა და ვფიქრობდი, მინდა, ასეთი შვილი მყავდეს-მეთქი. აბორტის ამბიდან ეს იყო პირველი მობრუნება ამ საკითხში.
– კარგი, ალკოჰოლიზმს დავუბრუნდეთ. როგორ შეცვალა მან თქვენი ცხოვრება?
– ძალიან რთული პერიოდი მქონდა. ჩემი და პოლონეთში ცხოვრობდა, ძმა – თბილისში. მე ცალკე ვიყავი. როცა მიხვდნენ, რომ ეს უკვე სერიოზული პრობლემა იყო, დავიწყე სისხლის გადასხმები, მაგრამ ალკოჰოლიზმი სეროზული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმთან ერთად ფსიქიკასაც ანადგურებს. ახლა ჩემი IQ საშუალოზე ბევრად მაღალია, რომ ჩამოვედი, საშინლად დაბალი მქონდა. ბევრი რამ არც მახსოვდა, არც მესმოდა. პოლონეთში წამოსვლა არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. თბილისზე იმდენად მიჯაჭვული ვიყავი, სხვა ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა იმ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი, ეტყობა, წამოვაყრანტალე, ჰო, მინდა წასვლა-მეთქი და წამოვედი. მეხსიერებისა და პიროვნების აღდგენა წელიწად-ნახევრის შემდეგ დაიწყო. იმ პერიოდიდან მხოლოდ ნაწყვეტები მახსოვს. ვმუშაობდი ფონდში, რომელიც ავადმყოფ ადამიანებს ეხმარებოდა. ერთ ძალიან ღრმა პროვინციაში ააშენეს გახანგრძლივებული სკოლის მაგვარი და სპექტაკლის სათამაშოდ. ისე მომეწონა, გაუჩერებლად ვაქებდი იქაურობას და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ ფონდის ხელმძღვანელია მეუბნება, მაშაყირებ? ეს რომ გაიხსნა, ლენტი შენ გაჭერიო. არადა, მეგონა, პირველად ვიყავი იქ. მერე არავის არ სჯეროდა, რომ მე აღარ ვსვამდი. იმდენად ღრმა ალკოჰოლიკი ვიყავი, არყის სუნი მქონდა. ორგანიზმში იმდენად დიდი დოზით იყო ალკოჰოლი, რომ გამოდიოდა და გამოდიოდა. ოთხი თვე რომ არ დაგილევია, რანაირად შეიძლება, სუნი გქონდეს? ვინ დაგიჯერებს, რომ არ დაგილევია?! მიჯერებდა ერთადერთი ადამიანი – ჩემი მონღოლი ექიმი, ნამდვილი ჯადოქარი. ახლა მისი და ალბათ, ჩემი პიროვნული თვისებების წყალობით, ჩვეულებრივად ვსვამ. მსგავსი შემთხვევა არ გამიგია. ალკოჰოლიკმა ეს სენი დაამარცხოს და მერე ჩვეულებრივად შეეძლოს სმა – არ გამიგია. მე შემიძლია.
– საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დაბრუნება ამის შემდეგ არ გაგიჭირდათ?
– რომ გითხრათ, ოდესმე ვინმეს ჩემი იმედი ჰქონდა-მეთქი, მგონი, არ იქნება მართალი. ოჯახში უმცროსი ვარ და ბავშვობიდან განებივრებული ვიყავი. ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ თუ სხვა არავინაა გამკეთებელი, ყველაფერს ვაკეთებ. არასდროს ვცდილობ, ჩემი მნიშვნელოვნება დავამტკიცო. სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტატუსი მქონია, მაგრამ წარბშეკრულს არასდროს მივლია. ჩემი მნიშვნელობის ხაზგასმა არ მჩვევია. არსებობს სინდრომი „ალკოჰოლიკის ოჯახი“. მე გადავლახე შიში, „მეორედ არ დამემართოს“, ჩემმა დამ – ვერა. განა არ მენდობა, მაგრამ შიში აქვს.
– ალკოჰოლიზმის დამარცხების შემდეგ პროფესიულად როგორ აეწყვეთ პოლონეთში?
– იმ ფონდში ვმუშაობდი, რომელიც ვახსენე. მერე შევქმენი ჩემი არაჩვეულებრივი თეატრი. ყოველთვის ზღაპარივით გამახსენდება მისი არსებობის ხუთი წელი. ამ წლების განმავლობაში ქალაქში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ქუჩაში ხალხი მეკითხებოდა მის შესახებ, ყველა სპექტაკლი ანშლაგით მიდიოდა. ხუთი წლის იუბილე გადავიხადეთ და დავხურე. ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, რისი მიზეზიც ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლობა გახდა. კლასიკური შემთხვევაა – ხელოვნება და რეალობა ხშირად ვერ თანხმდება.

скачать dle 11.3